მესაძირკვლეთა მათ შორის, პირველმორჩილთა მათ შორის მახსოვს... მეც ვიყავ... მგონი... ან ეგება შობის სწორზედაც... ეგებ აღდგომის სწორზედაც... დუღაბს ვასხამდით რკონის...
როგორც მზე ფიფქთა თოვიდან, თავად თამარი მოვიდა, მიმართა კირითხუროს: - როგორ გგონია, ოსტატო, გაუძლებთ კია მტერს და დროს, შეძლებთ ხალხს ემსახუროთ!?.
-გავუძლებთ, გვირგვინოსანო, სანამ ითქმება ოსსანა, სანამდე ჰგიებს მყარი... - მიხედა. მის ბრწყინვალებას, ამკობდა ცის მოკერძალება, მარჯვნივ ებრუნა მხარი...
გასცქერდა კლდეებს ახტეხილს, ოსტატს ხელთ ეპყრა სატეხი. აღახვნა მეფემ ბაგე: - ხამს ხიდიც იდოს თეძამზე, - ამოდ უბნობდა მზეთა-მზე, - რაკიღა ტაძარს ვაგებთ!..
დიახ იქ ვიყავ, მათ შორის, თუმც ახლა ჟამი მაშორებს, მე ისევ ვდგავარ რკონთან... და ჩავლილ საუკუნეთა ვიხსენებ, როგორც ჰუნეთა, ჩემი ფიქრების მკონთა...
მოდიან ლამაზ-ლამაზი, ქალ-ვაჟნი, როგორც ალმასი და ნაკვალევზე მეფის ავსებენ სიყვარულებით და მოწიწებით სრულებით დროის ტიხარს თუ დეფისს...
სანთელიც ისევ ანთია და ეს სამოთხეც მათია, ვისაც ეკუთვნის ხსენით. რკონი რაც სანახავია, თვით უნდა ნახო, ძამია, მე ვით გადმოვცე ენით!...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ძალიან მაგარია,ისეთი რკონს რომ მოუხდება:)))+777 ძალიან მაგარია,ისეთი რკონს რომ მოუხდება:)))+777
27. გილოცავ ჩემო მიხეილ, ძალზედ მაამეთ ლესითა, ღმერთმა დღეგრძელი გამყოფოთ, ვერას გადმოგცემთ ენითა.
გილოცავ ჩემო მიხეილ, ძალზედ მაამეთ ლესითა, ღმერთმა დღეგრძელი გამყოფოთ, ვერას გადმოგცემთ ენითა.
26. დაგვიანებული ,,კომენტარი,, ლექსზე ,,რკონი,,
გადაჰყვეს მტერი ჟამთაცვლას, წყალთანაყვას და წყალთაცრას, არცროსმე მქონე გონის!.. მათვე მიჰყვება ლიწინით, ვინც იქედნურად იცინის ჩვენზედ!.. ვაჰ, დრონი, დრონი!..
ეშმას ამქარში შეჩრილებს ღმერთი არ გააჯეჯილებს - უდღეურ ანაქრონიზმს!.. კვლავ მორჭმით დაემკვიდრება ამ ცისქვეშეთში დიდება ვარძიისა და რკონის!..
მხნედ მივყვეთ უფლის დიდ ნებას!.. მტერს ვითღა აუხირდება გული ლაჩრის და მონის?!.
20. 6. 2009
დაგვიანებული ,,კომენტარი,, ლექსზე ,,რკონი,,
გადაჰყვეს მტერი ჟამთაცვლას, წყალთანაყვას და წყალთაცრას, არცროსმე მქონე გონის!.. მათვე მიჰყვება ლიწინით, ვინც იქედნურად იცინის ჩვენზედ!.. ვაჰ, დრონი, დრონი!..
ეშმას ამქარში შეჩრილებს ღმერთი არ გააჯეჯილებს - უდღეურ ანაქრონიზმს!.. კვლავ მორჭმით დაემკვიდრება ამ ცისქვეშეთში დიდება ვარძიისა და რკონის!..
მხნედ მივყვეთ უფლის დიდ ნებას!.. მტერს ვითღა აუხირდება გული ლაჩრის და მონის?!.
20. 6. 2009
24. რკონი რაც სანახავია, თვით უნდა ნახო, ძამია, მე ვით გადმოვცე ენით!...
ულამაზესია ლექსიც და რკონიც! გაიხარე, მიშა! 5 რკონი რაც სანახავია, თვით უნდა ნახო, ძამია, მე ვით გადმოვცე ენით!...
ულამაზესია ლექსიც და რკონიც! გაიხარე, მიშა! 5
23. მიყვარხარ10 მიყვარხარ10
22. მიყვარხარ10 მიყვარხარ10
21. მოგესალმებით და წარმატებებს გისურვებთ! მოგესალმებით და წარმატებებს გისურვებთ!
20. არ წამიკითხავს,მაგრამ კარგია! არ წამიკითხავს,მაგრამ კარგია!
19. 555ოსტატური 555ოსტატური
18. ალიან კარგია, დიდო მამულიშვილო! ალიან კარგია, დიდო მამულიშვილო!
16. სასიამოვნოდ წაიკითხა... სასიამოვნოდ წაიკითხა...
15. ლამაზი ლექსია...
მაგრამ ნუკრისთვალებასაც ვეთანხმები:)
ლამაზი ლექსია...
მაგრამ ნუკრისთვალებასაც ვეთანხმები:)
13. რკონი რაც სანახავია, თვით უნდა ნახო, ძამია...
ასეა ნაღდად! გაიხარე მიშა! (კაცო, ე მაგ დაძველებულ ამბავ რა ვუყოთ ა? ;) ) რკონი რაც სანახავია, თვით უნდა ნახო, ძამია...
ასეა ნაღდად! გაიხარე მიშა! (კაცო, ე მაგ დაძველებულ ამბავ რა ვუყოთ ა? ;) )
12. მშვენიერი ლექსი!!! მშვენიერი ოსტატობა!!! გაიხარე შენა!!!
მშვენიერი ლექსი!!! მშვენიერი ოსტატობა!!! გაიხარე შენა!!!
11. ლამაზი სურათია, კოხტა რიტმით!.. ლამაზი სურათია, კოხტა რიტმით!..
10. -გავუძლებთ, გვირგვინოსანო, სანამ ითქმება ოსსანა, სანამდე ჰგიებს მყარი...
ხასიათიანი ლექსია... და დახვეწილი... -გავუძლებთ, გვირგვინოსანო, სანამ ითქმება ოსსანა, სანამდე ჰგიებს მყარი...
ხასიათიანი ლექსია... და დახვეწილი...
9. მართლა ძალიან ლამაზია :) მართლა ძალიან ლამაზია :)
8. მშვენივრად გადმოეცი ნუ თავდაბლობ :) 55555 მშვენივრად გადმოეცი ნუ თავდაბლობ :) 55555
7. მაგარია ძაან! მაგარია ძაან!
5. :) ლამაზია! :) :) ლამაზია! :)
4. ლამაზია :) ილუსტრაციაც დაგედო როკონის ხეობის... ლამაზია :) ილუსტრაციაც დაგედო როკონის ხეობის...
3. მე ,,ისეთი " უფრო მომწონხარ... როგორი თავად მიხვდები :) მე ,,ისეთი " უფრო მომწონხარ... როგორი თავად მიხვდები :)
1. ვაიმე თეძამი და რკონი... ჩემი სოფელი ეს რა გამახსენე ;) 5 ვაიმე თეძამი და რკონი... ჩემი სოფელი ეს რა გამახსენე ;) 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|