ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2009


ველურთა ბელადის ლექსი

აქა ვარ.
პეშვში მინის ბურთები მიყრია.
მკაფიოდ,
ვეღარც ვიხსენებ რა მოხდა.
უგუნურს,
გაძარცვულსა და სისხლიანს -
ჭიშკარი,
ცხვირწინ გამომიხურეს სამოთხის.
რად ვენდე
ათას გაიძვერა გარეწარს.
მოკეთედ -
მუხანათი ჩავთვალე კაცები.
ვერც მივხვდი,
ისე მომკვეთეს სამშობლო -
სანუკვარი და...
შუშის მძივებზე გაცვლილი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მარტო ვარ.
პეშვში მიწის ბურთები მიყრია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები