ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2009


მაისო, მზით და სხივებით სავსევ

შენ ჩემი თვე ხარ, ვარდთა მთოველო,
მაისო მზით და სხივებით სავსევ,
ღიმილს შეიმკობს შენით მთა-ველი,
მეც მნახავ ალბათ და მზეს შემასმევ...

შენ ჩემი თვე ხარ მწვანე ხავერდთა,
და ჩირთის ირგვლივ უხვად მფენელო,
მაცისკრე მთენი ამ ბნელ ღამეთა,
დღემდე ფერფლიდან აღუდგენელი...

მიყვარხარ მელნის გიაცინტებით
და ზამბახების დახრილ კარედით
მზერას რომ ცეცხლად წაეკიდები
ყაყაჩოების არემარეთი...

ჩემს დაბადებას არ ვადიადებ,
უბრალოდ, მინდა, ყოველთვის მწვავდეს,
შენი სილურჯის ზღვა სიდიადე
და შენი სუნთქვის სიმშვიდე ცამდე.

რადგან იმედებს მიცოცხლებ ხოლმე
და ყოველ მოსვლით, ასე მგონია,
რომ სიხარულის დამადგამ ხომლებს
და მომცემ, დღემდე რაც არ მქონია.

რომ ყველგან, ყველა გულის ველობზე
ააყვავილებ ტრფიალის კვირტებს
და მეც, ვისთვისაც წლებს ვესალოსე,
სადმე, თავისთან, ახლოს, დამიტევს.

შენ ჩემი თვე ხარ, თვეო ვარდობის,
მაისო, და კვლავ ისევ ვივსები,
მისი ღიმილის თეთრი ფარდებით
და მწუხარების ქრება ნისლები...

და გეგებები გაშლილ მკლავებით,
გაშლილ ხელებით, გადახსნილ გულით
და მიხარია, რომ ვერ ვიკავებ
თავს და მაცოცხლებს კვლავ სიყვარული...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები