შენ ისეთი ხარ... ეზმანები ვარსკვლავს იღბლიანს, დროის და სივრცის ვერ გაბრკოლებს უნაპირობა, წუთებს არ ნაღვლობ, საათები მაჯას გიღლიან, წარბს არ შეიხრი, ისე მირღვევ ყველა პირობას. შენ ისეთი ხარ, ასიათას მზერას აისხლეტ, სასხლეტს აქვავებ მოსაკლავად გაალმასებულს. გაიღიმებ და კაბის ქობით გულებს აითრევ. თვალს ვერ გისწორებ ამღვრეულს და გაკაპასებულს, კარი ღია გაქვს, ფორტუნაც კი სახლში დაგიდის, არაფერი გაქვს უცხოთაგან დასაფარავი. შენ ისეთი ხარ, რასაც სჩადი - ყველა გაგიდის, და არ დასცდება სამდურავი შენი არავის. ჩემი ფიქრისკენ ამოქოლე გადმოსახედი, სენტიმენტებით აღარ გართობს თავის შექცევა, გული რომელიც ვერ გაკმარე ისე დაფერდდა, ძველი სახლივით მეშლება და თავზე მექცევა. შ ე ნ, დაცემულმა ანგელოზმა შუბლზე გაკოცა თვალისმომჭრელი სილამაზე გცვივა სხივებად, შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება. ++++ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება. ++++
33. ეს არ ვიცოდი. რა კარგია! ეს არ ვიცოდი. რა კარგია!
32. ჩემი ამ დღეების აკვიატება ლექსია:) ჩემი ამ დღეების აკვიატება ლექსია:)
30. კარგია, წარმატებები :) კარგია, წარმატებები :)
29. მაგარრრრია! მაგარრრი ხარრრრ! ჩიკო - პიკოლო...გკოცნის "ძაგარ" მიღებულ (სად?) ცხვირზე!!! მეც ისეთივე გარუჟული ვარ ... და კიდევ ერთი შენი მეგობარი, რომელიც მოკითხავს გითვლის და ისიც გკოცნის ... :))) მაგარრრრია! მაგარრრი ხარრრრ! ჩიკო - პიკოლო...გკოცნის "ძაგარ" მიღებულ (სად?) ცხვირზე!!! მეც ისეთივე გარუჟული ვარ ... და კიდევ ერთი შენი მეგობარი, რომელიც მოკითხავს გითვლის და ისიც გკოცნის ... :)))
28. ლამაზია, მიყვარხარ ლუბა. 5 ლამაზია, მიყვარხარ ლუბა. 5
27. ძალიან ლამაზად კითხულობ ლექსებს, შენს ლექსებს, მეც ახლა შენი ინტონაციით და ტონალობით წავიკითხე, კარგია 5 ძალიან ლამაზად კითხულობ ლექსებს, შენს ლექსებს, მეც ახლა შენი ინტონაციით და ტონალობით წავიკითხე, კარგია 5
26. შენ ისეეთი ხაარ-ყოველ დილით ვმღერი ჰიმნივით.მარტო ამ ლექსისთვის ღირდა პორტალზე შემოსვლა . დიდი მადლობა ქალბატონო ლუბა შენ ისეეთი ხაარ-ყოველ დილით ვმღერი ჰიმნივით.მარტო ამ ლექსისთვის ღირდა პორტალზე შემოსვლა . დიდი მადლობა ქალბატონო ლუბა
25. ''ჩურჩულით ცახცახით მიწამდე თავსა ვხრი'', ``ჩურჩულით ცახცახით მიწამდე თავსა ვხრი``,
24. შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება :) შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება :)
23. რა კარგი იყავიტ გუშინ, სარამოზე და ეს ლექსიც რა კარგია რა კარგი იყავიტ გუშინ, სარამოზე და ეს ლექსიც რა კარგია
22. ულამაზესია. ჩემი საყვარელი პოეტი ხარ შენ ძალიან ლამაზად წერ ძალიან ულამაზესია. ჩემი საყვარელი პოეტი ხარ შენ ძალიან ლამაზად წერ ძალიან
21. ძალიან ლამაზი,ქალური გულწრელობით სავსე ლექსებია!5....:) ძალიან ლამაზი,ქალური გულწრელობით სავსე ლექსებია!5....:)
20. ახლა თქვენ ყველას უნდა გშურდეთ ჩემი :) რატომ? იმიტომ რომ მე ქ-ნი ლუბას ლექსს მისივე ხმით ვისმენ დიქტოფონიდან და ვტკბები :) დიდი მადლობა სითბოსთვის, ქალბატონო ლუბა :) ახლა თქვენ ყველას უნდა გშურდეთ ჩემი :) რატომ? იმიტომ რომ მე ქ-ნი ლუბას ლექსს მისივე ხმით ვისმენ დიქტოფონიდან და ვტკბები :) დიდი მადლობა სითბოსთვის, ქალბატონო ლუბა :)
18. ლუბა! შ ე ნ, დაცემულმა ანგელოზმა შუბლზე გაკოცა... სულზე დადიხარ! :) ამოვბეჭდო უნდა მისი ურომანსებულესობა! :) ლუბა! შ ე ნ, დაცემულმა ანგელოზმა შუბლზე გაკოცა... სულზე დადიხარ! :) ამოვბეჭდო უნდა მისი ურომანსებულესობა! :)
17. ლუბა ელიაშვილი!
თანამედროვეობის უდიდესი ქართველი პოეტი!
მე მიხარია რომ მის ეპოქაში ვცხოვრობ!! ..
ლუბა ელიაშვილი!
თანამედროვეობის უდიდესი ქართველი პოეტი!
მე მიხარია რომ მის ეპოქაში ვცხოვრობ!! ..
16. ძალიან ლამაზია .... ძალიან ლამაზია ....
13. გადასარევიი!!!:) გადასარევიი!!!:)
12. შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება.
ძალიან... შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება.
ძალიან...
11. არაჩვეულებრივი:) არაჩვეულებრივი:)
10. ...''თვალისმომჭრელი სილამაზე გცვივა სხივებად, შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება.''
მშვენიერია მთლიანად!:) ...``თვალისმომჭრელი სილამაზე გცვივა სხივებად, შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება.``
მშვენიერია მთლიანად!:)
9. ულამაზესი ლექსი:) ჰოდა, ვიღიღინებ :) ულამაზესი ლექსი:) ჰოდა, ვიღიღინებ :)
8. შ ე ნ, დაცემულმა ანგელოზმა შუბლზე გაკოცა თვალისმომჭრელი სილამაზე გცვივა სხივებად,
არანორმალურად ნიჭიერულია :) შ ე ნ, დაცემულმა ანგელოზმა შუბლზე გაკოცა თვალისმომჭრელი სილამაზე გცვივა სხივებად,
არანორმალურად ნიჭიერულია :)
7. იქნებ ლუბამ მოიცალოს და ჩემი აღსარება წაიკითხოს... ;) ის მიხვდება... იქნებ ლუბამ მოიცალოს და ჩემი აღსარება წაიკითხოს... ;) ის მიხვდება...
6. დიდებულო ქალბატონო დილა მშვიდობისა! დღეის საღიღინო ლექსია... დიდებულო ქალბატონო დილა მშვიდობისა! დღეის საღიღინო ლექსია...
5. "ეზმანები ვარსკვლავს იღბლიანს, დროის და სივრცის ვერ გაბრკოლებს უნაპირობა, წუთებს არ ნაღვლობ, საათები მაჯას გიღლიან, წარბს არ შეიხრი, ისე მირღვევ ყველა პირობას."
არ ვიცი განწყობა მაქვს ასეთი დღეს თუ ლექსის ბრალია, მაგრამ საშინლად მინდა დავარღვიო ყველა პირობა ;)
ყველასია ლუბა, ჩვენია, ჩვენი...
"ეზმანები ვარსკვლავს იღბლიანს, დროის და სივრცის ვერ გაბრკოლებს უნაპირობა, წუთებს არ ნაღვლობ, საათები მაჯას გიღლიან, წარბს არ შეიხრი, ისე მირღვევ ყველა პირობას."
არ ვიცი განწყობა მაქვს ასეთი დღეს თუ ლექსის ბრალია, მაგრამ საშინლად მინდა დავარღვიო ყველა პირობა ;)
ყველასია ლუბა, ჩვენია, ჩვენი...
4. აუუუუუ ლექსს ვერ მოვწყდი რა...ძაან...:) აუუუუუ ლექსს ვერ მოვწყდი რა...ძაან...:)
3. შენ ისეთი ხარ... ეზმანები ვარსკვლავს იღბლიანს, დროის და სივრცის ვერ გაბრკოლებს უნაპირობა, წუთებს არ ნაღვლობ, საათები მაჯას გიღლიან, წარბს არ შეიხრი, ისე მირღვევ ყველა პირობას. შენ ისეთი ხარ, ასიათას მზერას აისხლეტ, სასხლეტს აქვავებ მოსაკლავად გაალმასებულს. გაიღიმებ და კაბის ქობით გულებს აითრევ. თვალს ვერ გისწორებ ამღვრეულს და გაკაპასებულს, კარი ღია გაქვს, ფორტუნაც კი სახლში დაგიდის, არაფერი გაქვს უცხოთაგან დასაფარავი. შენ ისეთი ხარ, რასაც სჩადი - ყველა გაგიდის, და არ დასცდება სამდურავი შენი არავის. ჩემი ფიქრისკენ ამოქოლე გადმოსახედი, სენტიმენტებით აღარ გართობს თავის შექცევა, გული რომელიც ვერ გაკმარე ისე დაფერდდა, ძველი სახლივით მეშლება და თავზე მექცევა. შ ე ნ, დაცემულმა ანგელოზმა შუბლზე გაკოცა თვალისმომჭრელი სილამაზე გცვივა სხივებად, შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება.
ასეთ ლექსს როდესაც ვკითხულობ ყოველთვის მიცნება სურვილი ავტორი ახლოს გავიცნო... ოვაცია...:) შენ ისეთი ხარ... ეზმანები ვარსკვლავს იღბლიანს, დროის და სივრცის ვერ გაბრკოლებს უნაპირობა, წუთებს არ ნაღვლობ, საათები მაჯას გიღლიან, წარბს არ შეიხრი, ისე მირღვევ ყველა პირობას. შენ ისეთი ხარ, ასიათას მზერას აისხლეტ, სასხლეტს აქვავებ მოსაკლავად გაალმასებულს. გაიღიმებ და კაბის ქობით გულებს აითრევ. თვალს ვერ გისწორებ ამღვრეულს და გაკაპასებულს, კარი ღია გაქვს, ფორტუნაც კი სახლში დაგიდის, არაფერი გაქვს უცხოთაგან დასაფარავი. შენ ისეთი ხარ, რასაც სჩადი - ყველა გაგიდის, და არ დასცდება სამდურავი შენი არავის. ჩემი ფიქრისკენ ამოქოლე გადმოსახედი, სენტიმენტებით აღარ გართობს თავის შექცევა, გული რომელიც ვერ გაკმარე ისე დაფერდდა, ძველი სახლივით მეშლება და თავზე მექცევა. შ ე ნ, დაცემულმა ანგელოზმა შუბლზე გაკოცა თვალისმომჭრელი სილამაზე გცვივა სხივებად, შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება.
ასეთ ლექსს როდესაც ვკითხულობ ყოველთვის მიცნება სურვილი ავტორი ახლოს გავიცნო... ოვაცია...:)
2. შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება.
=D> ეს ჩემზე დაწერეთ, ლუბა? :)
25-ში ხომ მოდიხართ? ჩემი დღიურით შემატყობინეთ. თამარ ბუკია. შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება.
=D> ეს ჩემზე დაწერეთ, ლუბა? :)
25-ში ხომ მოდიხართ? ჩემი დღიურით შემატყობინეთ. თამარ ბუკია.
1. შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება. შენ ისეთი ხარ ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ გეცოტავება ეს სამყარო გემარტივება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|