ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2009


ბალახები - ვნების სავანე



ჩამოიფერთხე ეგ ბალახები თმებიდან
უნდა წავიდეთ, უნდა ავკეცო ფარდაგი...
ჟრუანტელსა მგვრის, ისევ ხელახლა ვთბები და
სულ აქ დამტოვებს შენი ტუჩების ბადაგი...

თუ არ გავშორდით ამ შემოდგომის სავანეს,
სადაც ოქტომბრის რუხი ფოთლები მალულად,
უცქერდნენ ვნების სიშლეგეს უუსამანოს
და ერთურთისკენ ჩვენი ლტოლვების მარულას...

ხმელი თივები მხრებზეც გებნევა, შეხედე,
ქალაქს ამგვარად შეუძლოა რომ ეჩვენო...
თორემ ყველასათვის საიოლოა მიხვედრა,
რომ ღია ცის ქვეშ ბედნიერებას ეჩვევი...

კმარა, ცის თაღებს რაც აქ მზერები ვაბჯინეთ.
ვეღარ დავრჩებით კვლავ ბალახების მდგმურებად.
შემოვიმოსოთ მოგონებათა აბჯრები
და სიმარტოვის ვეცადოთ განადგურებას.

სანამ ახალი შეხვედრის ჟამი დარეკდეს,
კვლავ ვეწვეოდეთ ამ მი-მოთელილ ბალახებს,
გავაცამტვერებ მონატრებათა ნარ-ეკლებს,
მოვალ და ისევ შენით სავსე გულს განახებ...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები