ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარ
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2024


ტაკიმასხარა

ხუმრობა უყვარს  ზოგჯერ განგებას
და აღზევება მდაბიორების,
მასხარა ტახტზე აღიყვანება,
გარემოების საჭიროებით,

გონებას ურევს ამპარტავნება,
ათრობს დიდებისმოყვარეობა,
ბოლოს ცხოვრება დასჯის თავნებას,
გაუწბილდება მოსაგრეობა,

წინ აღუდგება ბედი სავნებად
და შეაყენებს ხრამის ცენცაზე,
ხელს ჰკრავს... სხვა გმირი ჟამის ბრძანებას
მონაცვლედ შეჰყავს ავანსცენაზე.

26 დეკემბერი, 2024 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები