გოდერძი ჩოხელს
თვითმკვლელობები გახშორდა ჩვენში, მწერალთა შორის, სიცოცხლის პინას არყოფნის მსუბუქი პინა წონის... სინათლე ვეღარ ჩანათის სულში სიბნელის ტევრებს, უჭირთ პოეტებს ცხოვრება, შიმშილით ღამის მთევრებს! უიმედობა გარემოს ისე იპყრობს და გარსავს, როგორც არაფერს არასდროს ალბათ არა-რა არსად. პოეტის ნერვი სუსტია, სათუთია და ნაზი, პოეტს სამშობლოს ტკივილი ზედ გულის ფსკერზე აზის. განიცდის მისი არსება დაკარგულსა და გაძრცვილს, წართმეულ თავისუფლებას - უმაღლეს ჯილდოს კაცის. მამულ-წყალს გასაჩუქრებულს, თუ მიტაცებულ მიწებს, ქვეყნის ყოველი უკუსვლა პოეტს დუელში იწვევს. მათხოვრის ძონძში ასხმული გზებზე ბავშვები მწერალს აღარ ანებებს სამზეო-წუთისოფლისთვის ცქერას. აუტანელი გარემო, გაუსაძლისი ჟამი შხამს და სამსალას თავაზობს თავის უძირო ჯამით. და ვეღარ უძლებს მსუბუქი ნერვი საწუხარს ამდენს, თავადაც უნდა შეძლებით ამირან-გმირს რომ გავდეს. მაგრამ მარტივი გზით მიდის, უმოკლეს ბილიკს ირჩევს, მიჰყვება კუპრის მდინარეს, უსვამს შავტარა ნიჩბებს. თავს იკლავს, ჯოჯოხეთიდან კვლავ ჯოჯოხეთში მიდის, არ უნდა, მაგრამ გაქცევის ნდომა ღრმაა და დიდი. რადგან ამსოფლად ყველასთვის თითქოს ზედმეტი არის, რადგან არავის ჭირდება მისი სიტყვა და ქნარი. გონება ვეღარ ერევა, გონება ვეღარ განსჯის ზაფრსა და უსაზღვროებას უკიდეგანო ტანჯვის. და წყდება ძაფი სიცოცხლის თუმცა საკუთარ ხელით, დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. პოეტის ნერვი სუსტია, სათუთია და ნაზი, პოეტს სამშობლოს ტკივილი ზედ გულის ფსკერზე აზის.
დიდებულია!
პოეტის ნერვი სუსტია, სათუთია და ნაზი, პოეტს სამშობლოს ტკივილი ზედ გულის ფსკერზე აზის.
დიდებულია!
39. კარგი ლექსია,სევდიანია. +2 კარგი ლექსია,სევდიანია. +2
37. კარგად გადმოცემულია სათქმელი....... კარგად გადმოცემულია სათქმელი.......
36. უი შემეშალა-გოდერძი ჩოხელი დედათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული და სვეტიცხოველი რამ დამაწერინა არ ვიცი:) უი შემეშალა-გოდერძი ჩოხელი დედათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული და სვეტიცხოველი რამ დამაწერინა არ ვიცი:)
35. სვეტიცხოვლის ეზოში ვნახე გოდერძი ჩოხელის საფლავი:( სევდიანი, მაგრამ კარგი ლექსია555 სვეტიცხოვლის ეზოში ვნახე გოდერძი ჩოხელის საფლავი:( სევდიანი, მაგრამ კარგი ლექსია555
34. უიმედობა გარემოს ისე იპყრობს და გარსავს, როგორც არაფერს არასდროს ალბათ არა-რა არსად. პოეტის ნერვი სუსტია, სათუთია და ნაზი, პოეტს სამშობლოს ტკივილი ზედ გულის ფსკერზე აზის.
დამასევდიანა :( უიმედობა გარემოს ისე იპყრობს და გარსავს, როგორც არაფერს არასდროს ალბათ არა-რა არსად. პოეტის ნერვი სუსტია, სათუთია და ნაზი, პოეტს სამშობლოს ტკივილი ზედ გულის ფსკერზე აზის.
დამასევდიანა :(
33. ბიჭებმა იმ დღეს მაჩუქეს ჩოხელის წიგნი.
კარგი ლექსია ბიჭებმა იმ დღეს მაჩუქეს ჩოხელის წიგნი.
კარგი ლექსია
32. 555555555555 555555555555
31. და წყდება ძაფი სიცოცხლის თუმცა საკუთარ ხელით, დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?..
:( და წყდება ძაფი სიცოცხლის თუმცა საკუთარ ხელით, დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?..
:(
30. პოეტის ნერვი სუსტია, სათუთია და ნაზი, პოეტს სამშობლოს ტკივილი ზედ გულის ფსკერზე აზის...
გაიხარეთ!.. პოეტის ნერვი სუსტია, სათუთია და ნაზი, პოეტს სამშობლოს ტკივილი ზედ გულის ფსკერზე აზის...
გაიხარეთ!..
29. წართმეულ თავისუფლებას - უმაღლეს ჯილდოს კაცის.
წართმეულ თავისუფლებას - უმაღლეს ჯილდოს კაცის.
28. ძალიან მომეწონა 5 ძალიან მომეწონა 5
27. ლექსი ძალიან კარგია,გოდერძი ჩოხელის შემოქმედება კი ძალიან მიყვარს:) ლექსი ძალიან კარგია,გოდერძი ჩოხელის შემოქმედება კი ძალიან მიყვარს:)
26. ძალიან მაგარი ლექსია! ძალიან მაგარი ლექსია!
25. მაგრამ მარტივი გზით მიდის, უმოკლეს ბილიკს ირჩევს, მიჰყვება კუპრის მდინარეს, უსვამს შავტარა ნიჩბებს. მაგრამ მარტივი გზით მიდის, უმოკლეს ბილიკს ირჩევს, მიჰყვება კუპრის მდინარეს, უსვამს შავტარა ნიჩბებს.
24. ვაი რომ ასეა, პირადად ვიცნობდი ბატონ გოდერძის... ბრალია ასეთი დიდი ადამიანის წასვლა, წასვლა და თანაც როგორ 5 ვაი რომ ასეა, პირადად ვიცნობდი ბატონ გოდერძის... ბრალია ასეთი დიდი ადამიანის წასვლა, წასვლა და თანაც როგორ 5
23. დრამატული განწყობის ლექსია, მაგრამ გოდერძი ჩოხელის შემთხვევაში პირიქით მგონია.მან საკუთარი შემოქმედების რეალიზება თავადვე შეძლო, სიცოცხლეში უყვარდათ იგი ადამიანებს და როცა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა,თავად ღმერთმა იხსნა მისი სიცოცხლე. განსასვენებელიც წმინდა მოღვაწეთა გვერდით ხვდა წილად. ადამიანური ღვაწლის ამგვარად დაფასება,ერთეულთა და რჩეულთა ხვედრია და ეს ხვდა მას წილად. მაინც ვინ არის მკვლელი?.. _ ეს კითხვა არ ეხება გოდერძის
დრამატული განწყობის ლექსია, მაგრამ გოდერძი ჩოხელის შემთხვევაში პირიქით მგონია.მან საკუთარი შემოქმედების რეალიზება თავადვე შეძლო, სიცოცხლეში უყვარდათ იგი ადამიანებს და როცა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა,თავად ღმერთმა იხსნა მისი სიცოცხლე. განსასვენებელიც წმინდა მოღვაწეთა გვერდით ხვდა წილად. ადამიანური ღვაწლის ამგვარად დაფასება,ერთეულთა და რჩეულთა ხვედრია და ეს ხვდა მას წილად. მაინც ვინ არის მკვლელი?.. _ ეს კითხვა არ ეხება გოდერძის
22. "დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?.."
რაც შემოვედი ამ გვერდზე ვარ და ხმას ვერ ვიღებ... "დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?.."
რაც შემოვედი ამ გვერდზე ვარ და ხმას ვერ ვიღებ...
21. ...ეჰ, რა ძნელია ამგვარი სიმართლე.... გული მეტკინა..... სევდა.... და უსუსურობის განცდა და ...უნდა რაღაცას შიგნიდან უნდა გრძნობდე...ახსნის გარეშე და ასეთი ლექსია ეს..... ...ეჰ, რა ძნელია ამგვარი სიმართლე.... გული მეტკინა..... სევდა.... და უსუსურობის განცდა და ...უნდა რაღაცას შიგნიდან უნდა გრძნობდე...ახსნის გარეშე და ასეთი ლექსია ეს.....
20. დამასევდიანე... დამასევდიანე...
19. ჩვენ, ბატონო მიშა, ჩვენ! სულაც არ არის ეს პათეტიკა და კუდაბზიკობა. ხშირად ერთი მოკითხვით, ერთი სიტყვით შეიძლება კაცის მობრუნება, მაგრამ არ გვინდა, არ შეგვიძლია, არ ვიცით, თუ რა ჯანდაბა გვჭირს, არ ვიცი... ღმერთმა მარგუნა იმის ბედნიერება, რომ გოდერძი ჩოხელი მცნობოდა და მესაუბრა მასთან. გაუწაფავი ბავშვის ხელით ნაწერი და გოდერძის მინაწერი ,,ცასწავალაც" სულ თავთით მიდევს და დილემის წინაშე ვარ: ჩემს ბიბლიოთეკაში დავტოვო, თუ ჩემი შვილის ბიბლიოთეკას გადავულოცო. მაგრამ მენანება პატარა ადამიანი ამხელა ტკივილისათვის. (?!) გაიზრდება და თავად გადაიტანს, ალბათ.
მიწამ დააბარა იას: წადი, შვილო, ქვეყანას თვალი გაუხარე, სურნელება აფრქვიე, სიყვარული გაუღვივე ვაჟს და ქალს, სინაზე აჩვენე ხალხს, თორე, უფრო გამხეცდებიან და ვაი ისევ ჩვენი ბრალი.
და ამოვიდა ია. გოდერძი ჩოხელი 1995 წელი დღეს 55 წლის გახდებოდა. ჩვენ, ბატონო მიშა, ჩვენ! სულაც არ არის ეს პათეტიკა და კუდაბზიკობა. ხშირად ერთი მოკითხვით, ერთი სიტყვით შეიძლება კაცის მობრუნება, მაგრამ არ გვინდა, არ შეგვიძლია, არ ვიცით, თუ რა ჯანდაბა გვჭირს, არ ვიცი... ღმერთმა მარგუნა იმის ბედნიერება, რომ გოდერძი ჩოხელი მცნობოდა და მესაუბრა მასთან. გაუწაფავი ბავშვის ხელით ნაწერი და გოდერძის მინაწერი ,,ცასწავალაც" სულ თავთით მიდევს და დილემის წინაშე ვარ: ჩემს ბიბლიოთეკაში დავტოვო, თუ ჩემი შვილის ბიბლიოთეკას გადავულოცო. მაგრამ მენანება პატარა ადამიანი ამხელა ტკივილისათვის. (?!) გაიზრდება და თავად გადაიტანს, ალბათ.
მიწამ დააბარა იას: წადი, შვილო, ქვეყანას თვალი გაუხარე, სურნელება აფრქვიე, სიყვარული გაუღვივე ვაჟს და ქალს, სინაზე აჩვენე ხალხს, თორე, უფრო გამხეცდებიან და ვაი ისევ ჩვენი ბრალი.
და ამოვიდა ია. გოდერძი ჩოხელი 1995 წელი დღეს 55 წლის გახდებოდა.
18. სევდით გაჯერებული... სევდით გაჯერებული...
17. ძალიან კარგია!!! ძალიან კარგია!!!
16. ცოტა დამაკლდა, თოკს ვიღებდი. პირდაპირ თვითმკვლელის ენციკლოპედიაა.
მაგრამ ხვალ შაბათია და საქმეები მაქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ ... ჩაგეთვალა. ცოტა დამაკლდა, თოკს ვიღებდი. პირდაპირ თვითმკვლელის ენციკლოპედიაა.
მაგრამ ხვალ შაბათია და საქმეები მაქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ ... ჩაგეთვალა.
15. 5-ს იმსახურებს ლექსი 5-ს იმსახურებს ლექსი
14. შენი სტილისგან განსხვავებულია და მაინც ლამაზი... 5 შენი სტილისგან განსხვავებულია და მაინც ლამაზი... 5
13. მიშას სიცოცხლე!!! კარგი ხარ ძამია!!! გოდერძის დაუდგი ძეგლი!!! ყოჩაღ!!! მიშას სიცოცხლე!!! კარგი ხარ ძამია!!! გოდერძის დაუდგი ძეგლი!!! ყოჩაღ!!!
12. და წყდება ძაფი სიცოცხლის თუმცა საკუთარ ხელით, დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?..
მომეწონა,როგორც ყოველთვის :)+2 და წყდება ძაფი სიცოცხლის თუმცა საკუთარ ხელით, დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?..
მომეწონა,როგორც ყოველთვის :)+2
11. თავს იკლავს, ჯოჯოხეთიდან კვლავ ჯოჯოხეთში მიდის, აქ და არა იქ
ლექსი მოწონება თავს იკლავს, ჯოჯოხეთიდან კვლავ ჯოჯოხეთში მიდის, აქ და არა იქ
ლექსი მოწონება
10. და წყდება ძაფი სიცოცხლის თუმცა საკუთარ ხელით, დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?.. და წყდება ძაფი სიცოცხლის თუმცა საკუთარ ხელით, დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?..
9. და წყდება ძაფი სიცოცხლის თუმცა საკუთარ ხელით, დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?..
დანაშაულის გრძნობა თვითოეულს უნდა გვაწუხებდეს..რა ვიცი,მე ასე განვიცადე. და წყდება ძაფი სიცოცხლის თუმცა საკუთარ ხელით, დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?..
დანაშაულის გრძნობა თვითოეულს უნდა გვაწუხებდეს..რა ვიცი,მე ასე განვიცადე.
8. ლექსი - მინდოდა დამეწერა, რა მჭირს დღეს რა :( :D ლექსი - მინდოდა დამეწერა, რა მჭირს დღეს რა :( :D
6. გახშორდა - გახშირდა, გაასწორეთ ბატონო მიშა და ლექო მომეწონა, თქვენებური მუხტით :) გახშორდა - გახშირდა, გაასწორეთ ბატონო მიშა და ლექო მომეწონა, თქვენებური მუხტით :)
5. ქვეყნის ყოველი უკუსვლა პოეტს დუელში იწვევს.
ძალიან პოეტური და სევდიანი! ქვეყნის ყოველი უკუსვლა პოეტს დუელში იწვევს.
ძალიან პოეტური და სევდიანი!
3. დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?.. ურმერთობაა მკვლელი...5 დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?.. ურმერთობაა მკვლელი...5
2. მაინც ვინ არის მკვლელი?..
მაინც ვინ არის მკვლელი?..
1. ეს ლექსი ამ რამდენიმე წლის წინათ გოდერძი ჩოხელის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის გახმაურებულმა ფაქტმა დამაწერინა, დღეს ის ცოცხალი აღარ არის! ღმერთმა აცხონოს! ეს ლექსი ამ რამდენიმე წლის წინათ გოდერძი ჩოხელის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის გახმაურებულმა ფაქტმა დამაწერინა, დღეს ის ცოცხალი აღარ არის! ღმერთმა აცხონოს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|