ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ერნესტო
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2009


ი ა რ ე ! \ გვანციოლას \

აწყვეტილ რაშებით
ბედს ეთამაშები,
სანამ არ დაშრება
ოცნების მდინარე...
ქარიშხალს მძვინვარეს
ემსხვრევა კლანჭები,
აღარ იტანჯება
ქალწული მძინარე.

მზე მოდის მაშველად,
შენთვის დამაშვრალმა
ღრუბელმა წაშალა.
ცაა მოცინარე.
იარე!
სანამ არ დაცხრება იარა,
სანამ არ დაშრება
ოცნების მდინარე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები