 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 12 იანვარი, 2025 |
უნდა მეცადა წერა ხალასი, ვერ მოვიგონე გულს რა გადასცდა, ბედნიერია ჩემი მაისი, ყველა წვიმები ერთად დაარსდა. არაფერია გეტკინოს გული, თუ კვლავ შენა ხარ, ისევ შენად ხარ, დარჩი გულწრფელი, არაფერს დასდევ, არც მოგიკითხეს, ისე გადაგცეს, როგორც იესო ჯვარს არც უცვიათ, არ ყოფილაო, მაშინ ადამი, ღმერთი ჩვენში ხომ არასდროს ცოცხლობს, ნეტავ გიწოდონ ადამიანი. დაგისვან კითხვა, პასუხს გასცემდე, მიყვარსო ჩემი წრფელი პასექი. არავის ვდევნი, პურსაც გავუყოფ, არ შემშურდება მათი ვერცხლების. ბრწყინვალებაა თვალებს აბრმავებს, მე ხომ აქა ვარ ნამდვილი, მთვლემი, ჩემი მაქვს სახე, ტანი და გული, არც ძაფებია ოქროს ნაქარგი. გულიდან მოდის ყველა სიავე, სიკეთეს ვერვის განახვებთ მაინც, ამიტომ ვამბობ, მე არ ვყოფილვარ, მხოლოდ კი ვდარდობ, რომ ვერ გაიგეთ რატომ ვარ კარგი, თქვენ რომ ვერ ამბობთ, თუ რომც ხედავდეთ. რაც ცუდი არის მხოლოდ სხვისთვისა, ჩვენთვის კი მხოლოდ მზე და "დალანდი."
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მუხა, ჩემო ერთგულო მეგობარო!! გილოცავთ ყველაფერს ერთად!! -ბედნიების სურვილით!!! :))))) მუხა, ჩემო ერთგულო მეგობარო!! გილოცავთ ყველაფერს ერთად!! -ბედნიების სურვილით!!! :)))))
2. ვანანო ძალიან მომწონს თქვენი პოეზია, ინტელექტუალურია, შეგრძნებადი, იტროვერსული განცდების შესანიშნავი შესრულებაა. ვულოცავ თქვენს ლამაზ ოჯახს ახალ წელს, წარმატებები პირადსა და პოეტობაში.
ვანანო ძალიან მომწონს თქვენი პოეზია, ინტელექტუალურია, შეგრძნებადი, იტროვერსული განცდების შესანიშნავი შესრულებაა. ვულოცავ თქვენს ლამაზ ოჯახს ახალ წელს, წარმატებები პირადსა და პოეტობაში.
1. ჩაძინებულ და ჩაუძიებელ ურაკს ვულოცავ შობა-ახალ წელს!! ისევ ის ხალხი, ისევ ერთეულები, გამხდარი ათასეულებად,- დამიხვდნენ. ცოტა მოსაწყენიც კია და სამწუხარო.
ჩაძინებულ და ჩაუძიებელ ურაკს ვულოცავ შობა-ახალ წელს!! ისევ ის ხალხი, ისევ ერთეულები, გამხდარი ათასეულებად,- დამიხვდნენ. ცოტა მოსაწყენიც კია და სამწუხარო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|