ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2009


ჩემს ანას

იზრდება ჩემი პატარა
და საყვარელი ანა,
თანდათან წარსულს ბარდება
სიცარიელის ხანა.

თანდათან სახლში მეფდება,
თანდათან ოჯახს ავსებს
გამოუთქმელი ფრაზებით:
"დეა"... "მა"... - სადღაც ასე.

მოუსვენარი ვინმეა,
დაუდეგარი, ცელქი,
ეს ვარსკვლავივით ცქრიალა,
მანათობელი ნერგი.

ხელ-ფეხს ხომ აღარ აჩერებს
და იმ ოთხ ბროლის კბილით
იმხელა ღიმილს აშუქებს,
ისე წრფელია, ტკბილი...

მომკალით, მისი დანახვა
თუ არ მიხსნიდეს დაღლას,
მიწაზე ვეღარ ვეტევი,
ცაზე დავდივარ, მაღლა.

უფალო, მადლი შენს ძალას,
კაცს ამა ქვეყნად შთენილს,
მითხარი, ვით არ აღმომხდეს
სამადლობელი შენი.

ასე რომ დამასაჩუქრე,
ამდენ სიკეთით მთოვე,
შენ უკვდავება მაჩუქე,
მე მხოლოდ შვილი გთხოვე!

მითხარით, ვით არ შევება
ცხოვრების მდუღარ ლავას,
სიცოცხლის ხალისს მიბრუნებს
მისი იმედი კვლავაც.

პატარავ, პაწაწკინტელავ,
ფრთებმოხატულო მტრედო,
შენ უნდა გადამარჩინო,
გულზე სალბუნად მედო.

ფერფლიდან გამომიყვანო,
ნაცრიდან გამომჩხრიკო,
კვლავ რომ სტრიქონი გავმართო,
კვლავ რომ პოეტი ვიყო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები