ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2009


შატილთან ნათქვამი

ო როგორ მიყვარს, სამშობლოვ,
შენი ყოველი მტკაველი,
აი, კვლავ პირიქეთში ვარ,
ფეხქვეშ გავიგდე მთა-ველი!
აჰა, გუროსაც გამოვცდი,
უკვე შატილში შაველი,
გადმომცქერიან კოშკები,
ვით საკვირველი რამენი!
შეშენებულნი კლდის ქიმებს,
ცას მიბჯენილნი მტკაველით,
ქონგურებ მი-მოხატულნი
თეთრი ღრუბლების კრაველით.
ღმერთო, რა სიდიადეა,
რა სილამაზე მბრმაველი!
დუმილის აკორდს აკვნესებს
მყუდროებაში რაველი...
ეთაყვანება ხევსურეთს
ილტოსპირელი ფშაველი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები