ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიკელა
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2008


ღამე

  დანისლულ  მთებზე  ტორტმანებს  ბინდი,

    ბნელის  და  ნათლის  ზღვარი,

    კოჭლი  კაცივით  ფორხილით  მიდის

    წიფლნარას  ტყისკენ  ქარი...

    ბნელ  ხევში  ტირის  უღონო  წყალი,

    ბუს  დასდგომია  თვალი,

    ვერძასწყაროსთან  ქვითინებს  ქალი,

    სანდრუას  პატარძალი,

    მონატრებია  ქალს, ქალაშავას

    ცხორში  წასული  ქმარი.

    ...ქუფრია...  ღამემ  კალთა  გაშალა,

    ქალმა - ნაბადი  ქმარის....

    გარინდულ  ტყეში  შემოშანშალდა

    მუხლგაქარჩხული  ქარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები