ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2009


და მოვალ შენთან

უნდა ჩამოვხსნა ტრადიციას მძიმე კარები,
გადავაბიჯო ყველა ანდრეზს, ადათს და ტაბუს
ბოლოსდაბოლოს იმ მცნებებსაც ვეუარები,
ავედევნები სხვა ბილიკებს და გზებს უდაბურს...

და მოვალ შენთან, მე არ ვიცი, სად ანდა როგორ,
ქუჩაში, სახლში, მარტოსთან თუ ხალხში, საჯაროდ...
ასე ფარული ტრფობისთვის ვით გამოგიზოგო,
სურვილი მხოლოდ ოცნებასთან ვით შევაჯვარო...

მოვალ და ვნების დაგალეწავ ხორცზე ქარიშხლებს,
ჩამოვგლეჯ სივრცეს მორიდების წყეულ ავშარებს,
სულ კარგად ვიცი შენი ყველა სუსტი სანიშნე,
უკვე ისე ვარ, ყველა ნერვით ისე ამშალე...

რომ გარდუვალზე გარდუვალი ხდება შეხვედრის
ცეცხლი, რომელიც მოთმინების მიარღვევს კბოდეს...
ნადირის გეშით მებჯინება სურვილი მდედრის
შენი სხეულის ყველა ნაკვთი მღრღნის და მაბოდებს...



















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები