ეს ტახტია. არაბული ტახტი. წითელი, ნატურალური ბაობაბის ხისაგან დამზადებული. ეს კი მისი განუმეორებელი ჩუქურთმებია, ოქროცურვილი არშიებით, რომლებიც სიმბოლურად ეროსის გზა-ბილიკებს გამოსახავენ. ესეც ეროსისავეთავიანი საზურგე, რომლის ფართო მკერდზეც დიდრონი გული და წამახული ისრები გამოუყვანია ოსტატს...
დიდებული ნამუშევარია, დიდებული!
ეს ჩვე... არა, ეს ჩემი ტახტია... ჩემი არაბული ტახტი - მდიდრული თავისი ფასით, ნატურითა და შინაარსით... ლამაზი და მშვენიერი, მყარი და ფართო, რომელიც ამ შვიდიოდე წლის წინათ ვიყიდე და რომლის თეთრსა და ფაფუკ თეთრეულშიც...
მაგრამ...
ჰო... ეს ტახტია... არაბული ტახტი... რომელზეც მე და ჩემს თანამეცხედრეს ამ შვიდი გრძელი და უვნებო წლის მანძილზე ერთხელაც არ გვძინებია ერთად...
ახლა... ეს ტახტი - ჩემი ოცნებების სასაფლაოა... ნუ, ნუ მესტუმრებით, ნუ შეხედავთ მას... რადგან, მიუხედავად გარეგნული ბრწყინვალებისა, ვიცი - არ მოგეწონებათ და დაუფარავ თანაგრძნობას წამაკითხებთ მზერაში... მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდე, რადგან ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და სიცოცხლე, სიყვარული მწყურია!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
48. რა კარგად საკითხავია.ასე თბილად არავის დაუწერია ნივთზე...მომეწონა ძალიან! რა კარგად საკითხავია.ასე თბილად არავის დაუწერია ნივთზე...მომეწონა ძალიან!
47. ჰო... ეს ტახტია... არაბული ტახტი... რომელზეც მე და ჩემს თანამეცხედრეს ამ შვიდი გრძელი და უვნებო წლის მანძილზე ერთხელაც არ გვძინებია ერთად...
ეხ...: ( ასაკმა თავისი ქნა.. ან რა საჭირო იყო ერთად ძილი.. .=))
ჰო... ეს ტახტია... არაბული ტახტი... რომელზეც მე და ჩემს თანამეცხედრეს ამ შვიდი გრძელი და უვნებო წლის მანძილზე ერთხელაც არ გვძინებია ერთად...
ეხ...: ( ასაკმა თავისი ქნა.. ან რა საჭირო იყო ერთად ძილი.. .=))
46. მომეწონა,მაგარია ;) სულ განსხვავებული ლექსია, იდუმალია. ბრავო მომეწონა,მაგარია ;) სულ განსხვავებული ლექსია, იდუმალია. ბრავო
44. გვიან კი წავიკითხე,მაგრამ...ვაი!;( +(( გვიან კი წავიკითხე,მაგრამ...ვაი!;( +((
43. მე რომ რედაქტორი ვიყო,აუცილებლად შევიტანდი ამ ლექსს რჩეულში.იმისთვის რომ მკითხველისთვის მეჩვენებინა ავტორის სტილის მრავალფეროვნება.ეს კონკრეტული ლექსი,ჩემთვის,თქვენს შემოქმედებაში საინტერესოა,როგორ ვთქვა , -ყოფითობის პოეტიკით . .ლექსიკის მინიმალური დანახარჯით შექმნილი ზუსტი ცხოვრებისეული სურათი,თუ სიტუაცია. .პოეტური ლექსიკის შესაშური ეკონომიურობა სპეციალურად !!!.
ერთადერთი შენიშვნა,ეს არცაა შენიშვნა-ოცნებების სასაფლაო-ზემდეტად გაცვეთილი სახე-კლიშეა.
მე რომ რედაქტორი ვიყო,აუცილებლად შევიტანდი ამ ლექსს რჩეულში.იმისთვის რომ მკითხველისთვის მეჩვენებინა ავტორის სტილის მრავალფეროვნება.ეს კონკრეტული ლექსი,ჩემთვის,თქვენს შემოქმედებაში საინტერესოა,როგორ ვთქვა , -ყოფითობის პოეტიკით . .ლექსიკის მინიმალური დანახარჯით შექმნილი ზუსტი ცხოვრებისეული სურათი,თუ სიტუაცია. .პოეტური ლექსიკის შესაშური ეკონომიურობა სპეციალურად !!!.
ერთადერთი შენიშვნა,ეს არცაა შენიშვნა-ოცნებების სასაფლაო-ზემდეტად გაცვეთილი სახე-კლიშეა.
42. მიშა რა ხდება ნეტავი შენსას? აქაც კარგი და შეუდარებელი ხარ!!! ყოჩაღ ძამია!!! გაიხარე შენა!!! მიშა რა ხდება ნეტავი შენსას? აქაც კარგი და შეუდარებელი ხარ!!! ყოჩაღ ძამია!!! გაიხარე შენა!!!
41. თქვენს ლექსებს სისხლის გათეთრება დასწყებიათ...დასანანია... თქვენს ლექსებს სისხლის გათეთრება დასწყებიათ...დასანანია...
40. ეს ჩვე... არა, ეს ჩემი ტახტია... ჩემი არაბული ტახტი -
ეს ჩვე... არა, ეს ჩემი ტახტია... ჩემი არაბული ტახტი -
39. მიშა! რას ამბობ პირიქით სულ სხვა რამ ვიგულისხმე ჩემს კომენტარში. შეიძლება ლირიკულ გმირს თავისი პირადული ცხოვრების ტახტი მოუწესრიგებელი ჰქონდეს, მაგრამ თავისი შემოქმედებითა და ადამიანური ღირსებებით ეროსის გამოსახულებიან ულამაზეს ტახტზე ისხდეს.
მიშა! რას ამბობ პირიქით სულ სხვა რამ ვიგულისხმე ჩემს კომენტარში. შეიძლება ლირიკულ გმირს თავისი პირადული ცხოვრების ტახტი მოუწესრიგებელი ჰქონდეს, მაგრამ თავისი შემოქმედებითა და ადამიანური ღირსებებით ეროსის გამოსახულებიან ულამაზეს ტახტზე ისხდეს.
38. მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდე,
არ მებრალებით. სათუთი გრძნობაა ლამაზად გადმოტანილი, ჯერ კიდევ ბევრი ლამაზი წელია წინ... მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდე,
არ მებრალებით. სათუთი გრძნობაა ლამაზად გადმოტანილი, ჯერ კიდევ ბევრი ლამაზი წელია წინ...
36. ამ შვიდი გრძელი და უვნებო წლის მანძილზე ერთხელაც არ გვძინებია ერთად...
არასდროს არის გვიან, სიტუაციის გამოსწორება და სხვა დინებისკენ გაძღოლა. ;) მთავარია მონდომება. ;) ამ შვიდი გრძელი და უვნებო წლის მანძილზე ერთხელაც არ გვძინებია ერთად...
არასდროს არის გვიან, სიტუაციის გამოსწორება და სხვა დინებისკენ გაძღოლა. ;) მთავარია მონდომება. ;)
35. მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდე, რადგან ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და სიცოცხლე, სიყვარული მწყურია!..
555555555 მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდე, რადგან ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და სიცოცხლე, სიყვარული მწყურია!..
555555555
34. ხო მართლაც სხვანაირია და საინტერესო, მომეწონა ძალიან.
5 ხო მართლაც სხვანაირია და საინტერესო, მომეწონა ძალიან.
5
33. სევდიანია ... სევდა ადამიანსაც ალამაზებს და ლექსსაც რაც მთავარია: ,,სიცოცხლე, სიყვარული გწყურია!.." 55555555555555555 სევდიანია ... სევდა ადამიანსაც ალამაზებს და ლექსსაც რაც მთავარია: ,,სიცოცხლე, სიყვარული გწყურია!.." 55555555555555555
30. სხვანაირში - ნაწერის ფორმას ვგულისხმობ.. გარეგნულს.. რაღა თქმა უნდა.. სხვანაირში - ნაწერის ფორმას ვგულისხმობ.. გარეგნულს.. რაღა თქმა უნდა..
29. რა სხვანაირია.. ვერ ვიტყოდი.. რომ შენ დაწერე..
5! რა სხვანაირია.. ვერ ვიტყოდი.. რომ შენ დაწერე..
5!
28. საოცარი ხედვა და პოეტური ენერგია. საოცარი ხედვა და პოეტური ენერგია.
27. ამ სიღრმეზე ბევრი ჩაყვინთავს ნეტა? რაღაც არამგონია :) 5 ამ სიღრმეზე ბევრი ჩაყვინთავს ნეტა? რაღაც არამგონია :) 5
26. ბოლო 2 ხაზი მაგარიააა განსაკუთრებით მოგიკითხეეთ:) ბოლო 2 ხაზი მაგარიააა განსაკუთრებით მოგიკითხეეთ:)
25. დავით შემოქმედელს:
დამცინი, დავით?!. ლექსი ხომ წაიკითხე! ნუთუ ეს ტახტი, რომელზეც ამ ლექსის ლირიკული გმირი საუბრობს, დიდებული ტახტია?!. ვეჭვობ, რომ ეს ასე იყოს!
დავით შემოქმედელს:
დამცინი, დავით?!. ლექსი ხომ წაიკითხე! ნუთუ ეს ტახტი, რომელზეც ამ ლექსის ლირიკული გმირი საუბრობს, დიდებული ტახტია?!. ვეჭვობ, რომ ეს ასე იყოს!
24. დიდებულ ტახტზე ზიხარ!!! დიდებულ ტახტზე ზიხარ!!!
23. სულ სხვაა...მაგრამ ძალიან კარგია :) 555 სულ სხვაა...მაგრამ ძალიან კარგია :) 555
22. ძალიან კარგია ძალიან კარგია
21. ეს ტახტი - ჩემი ოცნებების სასაფლაოა... ნუ, ნუ მესტუმრებით, ნუ შეხედავთ მას... რადგან, მიუხედავად გარეგნული ბრწყინვალებისა, ვიცი - არ მოგეწონებათ და დაუფარავ თანაგრძნობას წამაკითხებთ მზერაში... მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდე...
არადა ტირილამდე შემებრალა... :(
შენი რითმულ-რიტმული ლექსების მერე ეს სულ სხვა სამყაროა :) მაგრამ ჩემთვის მაინც მოსაწონი და საქები! :) კარგია, როცა შეგიძლია ესეთი მრავალფეროვანი იყო... ეს ტახტი - ჩემი ოცნებების სასაფლაოა... ნუ, ნუ მესტუმრებით, ნუ შეხედავთ მას... რადგან, მიუხედავად გარეგნული ბრწყინვალებისა, ვიცი - არ მოგეწონებათ და დაუფარავ თანაგრძნობას წამაკითხებთ მზერაში... მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდე...
არადა ტირილამდე შემებრალა... :(
შენი რითმულ-რიტმული ლექსების მერე ეს სულ სხვა სამყაროა :) მაგრამ ჩემთვის მაინც მოსაწონი და საქები! :) კარგია, როცა შეგიძლია ესეთი მრავალფეროვანი იყო...
20. ჩემი არაბული ტახტი...
მაგარია ძალიან :) ჩემი არაბული ტახტი...
მაგარია ძალიან :)
19. ჰო... ეს ტახტია... არაბული ტახტი... რომელზეც მე და ჩემს თანამეცხედრეს ამ შვიდი გრძელი და უვნებო წლის მანძილზე ერთხელაც არ გვძინებია ერთად... :( ჰო... ეს ტახტია... არაბული ტახტი... რომელზეც მე და ჩემს თანამეცხედრეს ამ შვიდი გრძელი და უვნებო წლის მანძილზე ერთხელაც არ გვძინებია ერთად... :(
18. დაუფარავ თანაგრძნობას წამაკითხებთ მზერაში... მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდე, რადგან ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და სიცოცხლე, სიყვარული მწყურია!..
დაუფარავ თანაგრძნობას წამაკითხებთ მზერაში... მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდე, რადგან ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და სიცოცხლე, სიყვარული მწყურია!..
17. გული არ ბერდებაო,არა?:) გული არ ბერდებაო,არა?:)
16. საინტერესოა....ლამაზია...... და რატომ არა თეთრი ლექსი?...თანაც საოცარი პოეტური გარდასახვებით..... მე ძალიან მომწონს.... პოეტი იმას და ისე წერს, რასაც გული ეტყვის.... ;) საინტერესოა....ლამაზია...... და რატომ არა თეთრი ლექსი?...თანაც საოცარი პოეტური გარდასახვებით..... მე ძალიან მომწონს.... პოეტი იმას და ისე წერს, რასაც გული ეტყვის.... ;)
15. შენი რითმულ-რიტმული ლექსები მიყვარს, მეგობარო. ნუ დაკარგავ, ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსაო:) ილტოსპირულად შებერე! კარგი კაცი და კარგი მთქმელი ხარ შენ! შენი რითმულ-რიტმული ლექსები მიყვარს, მეგობარო. ნუ დაკარგავ, ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსაო:) ილტოსპირულად შებერე! კარგი კაცი და კარგი მთქმელი ხარ შენ!
14. უცნობი ოჯახის ნაცნობი სცენა... არ მიკვირს... ძნელია,ბოლომდე დაურჩე პოეტს აღმაფრენის საწყისად... ნათქვამია: ,,მხოლოდ სიყვარულშია დასაშვები ის,რას საერთოდ აკრძალულიაო"... მეკი დავამატებ: ,,მხოლოდ შემოქმედს ეპატება ის,რაც სხვისთვის მიუტევებელია..." უცნობი ოჯახის ნაცნობი სცენა... არ მიკვირს... ძნელია,ბოლომდე დაურჩე პოეტს აღმაფრენის საწყისად... ნათქვამია: ,,მხოლოდ სიყვარულშია დასაშვები ის,რას საერთოდ აკრძალულიაო"... მეკი დავამატებ: ,,მხოლოდ შემოქმედს ეპატება ის,რაც სხვისთვის მიუტევებელია..."
13. "მაგრამ...
ჰო... ეს ტახტია... არაბული ტახტი... რომელზეც" - ამ ფრაგმენტს თუ შეელევით, გაცილებით ღრმა და დამაჯერებელი იქნება თქვენი სევდა. "მაგრამ...
ჰო... ეს ტახტია... არაბული ტახტი... რომელზეც" - ამ ფრაგმენტს თუ შეელევით, გაცილებით ღრმა და დამაჯერებელი იქნება თქვენი სევდა.
12. ახლა... ეს ტახტი - ჩემი ოცნებების სასაფლაოა...
ტახტი შემეცოდა...5 ახლა... ეს ტახტი - ჩემი ოცნებების სასაფლაოა...
ტახტი შემეცოდა...5
11. ეს ტახტი - ჩემი ოცნებების სასაფლაოა... :( ეს ტახტი - ჩემი ოცნებების სასაფლაოა... :(
9. jaden-ის კომენტარს გავიმეორებდი. განსხვავებული წერის სტილი, პრობლემა იგივე. ადრესატს რომ წააკითხოთ თქვენი ლექსები? (თუ სრული ფანტაზიით არ წერთ რა თქმა უნდა) jaden-ის კომენტარს გავიმეორებდი. განსხვავებული წერის სტილი, პრობლემა იგივე. ადრესატს რომ წააკითხოთ თქვენი ლექსები? (თუ სრული ფანტაზიით არ წერთ რა თქმა უნდა)
8. "ათას ერთი ღამე" +2!!!!! "ათას ერთი ღამე" +2!!!!!
7. იმდენად შეგვაჩვიეთ თქვენს ულამაზეს რითმიან ლექსებს, რომ ვერც კი წარმომედგინა, თუ ვერლიბრითაც ასე დახვეწილად და ბრწყინვალედ შეგეძლოთ წერა. ლექსი, ცხადია, ძლიერ მომეწონა. მშვენიერი გარდასახვაა - როგორ შთამბეჭდავად შლით ქალის შინაგან ნატურას, როგორ ოსტატურად წვდებით ქალის რთული ბუნების უღრმეს ფსიქოლოგიურ შრეებსაც კი... გაიხარეთ! იმდენად შეგვაჩვიეთ თქვენს ულამაზეს რითმიან ლექსებს, რომ ვერც კი წარმომედგინა, თუ ვერლიბრითაც ასე დახვეწილად და ბრწყინვალედ შეგეძლოთ წერა. ლექსი, ცხადია, ძლიერ მომეწონა. მშვენიერი გარდასახვაა - როგორ შთამბეჭდავად შლით ქალის შინაგან ნატურას, როგორ ოსტატურად წვდებით ქალის რთული ბუნების უღრმეს ფსიქოლოგიურ შრეებსაც კი... გაიხარეთ!
6. ეს ჩვე... არა, ეს ჩემი ტახტია... ჩემი არაბული ტახტი - მდიდრული თავისი ფასით, ნატურითა და შინაარსით... ლამაზი და მშვენიერი, მყარი და ფართო, რომელიც ამ შვიდიოდე წლის წინათ ვიყიდე და რომლის თეთრსა და ფაფუკ თეთრეულშიც...
ასე მგონია,თქვენს წინა ლექსში აღწერილი ოჯახის ერთ-ერთი წევრი წერს... ქმარი... თუმცა ბოლო სტროფი უფრო ქალის ხედვას მაგონებს... ორჯერ "ეროსი" მომხვდა თითქოს ყურში...ისეთი სიტყვაა,ცფიქრობ ერთხელაც შექმნიდა განწყობას... ჩემი მოკრძალებული,არაპროფესიონალური აზრით რა თქმა უნდა... ლექსი მომეწონა... ეს ჩვე... არა, ეს ჩემი ტახტია... ჩემი არაბული ტახტი - მდიდრული თავისი ფასით, ნატურითა და შინაარსით... ლამაზი და მშვენიერი, მყარი და ფართო, რომელიც ამ შვიდიოდე წლის წინათ ვიყიდე და რომლის თეთრსა და ფაფუკ თეთრეულშიც...
ასე მგონია,თქვენს წინა ლექსში აღწერილი ოჯახის ერთ-ერთი წევრი წერს... ქმარი... თუმცა ბოლო სტროფი უფრო ქალის ხედვას მაგონებს... ორჯერ "ეროსი" მომხვდა თითქოს ყურში...ისეთი სიტყვაა,ცფიქრობ ერთხელაც შექმნიდა განწყობას... ჩემი მოკრძალებული,არაპროფესიონალური აზრით რა თქმა უნდა... ლექსი მომეწონა...
5. რომლის ფართო მკერდზეც დიდრონი გული და წამახული ისრები გამოუყვანია ოსტატს...
ეს ტახტი - ჩემი ოცნებების სასაფლაოა... ნუ, ნუ მესტუმრებით, ნუ შეხედავთ მას... მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდე,
გოროზი მთების სიამაყეა მუდამ თან რომ დასდევს თქვენს ლექსებს... :)
რომლის ფართო მკერდზეც დიდრონი გული და წამახული ისრები გამოუყვანია ოსტატს...
ეს ტახტი - ჩემი ოცნებების სასაფლაოა... ნუ, ნუ მესტუმრებით, ნუ შეხედავთ მას... მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდე,
გოროზი მთების სიამაყეა მუდამ თან რომ დასდევს თქვენს ლექსებს... :)
4. რა გითხრა მეგობარო!-ჩვენი ცხოვრება კარგი ფილმის ცუდი დასასრულია....ჩვენი ტვირთია და უნდა ვზიდოთ :) გუშინდელს აქეთ აღარ უნდა წუწუნებდე წესით ;) რა გითხრა მეგობარო!-ჩვენი ცხოვრება კარგი ფილმის ცუდი დასასრულია....ჩვენი ტვირთია და უნდა ვზიდოთ :) გუშინდელს აქეთ აღარ უნდა წუწუნებდე წესით ;)
3. მაგარიაააა, მაგარიიიიიიიიიიიი:) მაგარიაააა, მაგარიიიიიიიიიიიი:)
2. ახლა... ეს ტახტი - ჩემი ოცნებების სასაფლაოა... ნუ, ნუ მესტუმრებით, ნუ შეხედავთ მას... ტკივილიანი.. მოკითხვები ავტორს! ახლა... ეს ტახტი - ჩემი ოცნებების სასაფლაოა... ნუ, ნუ მესტუმრებით, ნუ შეხედავთ მას... ტკივილიანი.. მოკითხვები ავტორს!
1. 555 იმედია, თვით დერბინინოც ვერ დაიწუნებს! 555 იმედია, თვით დერბინინოც ვერ დაიწუნებს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|