ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2009


სიყვარული - ჩემი საიმედო ჯავშანი

უაბჯრო, უფარო როდი ვარ,
ფარიც მაქვს, აბჯარიც, ჯავშანიც!
არ გავალ არასდროს მოდიდან,
რაც უნდა დრო დადგეს აშარი!

სამოსად სიყვარულს ვატარებ,
რომ შელბეს სამყარო შაშარი!..
მაფენდნენ ჯერ კიდევ პატარას
თავის მადლს კოპალა, ლაშარი!

სიკეთე ღიმილად დამათოვს,
მზის სხივთა მეფრქვევა ნაშალი,
მტრებო, თქვენც მიყვარხართ, დამშვიდდით,
ჩემს ვნებად ამაოდ მაშვრალი!

მივყვები საწუთროს გზაწვრილებს
ამაყად, ღიღინით, თვალმშრალი!..
ქართულ ცას ნამდილად გასწვდება
ამ ჩემი ლექსების თავშალი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები