როცა, ახალგაღვიძებული, თვალებგადმოყრილი ვუყურებ ჭერს, - თითქოს სამარიდან კიდევ ერთხელ წამოვდგომილიყავი,- ჩემში კორტიზოლის ვულკანი ამოფრქვევას ლამობს და მინდა ამ პროცესს ბოლომდე გავყვე. ერთხელ მაინც, გავიგო, რა არის ბოლოში. ხომ ხედავ, ცნობიერში სიკვდილის არ მეშინია. ზოგჯერ, ამას, ვინატრი კიდეც; რომ ვმღეროდე იაკობინელების სახრჩობელებზე და კბილებს ვიპლომბავდე ალფრედ სოუთვიკის სკამზე (სხვა გზა არცა მაქვს) მაგრამ, როცა მე სხეული ვარ, როცა ქიმიური მდინარე ვარ; კორტიზოლის ჩანჩქერი - მე მე არა ვარ. ეს ხუთ ლიტრიანი სისხლის კასრი, უბრალოდ ჩიტის გალიაა. რა უნდა დაეშავებინათ ჩიტებს ასეთი, პატიმრობა საშუალოდ 70 წელს რომ უგრძელდებათ?! ვიღაცა იტყვის, მარადისობაში 70 წელი რაღააო, მაგრამ, მგონია, რომ არის, სადაც ბენიტო მუსოლინის უფრო ნაადრევად ანთავისუფლებენ, ვიდრე სხვა, უბრალო ჩიტებს
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არ არის გალია, ამას მერე მიხვდები, რაოდენ მნიშვნელოვანია შენი აქ ყოფნა. არ არის გალია, ამას მერე მიხვდები, რაოდენ მნიშვნელოვანია შენი აქ ყოფნა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|