 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 25 დეკემბერი, 2024 |
რა ვქნა, თუკი ამეშალე კვლავ საჩემოდ? თუკი ჩემი, ყველა ბგერა კვლავ შენ გქარგავს? თუ ეს მიწა, ეს ცა, ეს მზე, ეს სამრეკლოც შენით ცოცხლობს, შენით ფასობს, ჰო... თქვი, რა ვქნა? რა ვქნა, თუკი ღამეები მთლად აივსო შენით... თუკი დილა მახვევს დაღლილ მკლავებს? თუ ოცნებამ გადავლილმა კვლავ დაიწყო აფეთქება... თქვი, სურვილს რა დააკავებს? რა განდევნის ფიქრებიდან მაშინ ვნებებს ან ხვაშიადს, სულს განდობას რომ აჟინებს?.. და თუ ერთ დღეს გადავუხვევ წესებს, მცნებებს დამპირდი, რომ ჩემს ცოდვას გაინაწილებ. დამპირდი, რომ მარტოს ხელთ არ შემატოვებ ზამთარს მსუყეს და უგემურს უსაშველოდ, რომ იმედებს შემცივნულებს აქ დატოვებ ჩემთან... ჩემში... აპრილის მზეს რომ ვუშველო. მითხარი, რომ ამ ხელახალ აღტკინებას სხვა ფერი აქვს და სხვაგვარად ვრცელი ბოლო, დამპირდი, რომ არ იქნება დაპირება უსუსური, ცარიელი სიტყვა მხოლოდ!.. ...... რა ვქნა თუკი კვლავ საჩემოდ ამეშალე? თუკი ღამე იცრიცება შენზე ფიქრით? უნებართვოდ სიზმრიდან თუ გამეპარე, მართლა რა ვქნა? ახლა უკვე აღარ ვიცი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|