ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

ნეტავ სულ ერთად...

ისევ ჩამოვხსნი ვარსკვლავებს
ცის უსამანო თონის,
მზის სხივებს ჩამოვაშველებ
და ხმას ჩანჩქერთა ფრთონის...
სურვილებს შემოვაქსოვებ,
მოვწნავ ყვავილთა რტონით,
მოვალ, საჩუქრად მოგართმევ
მოქარგულს ქარვის ფონით
და გეტყვი ნალოლიავებ
სიტყვებს გულით და გონით:
- შენა ხარ  ნატვრის მიზეზიც,
და ფიქრთა ჩემთა მკონიც,
ნეტავ სულ ერთად გვამყოფა,
არ გვაშორებდნენ დრონი...

ეს ლექსიც შენთვის დავწერე,
მოგეწონება, მგონი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები