ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2025


.. .. ..

***

დეკემბრის სუსხი
ძვლებში ატანს.
ახლა, დაღლა ჰქვია
ძველ ქუჩას.
ვიცი, შენი თავი მოგენატრა..
ხშირად გაგონდება გერტრუდა.
ზოგჯერ, შენს დასაწერს
სხვები წერენ.
იცხოვრეს შენი ამბავიც..
სხვაგან მიფრინავენ წეროები.
შენთან ვინ დარჩება?!
-არავინ..

ხეები
ტოტებს, რომ დახრიან.
თოვლით რომ დახრიან
ნედლ ტოტებს,
მაშინ თოვლზე წერა
მოდაშია.
ლექსში ადვილია შენდობაც.
მაგრამ გული მაინც
გულია და
გული დარდს დაიტევს
უმძიმესს.
შენ კი,
იხარხარებ გულიანად..
წყაროს მოუყვები ცუდ სიზმრებს.

მერე გააყოლებ ნისლების ქარს,
იმ დარდს,
მუდამ სულს რომ გიღრღნიდა.
სევდას დაგიამებს ვისლავა და
პლათი,
უზარხუფო სიღრმიდან.
მოვა შობის ღამის ფიქრებიდან,
ერთი,
შორეული ვარსკვლავი.
შენთან ისინიც არ იქნებიან,
ვისაც სიყვარული ასწავლე..

სიზმრებს შეეჩვივნენ
ფასკუნჯები.
გახსოვს ცეცხლისფერი ფენიქსიც.
შენ ხომ პოეზია გამუნჯებდა..
წერა სიკვდილს უდრის, შენ იცი!!
მზე, რომ იბადება
შობის ღამეს,
მზე, რომ
ქრისტესავით გვინათებს.
სულო,
მოინათლე იორდანეს!!
მისწვდი, სამრეკლოს და მინარეთს..

Ⴋ.Ⴆ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები