ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2024


ოთხი სტიქია


შევეშვი კოსმოსში გაგზავნას მესიჯების.
შენ მზე ხარ, ჩემი მზე, სიცოცხლის გარანტია.
შენ მზე ხარ, რომელიც სამყაროს სანათია.
გვერდით რომ მიწევხარ და მაინც მესიზმრები.
გვერდით რომ მიწევხარ არავინ მეზიზღება.

მიწა ხარ, სიცოცხლის ფიქრი და საფუძველი.
დედა ხარ მიზეზი ყოველთა დიდებულთა…
და თუ კი წამაცლი მაგ მკერდზე მიდებულ თავს,
და თუ ამ ვნებასაც როგორმე დაუძვერი,
გავხდები მწირი და სუსტი და დაუცველი.

შენ უფრო წყალი ხარ და ავსებ არტერიას,
წვეთ-წვეთად გროვდები იქცევი ოკეანედ,
გიარე ბევრი და ვერაფრით მოგიარე.
ათასგვარ ნიტრატებს ძალით რომ მატენიან,
შენ კვებავ მაინც ამ პატარა გარდენიას.

ქარი ხარ სამყაროს სუნთქვა და მღელვარება
ნიავი - ქარიშხლის ჩურჩულით საუბარი,
დილით რომ საოცრად საამოდ დაუბერავ,
ჩემს დილას ყოველთვის შენი ხმა ეხამება,
შენი ხმა შენიღბავს ჩემს ბოლო შეღამებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები