ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2009


ლამაზი დღეები - ჰიმნი ბავარიას

დაუვიწყარნი გარდახდნენ დღენი,
ამაოდ ვიხრი წარსულის ტოტებს,
იქ, სადაც გარმიშ-პარტენკირხენის
რთავდნენ ყვავილნი რამადა-ჰოტელს...

ბავარიული სად ვწრუპე ლუდი,
ვუმზერდი სადაც ცუგშპიტცეს მაღალს,
სად მთვარის ვერცხლით ნაჭედი ქუდი
ეხურა ეხთა თოვლიან აღალს.

სად ლოიზახეს ცივი ტალღების
კლდეებში შმაგად მდუღარ ქვაბულით
ვიყავი გულ და ფიქრ-წანაღები,
მოხიბლული და სულგანაბული...

არა, სხვა იყო ბავარიული
მხარის და მიწის, ცისა და წყალის
ხალისიანთა დღეთა დღიური
და ოცნებათა ლამაზი რკალი...

მშვენიერების სულ სხვა არშინით
იყო აჭრილი ქუჩაც და სკვერიც,
წარსულისა და აწმყოს კავშირიც,
სახლიც, სასახლეც, სივრცეც და ფსკერიც.

თითქოს დადიხარ სამოთხის გზებით,
წალკოტის გზებით - სუფთით, უვალით,
გზებით, რომლითაც თითქოს საცაა
უნდა ეახლოს მოკვდავთ უფალი!..

და ფიქრობ, ფიქრობ კაეშნით მძიმით
მამულზე შენზე: -ნეტავი როდის?..
და გიწყვეტს ფიქრებს ცრემლების მძივი
და უნუგეშოდ თვალზე ჩამოდის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები