 | ავტორი: ზარქუა ჟანრი: პოეზია 6 იანვარი, 2025 |
პარასკევ ღამით, მივარდნილი სოფლის ეზოში, ბოროტ დედაბერს ძაღლის ნაცვლად დაება კატა. ის შავი იყო, ყეფდა ძაღლივით და ნაპერწკალი ჰქონდა თვალები, რომლითაც ღამეს აზანზარებდა. არ იყო ქარი და სარეველებს მინდვრის ჭრიჭინა ახმაურებდა. იქვე მდებარე მოწითალო, ხავსიან ტბიდან არც ერთი თევზი არ ამომხტარა, მხოლოდ ნაპირთან დაცურავდნენ თავკომბალები. - ასვი სისხლი, სისხლი - წყლად, არ აგემო სურნელი ჩვილის, დამარხე ბოროტ წყევლასთან ერთად, ამ სანთელივით დადნეს და დაიწვას. ეს ბრძანებაა და არა თხოვნა! ბრძანებაა, უკუნი ღამიდან -შავბნელ სარკმლიდან ბუტბუტებდა ის დედაბერი. ძაღლი კნაოდა, კატა ყეფდა, გველები ხრავდნენ სახლის საძირკველს და შაბათ დილით გამობრწყინდა ცაზე ვარსკვლავი. ქალი ეზოში გამოჩანჩალდა, ხელში ეჭირა ხორცის კვერები და მიდიოდა თავის ტაძარში, რომელიც უკვე არ არსებობდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|