იწვოდა მიწა ამ ფიქრიდან გამომდინარე, და შემოდგომამ ბევრის მსგავსი ისევ ჩააქრო, გახეთქავს ნაპირს ნაწამები ჩემი მდინარე, და გულისფეთქვა ვინმეს თუ კი ისევ გააქრო, შევხედავ წარსულს ამ აზრიდან ერთი მეყოფა, და ქვების მსგავსად დაგებული ჩემი აღმართი, ასეა გველის სოროს მსგავსში თავის შეყოფა, თუ ხარ ურწმუნო ჯობია რომ გახდე წარმართი, სადაც კი გნახე უენობამ იქაც იმარჯვა, და შორის მსგავსი აგებული თურმე ხეობა, გადადგეს კიბე დაამსგავსეს ზეცად მიჯაჭვას, დაგვჩემდა სიტყვა მაგრამ არა იყოს ზნეობად, რომ სახიერი მარცვალივით ჩუმი ედემი, იწვოდა მიწა და დაარქვეს ომის ტექნიკა, შიში და ლოცვა, დაცხრილული ტბაზე გედები, ვიცოდი ბრძოლა მაგრამ ომი კართან მენიშნა, სიჩუმის მსგავსად უსაფუძვლოდ განა გავდევნე, და სახვალიო ეკალივით ასე ფარული, თუ წვიმის მსგავსად შავი ფარით სველად გვარბევდნენ, ბულინგის მსგავსი შეტევისთვის,თავი ხარული, სადაც ცნობიერს დაამსგავსე ავი მაისი, და შენამდეა გამოხატვა დღეს ამ სიტყვების, თუ ჩუმი წამი იყო შენი შესაბრალისი, მომსდიე გზამდე და დამჩემდა იქაც ფიცრები, ბეისბოლს გავდა ჩემი სროლა და თან ბიტაა, და თუ ასე გაელვება ჩუმი ხვალისა, ვინარის თქვი და უვნებელი თურმე რიტაა, დაკარგულ ჩინებს და მედლების მტვერსაც თვალისას, ახლა სხვა გზაა გასაღები ალბათ მშვიდობის, ან ახლანდელი მეგზურები თუ კი გელევა, ასე თუ ითქმის მეგზურობა განაყიდობის, შენ არ გასწავლი დროულადაც,რა?ჩახველება, ქაოსის მსგავსი შენი დარი ბევრი შევნიშნე, ახლა თუ ედემს,მაშინ ბაღი ლარად გაყიდეს, ციცქაა კაი დასალევად ალბად მენიშნე, თუ ცეკვავს ზეცა მაშინ მტვერი ფერად გაკიდეს, სიჩუმის მსგავსი უძილობა მე არ მეკმარა, ალბათ ბოდვაა სიჩუმისთვის გამოსარჩლება, თუ სიტყვის მსგავსი უსაქმობა ასე მეწამა, მაშინ დასხედით ბევრი არის წელსაც სარჩევად, მიდი და თვალე ჩემი ფერი ისევ შავია, და შავეთს გნახე დაწერილი შავი თეთრზეა, ხოდა სიჭრელეს ნუ აურევ ჩემო ძამია, სანამ თქვენთვისაც უსაშველოდ გავისარჯეა, მესმოდა ზეცის სინანული არა ჩვეული, და სიზმრის მსგავსი ქვაფენილი გადაკარგულა, თმების სიშორე და არსივით ქვეშეცნეული, თუ მტერი ფესვად მაშინ ჩვენთან ბევრი დარგულა, რამდენი კიდევ,თუ საგზალად ესეც გეყოფა? რამდენად გნახე? თუ შიმშილიც ასე კარგია, მაშინ მოცარტის გაღიმებას ქვია მეფობა, დანარჩენს ვნახავთ რეკლამებში და თან ფარსია.
თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა მაგ სიტყვებისთვის,თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ადამიანს მოტივაცია აუმაღლოთ ერთი შეფასებითაც კი. მადლობა მუხა მაგ სიტყვებისთვის,თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ადამიანს მოტივაცია აუმაღლოთ ერთი შეფასებითაც კი.
1. ახლა სხვა გზაა გასაღები ალბათ მშვიდობის ,რა დიდებული ხედვაა. ახლა სხვა გზაა გასაღები ალბათ მშვიდობის ,რა დიდებული ხედვაა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|