 | ავტორი: ილტოსპირელი... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 მაისი, 2009 |
მინდა მკითხველს, ორიოდე სიტყვით, ჯერ თავად კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის", ხოლო შემდეგ იმ მინი-პოეტური ტურნეს შესახებ ვაუწყო, რომელსაც ამ დღეებში ჰქონდა ადგილი.
პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი" გასული საუკუნის 90-იანი წლების უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტდამთავრებულთა ბაზაზე შეიქმნა. ორდენში გაერთიანდნენ მიხეილ ღანიშაშვილი, სევარიონ ნადირაძე, ტრისტან მახაური, ზურაბ ჯაფარიძე, მურღვა არდოტელი, ქეთევან დოლიძე და თამარ ლომიძე.
1992 წელს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის გადაჭედილ დარბაზში მოეწყო პირველი საჯარო წარდგინება "მარადახალი ქნარის", როგორც დამოუკიდებელი პოეტური გაერთიანებისა.
2003 წელს მოხდა პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" კავშირის სახით იფიციალური რეგისტრაცია შესაბამისი ატრიბუტიკითა და ემბლემით. კავშირის თავმჯდომარედ დამტკიცდა მისი მისი ერთ-ერთი უშუალო დამაარსებელთაგანი მიხეილ ღანიშაშვილი.
ამ პერიოდისათვის "მარადახალ ქნარს" უკვე ეკლდა ერთი წევრი, პოეტი და გამომცემელი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც 1995 წელს ტრაგიკულად აღესრულა ხევსურეთის მთებში.
რეგისტრაციის პერიოდისთვის კი ორდენის სიას უკვე ავსებდა ლიტერატორი და მეცნიერი ხვთისო მამისიმედიშვილი.
"მარადახალ ქნარს" თავისი არსებობის მანძილზე გამართული აქვს არაერთი სალიტერატურო შეხვედრა და პოეზიის საღამო, როგორც დედაქალაქის, ისე საქართველოს მთელი რიგ ქალაქებისა და რაიონების სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში, სკოლებში.
ორდენის წევრების შემოქმედება ჟანრობრივად და თემატურად საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ კალამს ეკუთვნის როგორც პოტეური, ისე პროზაული ნაწარმოებები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სამეცნიერო-ფილოლოგიური გამოკვლევები.
ორდენის ყოველ წევრს გამოცემული აქვს არაერთი წიგნი.
ორდენის ცალკეულ წევრთა ზოგიერთი ნაწარმოები ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე, დაბეჭდილია საზღვარგარეთულ გამოცემებში.
პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" წევრები უპირატესობას ანიჭებენ მხატვრული გამოსახვის ტრტადიციულ, კლასიკურ ფორმებს, მშვენიერის ესთეტიკას, მითოსს, ფოლკლორს, რელიგიას, ისტორიზმს...
"მარადახალი ქნარი" არც არასოდეს ყოფილა და არც ახლა არის არც ე.წ. მწერალთა კავშირისა და არც ე. წ. ავანგარდისტული მიმდინარეობების მომხრეთა სატელიტი სამწერლო გაერთიანება. ესაა ცალსახად დამოუკიდებელი, საკუთარი გზისა და გეზის მქონე შემოქმედებითი დაჯგუფება, რომელიც მიესალმება სალიტერატურო სივრცის მრავალფეროვნებას, მიმდინარეობათა თანაარსებობის დემოკრატიულ პრინციპს.
* * *
"მარადახალი ქნქარის" წევრები ამ ორიოდე დღის წინ ბათუმსა და ფოთში მიიწვიეს თავისმა ახლგაზრდა კოლეგებმა.
ბათუმში 'მარადახალ ქნარს" მასპინძლობდნენ "ურაკპარაკის" ბათუმელი ავტორები: გიორგი გაბაიძე, როი აბუსელიძე, აჩი ბერიძე, ლაშა-გიორგი ხოზრევანიძე. თბილისელ პოეტებს თავისსავე კერძო სასტუმროში ცხოვრებისა და დასვენების იდეალური პირობები შესთავაზა უსათნოესმა ქალბატონმა, ბათუმელმა პოეტმა ბელა ქებურიამ მეუღლესთან ბატონ თემურ კახიძესთან ერთად.
პოეზიის საღამო გაიმართა 15 მაისს ბათუმის მწერალთა კავშირის (თავმჯდომარე ბატონი დავით თედორაძე) შენობის ხალხმრავალ დარბაზში. ყოველი ავტორის მიერ წაკითხულ ლექსებს მსმენელი გულითადი აპლოდისმენტებით აჯილდოებდა. ლექსები წაიკითხეს თავად მასპინძლებმაც. ხოლო ხალისიანი ბანკეტი კი გვიან ღამემდე გრძელდებოდა ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში.
მეორე დღეს, 16 მაისს "მარადახალი ქნარელები" მეორე საპორტო ქალაქ ფოთში გადავიდნენ. აქ მათი მასპინძელი იყო ურაკპარაკის რჩეული პროზაიკოსი, უნიჭიერესი მწერალი და უკეთილშობილესი პიროვნება გიგო, იგივე გიორგი გახოკიძე.
შეხვედრა ფოთის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის (გამგე ქალბატონი ნუნუ ჭელიძე) შენობაში შესდგა. სტუმარებმა აქური მსმენელის გულის მონადირებაც იოლად შეძლეს და ბევრი ტაშიც დაიმსახურეს. საღამოს თავისებურად შეეხიდნენ ადგილობრივი შემოქმედები პოეტი რონა ბუბუტეიშვილი და პოეტი და მხატვარი ქეთევან ჩეჩელაშვილი. საღამო აქაც გულუხვი და უგემრიელესი ბანკეტით დაგვირგვინდა, რომელიც ჭეშმარიტად წარმოადგერნდა ქართული ლექსისა და ბარაქიანი სიტყვა-სადრეგრძელოების ფეიერვერკს.
პოეზიის საღამოებს ბათუმშიც და ფოთშიც ენერგიულად უძღვებოდა ამ მშვენიერი და შინაარსიანი ორდენის თავმჯდომარე პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი. მასთან ერთად საკუთარ ლექსებს კითხულობდნენ უნიჭიერესი პოეტები: სევარიონ ნადირაძე, ქეთევან დოლიძე და თამარ ლომიძე. ისინივე აცნობდნენ მსმენელს იმ თავისი ორდენელი მეგობარი პოეტების შემოქმედებასაც, რომლებმაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ შეძლეს მათთან ერთად გამგზავრება დასავლეთში.
* * *
ამგვარმა პოეტურმა მოგზაურობამ "მარადახალი ქნარის" წევრებს აჩვენა, რომ:
პოეტურ სიტყვას მოელიან, უყვართ და აფასებენ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
ქვეყნის სხვა ქალაქებში ცხოვრობს არაერთი უნიჭიერსი შემოქმედი და მათ ჰაერივით ესაჭიროებათ თბილისელ კოლეგებთან ცოცხალი შემოქმედებითი კონტაქტები.
პოეტურ სიტყვას შეუძლია დაამეგობროს ადამიანთა პროფესულად სრულიად განსხვავებული ფენები და ისინი ერთ ჯანსაღ ორგანიზმად შეკრას.
პოეტური ტურნეების ჩატარება სასიცოცხლოდ აუცილებელია როგორც თავად დედაქალაქის ცხოვრების ერთფეროვნებაში ჩაძირულ შემოქმედთათთვის, ისე პროვინციული ახლის მომლოდინე თვალის, გულის და გონებისათვის.
პოეტური მოგზაურობანი კიდევ უფრო მეტად კრავს, აახლოებს და ამტკიცებს მონაწილეთა მეგობრობას, შემოქმედებას, ახალისებს და აშინაარსიანებს სიცოცხლეს, ბადებს ახალ შემოქმედებით იმპულსებს, აღვივებს ემოციებს.
* * *
ამიტომ კავშირი - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი" გულწრფელ მადლობას მოახსენებს თავის ყველა მასპინძელსა და მსმენელს ბათუმსა და ფოთში და იწყებს პოეტური მოგზაურობის ახალ, მთელი საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მომცველ ტურნეს. მსურველებს, ცხადია, ექნებათ შესაძლებლობა შემოუერთდნენ ამ ფრიად საინტერესო წამოწყებას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მეორე დღეს, 16 მაისს "მარადახალი ქნარელები" მეორე საპორტო ქალაქ ფოთში გადავიდნენ. აქ მათი მასპინძელი იყო ურაკპარაკის რჩეული პროზაიკოსი, უნიჭიერესი მწერალი და უკეთილშობილესი პიროვნება გიგო, იგივე გიორგი გახოკიძე.
შეხვედრა ფოთის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის (გამგე ქალბატონი ნუნუ ჭელიძე) შენობაში შესდგა. სტუმარებმა აქური მსმენელის გულის მონადირებაც იოლად შეძლეს და ბევრი ტაშიც დაიმსახურეს. საღამოს თავისებურად შეეხიდნენ ადგილობრივი შემოქმედები პოეტი რონა ბუბუტეიშვილი და პოეტი და მხატვარი ქეთევან ჩეჩელაშვილი. საღამო აქაც გულუხვი და უგემრიელესი ბანკეტით დაგვირგვინდა, რომელიც ჭეშმარიტად წარმოადგერნდა ქართული ლექსისა და ბარაქიანი სიტყვა-სადრეგრძელოების ფეიერვერკს.
პოეზიის საღამოებს ბათუმშიც და ფოთშიც ენერგიულად უძღვებოდა ამ მშვენიერი და შინაარსიანი ორდენის თავმჯდომარე პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი. მასთან ერთად საკუთარ ლექსებს კითხულობდნენ უნიჭიერესი პოეტები: სევარიონ ნადირაძე, ქეთევან დოლიძე და თამარ ლომიძე. ისინივე აცნობდნენ მსმენელს იმ თავისი ორდენელი მეგობარი პოეტების შემოქმედებასაც, რომლებმაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ შეძლეს მათთან ერთად გამგზავრება დასავლეთში.
საინტერესოა... :))))))))))))))))))))))))))))))))))) მეორე დღეს, 16 მაისს "მარადახალი ქნარელები" მეორე საპორტო ქალაქ ფოთში გადავიდნენ. აქ მათი მასპინძელი იყო ურაკპარაკის რჩეული პროზაიკოსი, უნიჭიერესი მწერალი და უკეთილშობილესი პიროვნება გიგო, იგივე გიორგი გახოკიძე.
შეხვედრა ფოთის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის (გამგე ქალბატონი ნუნუ ჭელიძე) შენობაში შესდგა. სტუმარებმა აქური მსმენელის გულის მონადირებაც იოლად შეძლეს და ბევრი ტაშიც დაიმსახურეს. საღამოს თავისებურად შეეხიდნენ ადგილობრივი შემოქმედები პოეტი რონა ბუბუტეიშვილი და პოეტი და მხატვარი ქეთევან ჩეჩელაშვილი. საღამო აქაც გულუხვი და უგემრიელესი ბანკეტით დაგვირგვინდა, რომელიც ჭეშმარიტად წარმოადგერნდა ქართული ლექსისა და ბარაქიანი სიტყვა-სადრეგრძელოების ფეიერვერკს.
პოეზიის საღამოებს ბათუმშიც და ფოთშიც ენერგიულად უძღვებოდა ამ მშვენიერი და შინაარსიანი ორდენის თავმჯდომარე პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი. მასთან ერთად საკუთარ ლექსებს კითხულობდნენ უნიჭიერესი პოეტები: სევარიონ ნადირაძე, ქეთევან დოლიძე და თამარ ლომიძე. ისინივე აცნობდნენ მსმენელს იმ თავისი ორდენელი მეგობარი პოეტების შემოქმედებასაც, რომლებმაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ შეძლეს მათთან ერთად გამგზავრება დასავლეთში.
საინტერესოა... :)))))))))))))))))))))))))))))))))))
18. ნაშვაღამევის ექსპრომტი მარადახალი ქნარის ორდენის რაინდებს
მარადქნარელნო - ლექსადმშფოთვარნო! ნაბათუმარნო და ნაფოთარნო! რომ ამომთხარონ თვალიც - მარჯვენა, მარცხენა ყური კი ჩამომთალონ!.. –
მაინც ვერასდროს ვერ შევიყვარებ მთვარეს - მომზეოს, ვერც მზეს - მომთვაროს!..
რაც ნაღდია და რაც ქართულია - მერე რამდენი? - ვინ ჩამოთვალოს?!. – მას უერთგულებს, ვისაც გული აქვს, სხვამ - სხვებს აბოლოს, მონაბოდვაროდ!..
სხვა ყოველივე განწირულია, რომ წარმავლობას გაჰყვეს - მოდაროს!.. ათასწლეულებს გადაუვლიათ... - შენ დარჩი ლექსო - ჯერარმომკვდარო!!!
19. 5. 2009. 1. 40... იმედო ჯახუა ნაშვაღამევის ექსპრომტი მარადახალი ქნარის ორდენის რაინდებს
მარადქნარელნო - ლექსადმშფოთვარნო! ნაბათუმარნო და ნაფოთარნო! რომ ამომთხარონ თვალიც - მარჯვენა, მარცხენა ყური კი ჩამომთალონ!.. –
მაინც ვერასდროს ვერ შევიყვარებ მთვარეს - მომზეოს, ვერც მზეს - მომთვაროს!..
რაც ნაღდია და რაც ქართულია - მერე რამდენი? - ვინ ჩამოთვალოს?!. – მას უერთგულებს, ვისაც გული აქვს, სხვამ - სხვებს აბოლოს, მონაბოდვაროდ!..
სხვა ყოველივე განწირულია, რომ წარმავლობას გაჰყვეს - მოდაროს!.. ათასწლეულებს გადაუვლიათ... - შენ დარჩი ლექსო - ჯერარმომკვდარო!!!
19. 5. 2009. 1. 40... იმედო ჯახუა
17. მართლაც ვიზეიმეთ... მართლაც ვიზეიმეთ...
16. გიგო პირველად მე დავპატიჟე და თანაც ოჯახით! ვერც დავუშვებდი, რომ მასში შეიძლებოდა შევმცდარიყავი! ივნისში ჩვენ ,, სიყვარულის საუკუნის'' პირველი ნომრის პრეზენტაცია გველოდება და ერთ დიდ პურობასაც ვიზამთ!
თქვენ კი ჩემო საამაყო მეგობრებო - დაგელოცოთ ,,მარადახალი ქნარი''! ჩემი კონცეფციაც პირველივე ლექსიდან ანუ პირველი კლასიდანვე ზუსტად იგივე იყო, არის და იქნებოდეს იქნება! ამიტომ მიგულეთ თქვენს ამქრად, თუ ძაან ბებრად არ ვითვლები საამისოდ!
ჩათვალეთ ეს ოფიციალურ განცხადებად!
გიგო პირველად მე დავპატიჟე და თანაც ოჯახით! ვერც დავუშვებდი, რომ მასში შეიძლებოდა შევმცდარიყავი! ივნისში ჩვენ ,, სიყვარულის საუკუნის`` პირველი ნომრის პრეზენტაცია გველოდება და ერთ დიდ პურობასაც ვიზამთ!
თქვენ კი ჩემო საამაყო მეგობრებო - დაგელოცოთ ,,მარადახალი ქნარი``! ჩემი კონცეფციაც პირველივე ლექსიდან ანუ პირველი კლასიდანვე ზუსტად იგივე იყო, არის და იქნებოდეს იქნება! ამიტომ მიგულეთ თქვენს ამქრად, თუ ძაან ბებრად არ ვითვლები საამისოდ!
ჩათვალეთ ეს ოფიციალურ განცხადებად!
15. ლექსის მადლი დაგატარებს ხან მთაში და ხან ბარში, მიხარია: ერთადა ხარ მახვილიც და ქარქაშიც.
გაზაფხულზე ფიფქი გშვენის და ყვავილი_ზამთარში.
ლექსის მადლი დაგატარებს ხან მთაში და ხან ბარში, მიხარია: ერთადა ხარ მახვილიც და ქარქაშიც.
გაზაფხულზე ფიფქი გშვენის და ყვავილი_ზამთარში.
13. უღმესი მადლობა დიდებულ ხალხს ქალაქში სტუმრობისთვის და ულამაზესი საღამოს საჩუქრისთვის... არ დაგივიწყებთ ბატონებო ამ სიკეთეს!!! და კიდევ ფოთი მხოლოდ ამ ერთი საღამოთი არ შემოიფარგლება!!! ვეცდები რომ ფოთმა დანარჩენი ურაკპარაკელები ეტაპობრივად გაგიცნოთ. ეს არის ჩემი სურვილი. იმედია თქვენიც. გმადლობთ რომ ალამაზებთ სამშობლოს!!! მარად თქვენი ერთგული გ ი გ ო!!! უღმესი მადლობა დიდებულ ხალხს ქალაქში სტუმრობისთვის და ულამაზესი საღამოს საჩუქრისთვის... არ დაგივიწყებთ ბატონებო ამ სიკეთეს!!! და კიდევ ფოთი მხოლოდ ამ ერთი საღამოთი არ შემოიფარგლება!!! ვეცდები რომ ფოთმა დანარჩენი ურაკპარაკელები ეტაპობრივად გაგიცნოთ. ეს არის ჩემი სურვილი. იმედია თქვენიც. გმადლობთ რომ ალამაზებთ სამშობლოს!!! მარად თქვენი ერთგული გ ი გ ო!!!
12. გელოდებით თბილისში..:) გელოდებით თბილისში..:)
11. წარმატებები ბატონო მიშა წარმატებები ბატონო მიშა
10. წარმატებები.. და ყველა სიკეთე.. წარმატებები.. და ყველა სიკეთე..
9. პოეტური საღამოები დიდებული წამოწყებაა და იმედი მაქვს ბევრი ურაკპარაკელი შეუერთდება მას... ბატონმა სოსომ კი საღამოს ფინალური ნაწილის პიკანტური დეტალებიც გვამცნო ექსპრომტით :) წარმატებები მისურვებია თქვენი ორდენისთვის, ბატონო მიშა. პოეტური საღამოები დიდებული წამოწყებაა და იმედი მაქვს ბევრი ურაკპარაკელი შეუერთდება მას... ბატონმა სოსომ კი საღამოს ფინალური ნაწილის პიკანტური დეტალებიც გვამცნო ექსპრომტით :) წარმატებები მისურვებია თქვენი ორდენისთვის, ბატონო მიშა.
8. 8-> კარგი იქნებოდა. :) 8-> კარგი იქნებოდა. :)
7. მოგიკითხავთ, დიდი პატივისცემით და შემდგომი წარმატებების სურვილით! მოგიკითხავთ, დიდი პატივისცემით და შემდგომი წარმატებების სურვილით!
6. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლალის თითქმის ყველა შენიშვნას უკლებლივ მივიღებ. თუმცა ეს წერილი დიდი ემოციების ქვეშ იწერებოდა და ალბათ ცოტათი მაინც მეპატიება.
იოჰან ხევსურს კი დავუდასტურებ, რომ ქეთი დოლიძე მართლაც ზურა ჯაფარიძის ცოლია და მირღვას ჩამოტყუებასაც ნამდვილად ვაპირებთ.
ლელა მოვუბოდიშებ: ამჯერად მხოლოდ "მარადახალი ქნარელები" რომ იყვნენ მიპატიჟებულნი.
თამარს ვეტყვი, რომ ორდენში გაწევრიანებისთვის საჭიროა მხოლოდ ორი რამ: უნდა იყო სულით შემოქმედი და ეთანხმებოდე კავშირის პრინციპებს.
იმო ჯახუანს დიდი მადლობა!
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლალის თითქმის ყველა შენიშვნას უკლებლივ მივიღებ. თუმცა ეს წერილი დიდი ემოციების ქვეშ იწერებოდა და ალბათ ცოტათი მაინც მეპატიება.
იოჰან ხევსურს კი დავუდასტურებ, რომ ქეთი დოლიძე მართლაც ზურა ჯაფარიძის ცოლია და მირღვას ჩამოტყუებასაც ნამდვილად ვაპირებთ.
ლელა მოვუბოდიშებ: ამჯერად მხოლოდ "მარადახალი ქნარელები" რომ იყვნენ მიპატიჟებულნი.
თამარს ვეტყვი, რომ ორდენში გაწევრიანებისთვის საჭიროა მხოლოდ ორი რამ: უნდა იყო სულით შემოქმედი და ეთანხმებოდე კავშირის პრინციპებს.
იმო ჯახუანს დიდი მადლობა!
5. წარმატებებს გისურვებთ.
ისეთი ლოზუნგური ნაწერია,ბატონო მიშა ჟურნალისტად ხომ არ მუშაობდით რედაქციაში.ძალიან დამახასიათებელი სტილია. ორდენის სახელი ჩემთვის ცოტა ძველმოდურია და კომიკური,პარდონ:) ორდენზე მეტად მე ლიტერატურულ გაერთიანებას ვუწოდებდი:)
''რჩეული პროზაიკოსი, უნიჭიერესი მწერალი ''მოდით ნუ გახდით კომიკურს საკმაოდ მნიშვნელოვან ამ პოსტს. გიგო უკეთილშობილესი პიროვნებაა,ნიჭიერი ადამიანი,ჩემი მეგობარი... უბრალოდ ასეთი ზეაღმატებული ეპითეტები...ცოტა სასაცილოს ხდის...სიტუაციას.
წარმატებებს გისურვებთ.
ისეთი ლოზუნგური ნაწერია,ბატონო მიშა ჟურნალისტად ხომ არ მუშაობდით რედაქციაში.ძალიან დამახასიათებელი სტილია. ორდენის სახელი ჩემთვის ცოტა ძველმოდურია და კომიკური,პარდონ:) ორდენზე მეტად მე ლიტერატურულ გაერთიანებას ვუწოდებდი:)
``რჩეული პროზაიკოსი, უნიჭიერესი მწერალი ``მოდით ნუ გახდით კომიკურს საკმაოდ მნიშვნელოვან ამ პოსტს. გიგო უკეთილშობილესი პიროვნებაა,ნიჭიერი ადამიანი,ჩემი მეგობარი... უბრალოდ ასეთი ზეაღმატებული ეპითეტები...ცოტა სასაცილოს ხდის...სიტუაციას.
4. ქეთევან დოლიძე მგონი ზურაბ ჯაფარიძის მეუღლეა ხომ? წარმატებები ბატონო მიშა, თქვენც და მთელ ორდენსაც, ისე თბილისშიც თუ გამართავთ და მურღვასაც ჩამოიტყუებთ კარგი იქნებოდა :) ქეთევან დოლიძე მგონი ზურაბ ჯაფარიძის მეუღლეა ხომ? წარმატებები ბატონო მიშა, თქვენც და მთელ ორდენსაც, ისე თბილისშიც თუ გამართავთ და მურღვასაც ჩამოიტყუებთ კარგი იქნებოდა :)
3. მეც ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა მაგრამ სამწუხაროდ არავინ შემომთავაზა:( მეც ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა მაგრამ სამწუხაროდ არავინ შემომთავაზა:(
2. ორდენში გაწევრიანება - ჩაწყობითაა? თუ წიგნების რაოდენობის მიხედვით? :))
მოგესალმებით და მიხარია, რომ ასეთი კარგები ხართ! =D> ორდენში გაწევრიანება - ჩაწყობითაა? თუ წიგნების რაოდენობის მიხედვით? :))
მოგესალმებით და მიხარია, რომ ასეთი კარგები ხართ! =D>
1. მოგესალმები, მიხეილ! კარგები ხართ და კარგ საქმეს აკეთებთ! მიხარია! მოგესალმები, მიხეილ! კარგები ხართ და კარგ საქმეს აკეთებთ! მიხარია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|