(ოსური პოემა)
"ხოლო მე ესცა გაუწყო საბრალო და საძნაური საქმე: რამეთუ მოსრულ იყვნეს ოვსთა მეფეთა შვილნი, შუენიერნი და სახეკეთილნი მოყმენი, მოჰაჯენი და მთხოვნელნი, ღირსნი და მონდობილნი ჭაბუ- კობისანი, ვითარ: "ღირს რამცა ვიყავით მოწონებად და მიხდომად ბედსა ამას საზესთოსა" და ვინაცა უქმ იქმნა განზრახვა მათი. წარსულთა თვისად მა- მულად ერთსა მათგანსა შეემთხვა მოუთმენელი სურვილი და სიყუარული თამარისი, რომლისათუის ვერ გამძლე, მივრდომილი საგებლად ბნედასა შინა, მიიწია აღსასრულად ნიქოზს, საყდარსა შინა წმიდისა რაჟდენისსა, რომელი მუნვე დაკრძალეს." "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"
I
აკრეფილია მანანა, თვალ-მარგალიტი მიწის, აინთო კარი აისის, ფეთქავს, ბრიალებს, იწვის... მზე შუბისტარზე შემდგარა, სამყაროს სხივებს აფენს, სინათლის ლეგიონები სიბნელის ტევრებს კაფენ. დილაა. ცაში ტოროლა მოუსვენარად გალობს, ელვარებს, ბრწყინავს, ქათქათებს ივერთა ოქროს კალო!..
განგებულებას სამეფო კარისას უცვალებელს, ამცნობენ სრულად სამეფოს, ეტრატს ეტრატზე დებენ. მი-მოაქვთ შიკრიკ-მაცნეებს ნიკოფსით დარუბანდად, ციხისთავ-ერისთავებთან, წასაკითხავად ამბად. უსტარი ესე ახალთა არის ამბავთა მთხრობი, გონების აღმტაცებელი და ყურთასმენის მთრობი. ნიაზად მოსასმენარი და გასაგონი ამოდ, ყველსთვის მისაღებარი შინაარსისა გამო: ”სამეფოს ბურჯნო მაგარნო, აფხაზეთო და რანო, კლარჯეთო, ჰერეთ-კახეთო, მეგრელ-თაკვერო, სვანო. გურიავ, რაჭა-ლეჩხუმო, აჭარავ, ჭანეთ-ლაზო, სომხითო, კოლა-არტანო, შავშთა ურყევო ხაზო. იმერეთო და მესხეთო, ქართლო, ფხოვო და თქვენაც, მომდგომნო ამის გვირგვინის ქვეშე ქვეყნებო ქვენავ. ოვს-ალანეთო, დვალეთო, დურძუკო, ღლიღვო, დიდოვ, შარვანო, შექო და შენაც ტრაპეზუნდისა ხიდო, ყველანო, ყოვლისკიდენო, ყოვლნო ტომად და რჯულად, ისმინეთ ესე ამბავი და განიცადეთ სრულად: მეფენი ბაგრატოვანთა არ-ხამს ცალუღლად ვლიდენ, ჟამი არს მანდილს ქალწულის დედის ლეჩაქი ცვლიდეს! ტახტსაც, გვირგვინსაც, სკიპტრასაც თავის მემკვიდრე უხამს, უმთავარსპასალრობასაც უკაცურს სპანი წუხან! ამად ნებითა ღვთისათა და პატრიარქის ჩვენის, სპასპეტთა, ერისთავთა და ვაზირთა მთელი კრების განბჭობითა და განბრძობით, აზრით და დასტურ-ყოფით, გარდასწყდეს ესე ამბავი, რაც გეუწყებათ ხმობით: მისი სიწმინდე, სიმაღლე, დიდებულება თამარ, მზად არის დასაწინდავად, ქმრად ირთავს რუსთა მთავარს. ჯერ-არს ჯვრისწერა, ქორწილი, ხმათა მიწვდენა ცამდე, მსგეფსამდე იზემებდეთ და იშუებდეთ წლამდე! ებრძანოს სრულად სამეფოს, იმიერსა და ამერს, უძღვნიდნენ ოჯახს სამეფოს დიდებასა და ამენს. დღესა მას სიხარულისას უხვად გაიცეს ლარი, მღეროდეს ყველა კერაზე ბუკ-წინწილა და ქნარი. თვით სანატრელის ნდომაა, დამკვიდრდეს ესეც წესად: თუ ვინმეს სადმე ქვრივ-თული, ობოლ-საპყარი ესვას, ყოველწლივ, აღსანიშვავად ამა თარიღის, ჟამის, თვით მეფის საჭურჭლეთაგან ოქრო მიერთვას ჯამით!..”
სხვაც ბევრი იყო ბრძანება თქმული ჯვრისწერის დღისად, უთანასწორო მეფის და ქორწილის საკადრისად. ჯილდონი მოხელეთათვის, ლაშქართათვის თუ ერთა, მღვდელთა თუ ეპისკოპოსთა, სრულად ყველასთვის ერთად. საბერო სავანეთათვის, ტაძართა, ციხეთათვის, წყალობისა და საჩუქრის მიმღებთა რიცხვს ვინ დათვლის!
ეზრახათ შესაფერისად არ ოდენ ქვეყნის შიგნით, მიწერა წვევის ბარათთა უფრო შორადაც წიგნით. სხვადასხვა სამეფოთათვის კავკასად, ბიზანტიად, მისრეთად, რუმად, ხაზარად, ბრანჯად და ფლორენციად...
ამბავი ქორწინებისა ქართველთ მნათობი-მეფის განფენილიყო სამყაროს ოთხივე კუთხეს ყეფით. მოყეფდნენ, მოიგალობდნენ ენით ნარნარით ყოვლნი, მსუბუქად მოიფრქვივიან ვარდის ფურცელთა თოვლნი...
II
სიხარულს მიეცემოდა სრულად სამეფო როცა, ისმოდა დიდთა დიდება და საქორწინო ლოცვა. ტევა არ იყო სასახლის კარზე სტუმართა ოდეს, ლხინობდეს როცა ყოველნი, მრავალჟამიერს ხმობდეს. უპოვართა და გლახაკთა როცა გულიც კი ლხენდა, კაცი კი არა, პალატთა კედელ-სვეტიც რომ მღერდა. სიხარულს ვერ იხარებდა, ლხენა ვერ-ეღო ლხენად, წვეულთა შორის მხოლოდ ერთს, აცამაზს, საცნობს ძნელად! მოწყენით იჯდა სუფრასთან ალანი დიდებული, კაეშნის მძიმე სალუქი სულს უჩნნდა მიდებული! მიზეზი ურვა-ნაღველის მას, რა თქმა უნდა, ჰქონდა: თუმც არავისზე ნაკლებად არ ჰკვეთდა მისი გორდა; თუმც არავისზე ნაკლებად არ იყო მეომარი; თუმც არავისზე ნაკლებად არ ღირდა მისი გვარი; თუმც არავისზე ნაკლებად არ იყო შესახედი; თუმც არავისზე ნაკლებად არა სწყალობდა ბედი; თუმც არავისზე ნაკლებად მას არ შეზრდია თამარ; თუმც არავისზე ნაკლებად არ უმთავრია მთავარს; თუმც არავისზე ნაკლებად არ ჰქონდა სიყვარული, მაშ რატომღა და რისთვისღა ატკინეს ასე გული?!. გაწირეს... და ვინ გაწირა?.. ლამის ვეღარც კი ხვდება... თამარმა?!. ნუთუ თამარი რამეზე ემდურება?!. ნუთუ თამარი ვიღაც რუსს ასე იოლად არჩევს, მას აქმომდე ამდენი წყალობის მიმღებ-ნაჩვევს?!. ნუთუ ბავშვობის დღეები ხალისით ნატარები, აღარც კი ახსოვს, ერთად რომ ცელქობდნენ პატარები?!. ან სიყმაწვილე ტოლი-ტოლ, მუდამ გვერდი-გვერდ მყოფთა, სიზმარი იყო და, თურმე, ამხელა ზღუდე ყოფდათ?!. ბოლოს და ბოლოს, ის უფრო დედულეთია, ახლო, თვისია, შინაურია, აგერ მთის იქით სახლობს!.. ეს რა, არაფერს არ ნიშნავს?.. უნდა გადესვას ხაზი?.. კი, მაგრამ რატომ?.. რის გამო?.. საქმეს რა ლუქი აზის?.. ვაგლახ, იმედი ბოლომდე თურმე რა უქმად ახლდა, ავაი, როგორ ყოველი ავად და შავად ახდა!.. ეს რაღაც მოულოდნელი საშინელება არის, ხვანჯი რამ დიდებულების და სამეუფო კარის!.. უცნობის, შეუცნობელის, გადამთიელი ტომის, სამეფო ბაგრატოვანთა როდის ყოფილა მდომი?!. ”ვერ გასწევს ქართველთ-მნათობის უღელს დევნილი რუსთა, კი არ მგონია, ეს ვიცი დანამდვილებით, ზუსტად!.. გვსმენია მათი უზნეო ზნენი ჩვენცა და სხვათაც, ლოთთა და სიტყვა-მეძავთა და გარყვნილების კაცთა. სად გაგონილა, სიკეთეს მათგან ვინ როდის მკიდა, ფუტკარსა ვარგსა რატომ ან ვინ გააგდებდა სკიდან?!. ეს უფრო ხრიკს გავს, საეჭვოს, აბულასანის ფლიდის, ვინ იცის, რა ჩაიფიქრა, რა მიზან-გეზზე მიდის!.. გაფსკვნილა ზორაბაბელთან, ზანქანს ვინ მოსთხოვს სინდისს, ის ხომ ყველგან და ყოველთვის თითქმის ყველფერს ყიდის!.. ან დედოფალი რუსუდან, ნეტავ რა ნასკვებს ნასკვავს? ვერ ვხდები, რად ემტერება იგი ჩემს ბედის ვარსკვლავს?.. რა უნდა, მაინც რას ელის, რაღა მომავალს ნატრობს, რისი ოცნება აწუხებს, რა მოლოდინი ათრობს?!. ვიცი, მჯერა და არც ვცდები, თუნდაც ოდნავად, წამით, ეს მისი ჩანაფიქრია, მსგავსში არ არის ხამი!.. უღირსად გარდუწყვეტიათ თავად უღირსებს საქმე, უღირსიც მოუძებნიათ კაცი სასიძოდ სადმე... მძიმესა საქმეს მსუბუქით მიახლებიან ხელით, აიძულებდნენ თამარსაც, ალბათ, სიტყვებით ცხელით!.. დააყენებდნენ ფაქტების წინაშე თავაზიანს, არჩევანს შეუზღუდავდნენ სიტყვაბრძენსა და მზიანს!.. თორემ ის... ალბათ... არ ვიცი... მაგრამ ვიღაც რუსს?.. არა... ეს უეჭველად ასეა, არ ისურვებდა ქმარად!.. ჰოდა, რაც ნაჩუმათევით თვისით მოიგონ ბნელით, თვით იზღონ სულზე ცოდვანი და სატანჯველი ძნელი!..” ასე ფიქრობდა აცამაზ, სავსე დარდით და იჭვით, შემკობილ-შეუნჯებული კაცი მრავალი ნიჭით, ძე დიდებულთა მეფეთა, მთავარი ალანეთის, ვისი ჭმუნვა და ურვანიც ტალღებს მტკვარისას ერთვის! უსაფუძვლონი როდია ვნება-განსჯანი ვაჟის, თვით სიყვარულსაც გმირისას სიბრძნის ბეჭედი აზის! უფლება ამგვარ განსჯათა აქვს ნამდვილად და ცხადად, სახება თამარ-მნათობის ლამის იქცია ხატად. რჩეული არის აცამაზ, მოყმე დევ-გმირთა სწორი სამეფო კარის რაინდთა და სპასალართა შორის. ერთგულება და ტრფიალი თამარის სამეფოის უსახავს მიზნად ცხოვრების და სულის სიმყუდროვის. მოჯირითეს და მოისარს უებროსა და მამაცს, ბრძოლათა შინა ფიცხელთა ძმებიც თან ახლდა, მამაც. გორგასლიანი დროშისთვის სისხლი მრავალგზის ღვარეს, იცავდნენ მიწას ქართველთა, როგორც საკუთარ მხარეს. სადაც საჭირო ყოფილა, მყის და იქ მდგარან მუდამ, საქართველოზე მომხდურთა მედგრად უკაფავთ გუნდა. ბევრჯერ სულ მარტოდ-მარტოსაც, გარემოცვაში მტრების, უკან არ დაუხევია, არ შეუკეცავს ფრთები. თამარის ერთგულებისთვის, თამარის ტრფიალისთვის შეუხედია მრავალჯერ თვალებში სიკვდილისთვის. ახსოვდა მუდამ გონიერს წინაპართაგან თქმული: ”ძმობა ოვსთა და ქართველთა ძველ შორეთშია ნთქმული. გვირგვინს და მირონს, ორივე ხალხს რომ ამგვარად გვშვენის, უფსკვნია ნათესაობა არაერთგზისად ჩვენი. სისხლით ვართ შე-თანაზრახნი, შემტკიცულნი და უნჯნი, ვესათუთებით ერთმანეთს, კარს არასოდეს ვუჯრით. დიდი ხანია ერთურთთან სამოყვრო გვიძევს ხიდი, ვამაგრებთ მუდამ რომელსაც და არაფერზე ვყიდით...” ”- მაშ თუ ასეა ყოველი, - კიდევ იტყოდა გმირი, - კარები ვინღა ჩაკეტა, ვინ შეირცხვინა პირი?!. მაშ ფეხქვეშ ვინღა გათელა ჩემი გრძნობები წრფელი?!. სიცოცხლე აღარ მწადია, მხოლოდ აღსასრულს ველი...”
III
დაღამდა. მთვარეს ღრუბელთა რემა სინათლეს პარავს. მიმართა მეფეთ-მეფემან საძინებელსა კარავს. შემოსილს სტავრა-ატლასით, ხავერდით, აბრეშუმით, შეუყვა ამოდმოარე კაბის შრიალით ჩუმით. მიჰყვება თანამეცხედრე გვერდით დიადს და პატრონს, ჭაბუკი სახეკეკლუცი, მშვენიერსა და სათნოს... აცილებს მსახურ-ფარეშთა, მესაწოლეთა მზერა, პატივით, რიდით, თაყვანით დახრილი ალმაცერად. სასახლის მი-მოსასვლელთა გაჩირაღდნებულ თაღებს, აივნებს, სადგომ-სენაკებს, წალკოტებსა და ბაღებს, გუშაგობს მკლავ-გულოვანი გუნდები შუბოსანთა, ფხოველთა დაუღალავთა და უტეხელთა სვანთა. მიწურვილ-მინავლებულა ზეიმ-ნადიმი მსგეფსის, განფენა როკვის ალმურთა და მაშხალები ლექსის. მშვიდია, წყნარი გარემო, მოისმის მხოლოდ სუსტად მყვართა და ჭრიჭინობელთა ხმა აბეზარი რუსთან. გაცლილა ტფილის-ქალაქი წვეულთა, სტუმართაგან, თრთოლავენ მტკვარზე ვერხვები მსუბუქთა ნიავთაგან...
IV
გულდარდიანი აცამაზ უხმობს სახლეულ-მსახურთ. მიუთხრობს: ” - დროა, გავშორდეთ მოსმენილსა და ნახულს. რაღა მაქვს, აბა, საერთო მე ამ ქალაქთან მეტი, ხომ ხედავთ, როგორ გამწირეს, როგორ დამცინის ბედი... დაკარგულია თამარი ჩემთვის დღეიდან უკვე, აწ იმის ციურ ნათებას ქებას სხვა ვინმე უკმევს... ასე მაქვს გარდაწყვეტილი, შენაბდულებმა ღამით, დავტოვოთ ბჭენი ტფილისის, სანამ ჩამოჰყრის ნამი. ძნელია ეს განშორება, მაგრამ არ ძალმიძს სხვაგვარ, სიმშვიდეს ვეღარ ვიურვებ სულში, სანამდე აქ ვარ...”
წამოიშალნენ, წამოდგნენ რჩეული კაცნი ოვსთა, უმძრახნი, უბრად დამრჩალნი შემთხვევასთან და დროსთან. აღიჭურვნენ და აღკაზმეს მერნები არფანული, მზადება ალან-მხედართა როდია დაფარული! აცილებს მზერა გუშაგთა სინანულით და სევდით, სიბნელე აუჩინარებს ღამეულ მგზავრთა მერდინს...
V
მეორე დილით თამარმა, სამხრობისათვის, უხმლოდ, ხეივნის ჩრდილში მჯდომარემ, სტუმართუხუცესს უხმო. იკითხა ტკბილმოუბარმა: " - სრულად გავიგო, მნებავს, სტუმართა მდგომარეობა, ძილი და მოსვენება. ვინ დარჩა, ვინ გაემგზავრა, ვინ რას აპირებს, როდის, მითხარით, ღამით რა მოხდა?.. ხმა რამ მესმოდა შფოთის!.." " - თქვენო მეფობის სიმაღლევ და ბრწყინვალებავ მზეთა, - აღმოთქვა სტუმართუფროსმა, - შემინდეთ, თქმას რომ ვბედავ. დრტვინვა რამ არა, უბრალოდ, რატომღაც სწორედ ვახშმად ისურვეს ალან-ოვსებმა შინისკენ ფეხთა წახმა. ბრძანებით აცამაზისა, აღეკაზმნენ და მთვარის შუქი ისაგზლეს, აღარც მე დამიკეტია კარი!.. არ ვიცი, ასე რატომ ქნეს... ან მე ეს როგორ ვქენი!.. ჩემია დნაშაული, ხოლო მსჯავრი კი თქვენი!.." ვეღარ შებედა მოხელემ მეტის თქმად მეფე-მნათობს, თამარსაც აღარ უკითხავს უფრო ღრმადა და ფართოდ. მდუმარედ იყო ერთხანად... ფიქრმა წაიღო წამით... მერე კი სტუმართუხუცესს შეაპატიჟა სკამი. " - გასაგებია!.. წარმოთქვა, - შენ დამნაშავე არ ხარ!.. ეტყობა ასე უჯობდათ, კიდეც წასულან რახან!.. სასჯელი, ამ შემთხვევაში, არც შენ გეკუთვნის, არც მათ, რადგან ცხოვრება ისედაც გოლგოთაა და ჯვარცმა!.. რადგან სავსეა სიცოცხლე მოულოდნელით, მკაცრით, გარდაუვალით, რომელიც არ დაიძლევა არც რით!.. რომლის წინაშე მეფეც და გლახაკიც, ჩემი აზრით, თანაბარი ვართ და მივსდევთ ზუსტად ერთნაირ გზაწვრილთ!.." მკრთალი დაჰკრავდა ამ დილით რატომღაც მეფის იერს, ოდნავი სევდაც შენიშნა სტუმართუფროსმა ციერს!.. გაშალეს მარაოები ფარშავანგებმა ბაღში, თამარის თანამეცხედრეს ისევ ეძინა სახლში...
VI
მერნის ფლოქვივით თქარუნობს ფიქრები აცამაზის, ფიქრები მომწუხარენი, გულის ფსკერზე რომ აზის. დუმილის ფლასით რომ მოსავს, დარდის ხიფად რომ ეწვნის, ყარბის ბედაურივით რომ აუშლია ბეწვი. ”ვინ თამარი და ვინ რუსი?!. ღმერთო, საიდან სადა?!. ლინგებო უფლის სამართლის, რატომ ჩერდებით ცადა?.. ეჰა, ტანჯულო სიცოცხლევ, წა, არ მჭირდები, არა, რაც უფრო მალე მოვკვდები და განვილევი ჩქარა, გულისთვის უმჯობესია, დარდებით დაფქულისთვის, ღრუბლები, შავი ღრუბლები არ მემეტება მზისთვის! გიგულო? როგორ გიგულო, თამარ, სხვისთვის და თანაც, ვისთვის და სადაურისთვის, რაისფერისთვის ანაც! მიყვარდი, რარიგ მიყვარდი, იცის მაღალმა ღმერთმა, მიყვარდი, როგორც არავის, მაგრამ მიმუხთლა ბედმა! მიყვარდი, მნათობთ-მნათობო, ახლაც მიყვარხარ, რა ვქნა, მაგრამ დამფლითა ამ ტრფობამ და ასო-ასო ამქნა. ეს არის, ეს სიყვარული, ცხელი შანთით რომ მშანთავს, სამზეოს რომ მიმარიდებს და საიქიოს შთამრთავს. ეს არის, რომ ვერ ვიშორებ, რომ ვეღარაფრით ვტოვებ, მისი ეკლების მარწუხებს, იმის ცრემლიან რტოებს. ან კი ვით შევძლებ გულიდან იმის მოცლას და წაშლას, რაც წლობით მიხორცებია მისთვის მუშაკს და მაშვრალს? რაც სიღრმეებში მისაში მიმარხია და მიფლავს, რა მოჭრის, რაღა მოაშთობს იმ მუხნარსა და იფნნარს?.. აღარცრა! მხოლოდ ერთია ამის საშველი, ხერხი, ტოტი არ გაიკაფება, უნდა მოიჭრას ვერხვი! მე თავად უნდა გავშორდე ამ სამზეოს და არეთ, ფოთოლი სულ იცახცახებს, სანამ ქარია გარეთ! მშვიდობით, თამარ! ვერ გაძლებს გული მწუხრამდე ხვალის, ვიცი მე ჩემი გულისა, ვეღარას ვატყობ ხალისს! მშვიდობით, მშვენიერებავ! ცითმოვლენილო მიწად, ჩემს სიკვდილს ტრფობის შენდამი ვტოვებ უტყუარ ფიცად. მშვიდობით, დაუთმობელო! იძულებულ-მყავ დაგთმო, გაათბე ჩემი საფლავიც, მზეო, სხვისას თუ ათბობ! მშვიდობით, მიუწვდომელო! ისიც მეყოფა საგძლად, სიყვარულს შენსას გულით რომ დავატარებდი აქ გრძლად! მშვიდობით, სანატრელო და გვირგვინო ხელმწიფეთა, მადლობა იმისთვისაც, რომ დამშვიდობებას ვბედავ!..”
VII
დიდი ძალი აქვს სიყვარულს, ცრემლსაც უამრავს ადენს, ნახეთ, რა უყო ტიალმა ჩახრუხაძეს და შავთელს! დიდია მისი ტაძარი, ღამეს მრავალი უთევს, მოგეხსენებათ, რაც ერგო ჯილდოდ უბედურ რუსთველს! აცამაზს რაღას უზანდა გზნება ცეცხლისა მისის, ღამეა. მისდევს მხედარი ხელი ბილიკებს ნისლის!.. ფიცხლად უვლიათ ალანთა, მერნებს უწვრთიათ ნალი, ცისკრისთვის გადაულახავთ დიდი ლიახვის წყალი. რაც მეტად დაშორდებოდა ტფილისს მიჯნური კრული, უფრო და უფრო უმატა თურმე ტკივილმა გულის. შეუძლოდ შეიქმნებოდა, გააკვირვებდა მხლებელთ: "აცამაზს გზა რას დაღლიდა?!.. რა სატკივარნი ხვრეპენ?!. რა ხდება, ასე უეცრად რა ემართება არწივს? სად გაქრა მისი მხნეობა, რა მწუხარება აწვიმს?!. ნუთუ ტრფიალმა ქალისამ, მზეთა სწორიც რომ იყოს, ასე დაჩაგრა ვაჟკაცი, სულ სიკვდილსღა რომ ითხოვს?!." ამაოდ გაირჯებოდნენ ძმებიც, მამაც და ყმანიც, მთებს ვეღარ გადაივლიდნენ, შეფერხდებოდნენ გზანი... ნიქოზის კართან მიჯრილებს, მზე შეუნათებს ზურგთა, მორჩილად მომდინარეთა, სალამი უთხრეს თურქთა. ქალაქად ერეკებოდნენ აქლემთ ქარავანს უგრძესს, "სამეფო საჩუქარია!" - შემხვედრთ გულებმა უგრძნეს. "აქ, სადღაც ეკლესიაა. იქ მიმიყვანეთ, ძმანო..." ისურვა ტაძრად აცამაზ. პირდაპირ მიჰყვნენ ყანობს. მართლაც მოჩანდა გადაღმა გუმბათოვანი, დიდი, დასავლით მეღვრიკისისა, მტრედის ხუნდივით მშვიდი. ტაძარი, აღშენებული გორგასლისაგან, წყალთან, საჯდომად ეპისკოპოსთა რაჭისათა და დვალთა. ჩამოხტნენ, ჩამოქვეითდნენ წმინდა რაჟდენის ტახტთან, მოძღვარი გამოეგებათ. იცქირებოდა სახტად. სულ იცნობს ყველას, პირველად კი არა ხედავს, მარა რატომღაც უცნაურნია, ყველა რაღაცას ფარავს... "მამაო, შენიმც კურთხევა ნუ მოაკლდება ოვსთა, სენაკში უნდა მიგვიღო, მცირედ მოგვიწევს მოცდა. შეუძლოდ გახდა ჩვენი ძმა, სვლად შემძლებელი ვერ-არს, თქვენის მხრით თანადგომას და ღვთისგან მოველით შველას..." ევედრნენ მოძღვარს, ან კი რა საჭირო იყო აჯა, მღვდელი ავადმყოფს ეახლა, ფრთხილად შეუხსნა მაჯა. მერე სენაკში შეუძღვა, უფლისთვის მადლის მთხოვი, მიუთავაზა მოსულთა მცირედ ღვინო და ღომი. გულს შემოჰყროდა აცამაზს, ფერი წასვლოდა ლომსა, დიდსა და უკანასკნელსა სიკვდილთან ჰხადდა ომსა. ლაჭანზე მისვენებულსა, ოფლი ასხამდა უხვად, იხსენი შენი შეწევნით, უფალო, სადმე თუ ხარ!.. მაგრამ ამაო აღმოჩნდა მცდელობანი და შრომა - ეჰ, როგორ წამიერია კაცთა სიცოცხლის კრთომა! წართქვამდა ნაწყვეტ-ნაწყვეტად სიტყვებს თანგული სიცხით - "თამარ..." "მნათობი..." "თამარი..." და კვლავ იგივე მიწყივ... "თამარ..." ძლივს, სადღაც, როგორღაც, ძნელ-გასაგონად ითქვა, შეაშრა ბოლოს ბაგეზე ეს სანატრელი სიტყვა... მილულა თვალნი, შეწყვიტა სუნთქვა დაღლილმა გულმა, ყინული ჩადგა სხეულში, ცას მიაშურა სულმა...
გლოვა და ზარი იციან ალანთა, ახლა - როგორ! იგლოვეს აცამაზიცა, ცხონება ქონდეს მომგონს! რჩევით და ლოცვა-კურთხევით ნიქოზლისათა მადალით, დამარხეს ტაძრის ეზოში, იქვე, წმინდასა ადგილს. მიიღო მიწამ ქართლისამ ხორცი და ძვალი მყარი, მეფისა მზის თამარისა სიყვარულითა მკვდარის. ყვავილნი ამობიბინდნენ საფლავსა მისსა ზედა, რომლებზეც ზაფხულობისას ჭრელი პეპლები სხედან და უყვებიან სიოებს ამ სიყვარულის ამბავს, დროთა და ჟამთადინებაც რომ ვერ ფარავს და ლამბავს...
VIII
ამბობენ: თურმე თამარი, ნიქიზს წვეული ჟამად, საფლავზე აცამაზისა ყვავილებს დებდა თავად. მცირე ხნით გაინაპირის თურმე მნათობმა კენტად კიდესა ეკლესიისას, მიმყუდროვანსა მეტად. შედგის, შეყოვნდის, შეითქვის, გაჩუმდის, გაირინდის, ჩამოუგორდის ღაწვებზე მძივები მარგალიტის... პირჯვარი გამოისახის, უფალს წყალობა სთხოვის, წმინდანმა, სუფთამ, უბრალომ, როგორც ეთერმა ფხოვის. მობრუნდის მერე ძვირფასი და გზანი განუტევის, ზეციდან მგზავრად გადაჰყვის ერთი არწივი მთების...
IX
ეჰ, ჟამნო, გარდახვეწილნო საუკუნეთა წიაღ, ხანდახან რა ძვირფასი ხარ, ვით მენატრები, დიახ! სად გაქრა ის სიყვარული, რით დაიფარა მაინც, იმ სანუკვართა ებანთა რატომ არ ისმის ხმაი? ვინ, როდის, როგორ, რის გამო დაგვაშორა და დაგვსვა ცალკ-ცალკე, მტრებად ერთურთის, გვამუნათა და გვქსაქსა. წაგვართვა თანადგომანი და ერთმანეთის ნდობა არღვია, აუგემურა ჩვენი ძმობა და დობა... ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო ალან-ოსებს და ქართველთ, მაგრამ დუღაბის სიმტკიცეს უგნურებანი გვართმენ. აყოლილები გარეშე ხელის გესლიან ფათურს, სამსახურს ვუწევთ ერთმანეთს დამღუპველსა და დათვურს. საწუხ არს ესე, ეჰ, გულო, როგორ მეწვი და მტკივი, გვიყვარდეს, ხალხო, ერთურთი! - კი არ ვიძახი, ვკივი! - სიძულვილს არ დავემონოთ, მივყვეთ მაცხოვრის იგავს, მიმყვანსა სამოყვროშივე, სადაც ვყოფილვართ, იქავ. სად ერთად გვფენდნენ ნათელსა უფლის სახელით მხსნელნი, ანდრია პირველთქმული და სიმონი კანანელი... გულს ხელი უნდა მივიდოთ, ვცოდეთ, სუყველამ ვცოდეთ, უნდა ბოდიშებს ვიხდიდეთ და ღვთის წინაშე ვთრთოდეთ. რად ხდები დასავიწყარი, შენ, დიდებულო წამო, ან, შენ, ლამაზო ამბავო, თამარის თვალთა გამო ცნობას რომ ეცილებოდა გმირი აცამაზ ნიქოზს, ხომ კარგი მოსასმენია, სულ რომ ზღაპარიც იყოს?! მაგრამ სოსლანის გმირობაც განა ზღაპარი არის? როგორ ეჭირა სვე-სვიანს სპეტაკი დროშის ტარი! რა სიქველით და პატივით იდგა თამარის გვერდით და საქართველოს ღირსებას იცავდა ფართო მკერდით. ან ბურდუხანის ძუძუნი არ ზრდიდნენ განა მნათობს? ”ასული ოვსთა მეფისა, - თუნდაც ეს რად ღირს მარტო, - მისებრი სძალი ქართლის თემს არა ეხილა სადო!” - გვიყვება მემატიანე, ჭეშმარიტი და სანდო. ის დღესაც იმას მოგვძახის, მირონ-მოყვრები ხართო, გვავალებს საერთმანეთო გზა-ბილიკები ვმართოთ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, სამეზობლოდ და ახლოდ, ვამრავლოთ სიამ-ტკბილობა და სიძულვილნი ვმარხოთ. და თუ რამ მტრობა გვქონია, მტვერს მივცეთ დავიწყების და ერთიანი მიზნისთვის ერთადვე დავდგეთ ძმები. სხვა გზა არც არის, თვინიერ სინანულისა წრფელის, გადაშენება, გაქრობა და დავიწყება გველის. გარეშე მიტევებისა, როგორც იესო იტყვის, თავს იკლავს ძე ადამისა, თვალებს ივსებს და ითხრის. მხოლოდ ურთიერთსიყვარულს ხელეწიფება მაღლის, გადარჩენა და შენახვა კავკასის - ჩვენი სახლის...
2004 წ. ივლისის 5 თბილისი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. თუმც არავისზე ნაკლებად არ ჰკვეთდა მისი გორდა; თუმც არავისზე ნაკლებად არ იყო მეომარი; თუმც არავისზე ნაკლებად არ ღირდა მისი გვარი; თუმც არავისზე ნაკლებად არ იყო შესახედი; თუმც არავისზე ნაკლებად არა სწყალობდა ბედი; თუმც არავისზე ნაკლებად მას არ შეზრდია თამარ; თუმც არავისზე ნაკლებად არ უმთავრია მთავარს; თუმც არავისზე ნაკლებად არ ჰქონდა სიყვარული,
მაგარი ხარ მიშა +777 და მოგიკითხე თუმც არავისზე ნაკლებად არ ჰკვეთდა მისი გორდა; თუმც არავისზე ნაკლებად არ იყო მეომარი; თუმც არავისზე ნაკლებად არ ღირდა მისი გვარი; თუმც არავისზე ნაკლებად არ იყო შესახედი; თუმც არავისზე ნაკლებად არა სწყალობდა ბედი; თუმც არავისზე ნაკლებად მას არ შეზრდია თამარ; თუმც არავისზე ნაკლებად არ უმთავრია მთავარს; თუმც არავისზე ნაკლებად არ ჰქონდა სიყვარული,
მაგარი ხარ მიშა +777 და მოგიკითხე
33. გაიხარეთ. :) :))))) გაიხარეთ. :) :)))))
32. გვიყვარდეს, ხალხო, ერთურთი! - კი არ ვიძახი, ვკივი! - სიძულვილს არ დავემონოთ, მივყვეთ მაცხოვრის იგავს, მიმყვანსა სამოყვროშივე, სადაც ვყოფილვართ, იქავ. სად ერთად გვფენდნენ ნათელსა უფლის სახელით მხსნელნი, ანდრია პირველთქმული და სიმონი კანანელი... გულს ხელი უნდა მივიდოთ, ვცოდეთ, სუყველამ ვცოდეთ, უნდა ბოდიშებს ვიხდიდეთ და ღვთის წინაშე ვთრთოდეთ მე აი ამ მონაკვეთზე გავამახვილე ყურადღება, ძალიან მაგარია! გაიხარე. გვიყვარდეს, ხალხო, ერთურთი! - კი არ ვიძახი, ვკივი! - სიძულვილს არ დავემონოთ, მივყვეთ მაცხოვრის იგავს, მიმყვანსა სამოყვროშივე, სადაც ვყოფილვართ, იქავ. სად ერთად გვფენდნენ ნათელსა უფლის სახელით მხსნელნი, ანდრია პირველთქმული და სიმონი კანანელი... გულს ხელი უნდა მივიდოთ, ვცოდეთ, სუყველამ ვცოდეთ, უნდა ბოდიშებს ვიხდიდეთ და ღვთის წინაშე ვთრთოდეთ მე აი ამ მონაკვეთზე გავამახვილე ყურადღება, ძალიან მაგარია! გაიხარე.
31. მოგესალმები მიხეილ :)
გუშინდელი ჩვენი საუბრის დროს წამოჭრილი საკითხი და შენი რეკომენდაცია პოემის 'აცამაზი' წაკითხვისა, გავითვალისწინე, შემოვედი და ვფიქრობ , რომ ის დრო რაც დაიხარჯა პოემის კითხვისას, არ არის უქმად დახარჯული :)
საინტერესო, თკბილხმოვანი პოემაა და განსაკუთრებით მეცხრე თავი - დასკვნა საუბრობს ძლიერად იმ კუთხით, რა კუთხითაც გუშინდელი საუბარი განხორციელდა,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები მიხეილ :)
გუშინდელი ჩვენი საუბრის დროს წამოჭრილი საკითხი და შენი რეკომენდაცია პოემის `აცამაზი` წაკითხვისა, გავითვალისწინე, შემოვედი და ვფიქრობ , რომ ის დრო რაც დაიხარჯა პოემის კითხვისას, არ არის უქმად დახარჯული :)
საინტერესო, თკბილხმოვანი პოემაა და განსაკუთრებით მეცხრე თავი - დასკვნა საუბრობს ძლიერად იმ კუთხით, რა კუთხითაც გუშინდელი საუბარი განხორციელდა,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
30. ილტოსპირელისთვის და მისთანანისთვის ვაკეთებ _ www.urakparaki_chagara.com (ურაკპარაკი_ჭაღარა.kom +40) ილტოსპირელისთვის და მისთანანისთვის ვაკეთებ _ www.urakparaki_chagara.com (ურაკპარაკი_ჭაღარა.kom +40)
29. რა ვთქვა არ ვიცი :0 დიდებულია!!! რა ვთქვა არ ვიცი :0 დიდებულია!!!
28. აცას ვაჟი აცამაზი ოსური ეპოსის(ნართების) ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია და ბევრი ვიცი მისი ცხოვრებიდან! ცოლის სახელიც გამახსენდა აქულა-მზეთუნახავი! მაგარიია! აცას ვაჟი აცამაზი ოსური ეპოსის(ნართების) ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია და ბევრი ვიცი მისი ცხოვრებიდან! ცოლის სახელიც გამახსენდა აქულა-მზეთუნახავი! მაგარიია!
27. საკმაოდ საინტერესო დისკუსიი მომსწრე ვარ ნაწარმოების შესახებ!!! დამერწმუნე მიშა შენ ის პიროვნება ხარ, რომელსაც ისე სტკივა, როგორს სამშობლოს; ისევე სტირის და იღიმის როგორ ქვეყნის სატკივარი და გასახარი. შეუდარებელია ჩემო მეგობარო. მართლაც ამაყოს სამშობლო შენი და ფექრებს საკუთარს შენ განდობს!!! ეპიკურია პოემა ესე და დიდებულია მისი სამოსელი რითაც შეგიმოსავს!!!
გაიხარე ძამია!!! კარგი ხარ პოეტო!!! საკმაოდ საინტერესო დისკუსიი მომსწრე ვარ ნაწარმოების შესახებ!!! დამერწმუნე მიშა შენ ის პიროვნება ხარ, რომელსაც ისე სტკივა, როგორს სამშობლოს; ისევე სტირის და იღიმის როგორ ქვეყნის სატკივარი და გასახარი. შეუდარებელია ჩემო მეგობარო. მართლაც ამაყოს სამშობლო შენი და ფექრებს საკუთარს შენ განდობს!!! ეპიკურია პოემა ესე და დიდებულია მისი სამოსელი რითაც შეგიმოსავს!!!
გაიხარე ძამია!!! კარგი ხარ პოეტო!!!
26. უკაცრავად...ამას ვერ წავიკითახა :( ვერ ვარ ამის განწყობაზე... უკაცრავად...ამას ვერ წავიკითახა :( ვერ ვარ ამის განწყობაზე...
25. შესანიშნავია:) შესანიშნავია:)
24. ოსტატურად შესრულებული ისტორიულ-მხატვრული პოემაა. ძალიან კარგია, რომ ჯერ კიდევ იწერება მსგავსი ნაწარმოებები. გაიხარეთ! ოსტატურად შესრულებული ისტორიულ-მხატვრული პოემაა. ძალიან კარგია, რომ ჯერ კიდევ იწერება მსგავსი ნაწარმოებები. გაიხარეთ!
23. გაოგნებული ვარ. მართლა. გაოგნებული ვარ. მართლა.
22. მიყვარდი, მნათობთ-მნათობო, ახლაც მიყვარხარ, რა ვქნა, მაგრამ დამფლითა ამ ტრფობამ და ასო-ასო ამქნა. ეს არის, ეს სიყვარული, ცხელი შანთით რომ მშანთავს, სამზეოს რომ მიმარიდებს და საიქიოს შთამრთავს.
ყვავილნი ამობიბინდნენ საფლავსა მისსა ზედა, რომლებზეც ზაფხულობისას ჭრელი პეპლები სხედან და უყვებიან სიოებს ამ სიყვარულის ამბავს, დროთა და ჟამთადინებაც რომ ვერ ფარავს და ლამბავს... რა ლამაზი სიყვარულია...55555555555
ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო ალან-ოსებს და ქართველთ, მაგრამ დუღაბის სიმტკიცეს უგნურებანი გვართმენ.
სხვა გზა არც არის, თვინიერ სინანულისა წრფელის, გადაშენება, გაქრობა და დავიწყება გველის. ჭეშმარიტებას ღაღადებს ავტორი... მიყვარდი, მნათობთ-მნათობო, ახლაც მიყვარხარ, რა ვქნა, მაგრამ დამფლითა ამ ტრფობამ და ასო-ასო ამქნა. ეს არის, ეს სიყვარული, ცხელი შანთით რომ მშანთავს, სამზეოს რომ მიმარიდებს და საიქიოს შთამრთავს.
ყვავილნი ამობიბინდნენ საფლავსა მისსა ზედა, რომლებზეც ზაფხულობისას ჭრელი პეპლები სხედან და უყვებიან სიოებს ამ სიყვარულის ამბავს, დროთა და ჟამთადინებაც რომ ვერ ფარავს და ლამბავს... რა ლამაზი სიყვარულია...55555555555
ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო ალან-ოსებს და ქართველთ, მაგრამ დუღაბის სიმტკიცეს უგნურებანი გვართმენ.
სხვა გზა არც არის, თვინიერ სინანულისა წრფელის, გადაშენება, გაქრობა და დავიწყება გველის. ჭეშმარიტებას ღაღადებს ავტორი...
21. კიდევ და კიდევ მადლობები ძვირფას წამკითხველებს!
წეღან დავით ჭემოქმედელმა შენიშნა, რომ, კრიტიკოსთა აზრით, საქართველოში ეპიკური პოემა მოკვდაო! ეს სიმართლეცაა და არც არის სიმართლე! თუმცა ერთი რამ კი ცხადია: დღევანდელ მკითხველს უჭირს ვრცელი, ეპიკური ტილოს კითხვა! მისი დაკვეთა - მინიატურაა, მინიმაა! ამიტომ დაუყონებლივ ეფექტს დახარბებული პოეტიც ქმნის იმას, რასაც მკითხველი უკვეთავს! (სხვანაირად, ალბათ, აუხსნელი დარჩებოდა დროის რაღაც მონაკვეთში კოტე ყუბანეიშვილის ოთხსტროფედების პოპულარობა!)
თუმცა მე აქ მაინც სულ სხვა რამის თქმა მინდოდა:
ეს პოემა - "აცამაზი" - საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა ჩემს გონებაში. მისი შექმნის ბიძგი კი მომცა "ქართლის ცხოვრების"იმ ეპიზოდმა, რომელიც ეპიგრაფად აქვს თხზულებას წამძღვარებული. "აცამაზი" ჩემი კავკასიური პოემების ციკლის ერთ-ერთი ნაწარმოებია. პოემის ფაბულად აღებულია საკმაოდ რომანტიკული ამბავი მატიანედან, რომელშიც, ცალმხრივი სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიასთან ერთად, მოთხრობილია აგრეთვე იმ მეტად საინტერესო და მჭიდრო ურთიერთობების შესახებ, რომელიც საუკუნეების მანძილზე მტკიცედ აკავშირებდათ ქართველებსა და ოსებს. ამ ურთიერთობებს, განვითარების ბუნებრივ მდგომარეობაში, როდესაც მას ხელს არ უშლიდა მესამე ძალა, განაპირობებდა კავკასიური მეზობლობის, მეგობრობისა და მირონ-მოყვრობის უნიკალური ინსტიტუტი. ამ პოემით მინდოდა წინ წამომეწია ის კარგი და საუკეთესო, რაც ყოველთვის ყოფილა ჩვენი ორი ხალხის ცხოვრებაში. მინდოდა, საჯაროდ, მხატვრული სიტყვით, გამომეხატა ჩემი გულწრელი სიყვარული და პატივისცემა კავკასიის უძველეს ბინადრთა - ოსთა მიმართ, მეჩვენებინა ალან-ქართველთა ნათესაობის დუღაბით გაჯერებული ისტორიული წარსული და გამომეთქვა რწმენა, რომ სამომავლოდ ჩვენს ურთიერთობებს კვლავაც გააცისკროვნებს მშვიდობის, თავისუფლებისა და ურტიერთსიყვარულის ღვთაებრივი მადლი.
"აცამაზი" მე მივუძღვენი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ბესლანში ტრაგიკულად დახოცილთა ნათელ ხსოვნას!
"აცამაზი" ორჟერ დაიბეჭდა. პირველად 2004 წელს, ცალკე წიგნად. ხოლო მეორედ, 2006 წელს, სხვა 7 პოემასთან ერთად, ჩემს წიგნში "კავკასიური პოემები".
მას ჰქონდა გარკვეული გამოხმაურება მასმედიაში. ტელეკომპანია "ალანიამ" პოემასა და ავტორს მიუძღვნა საგანგებო გადაცემა.
ოსმა მთარგმნელებმა თბილისიდან და ცხინვალიდან, პოემის გამოქვეყნებისთანავე, გამოთქვეს სურვილი მისი რუსულ და ოსურ ენებზე თარგმანის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იდეა დღემდე ვერ განხორციელდა!.. კიდევ და კიდევ მადლობები ძვირფას წამკითხველებს!
წეღან დავით ჭემოქმედელმა შენიშნა, რომ, კრიტიკოსთა აზრით, საქართველოში ეპიკური პოემა მოკვდაო! ეს სიმართლეცაა და არც არის სიმართლე! თუმცა ერთი რამ კი ცხადია: დღევანდელ მკითხველს უჭირს ვრცელი, ეპიკური ტილოს კითხვა! მისი დაკვეთა - მინიატურაა, მინიმაა! ამიტომ დაუყონებლივ ეფექტს დახარბებული პოეტიც ქმნის იმას, რასაც მკითხველი უკვეთავს! (სხვანაირად, ალბათ, აუხსნელი დარჩებოდა დროის რაღაც მონაკვეთში კოტე ყუბანეიშვილის ოთხსტროფედების პოპულარობა!)
თუმცა მე აქ მაინც სულ სხვა რამის თქმა მინდოდა:
ეს პოემა - "აცამაზი" - საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა ჩემს გონებაში. მისი შექმნის ბიძგი კი მომცა "ქართლის ცხოვრების"იმ ეპიზოდმა, რომელიც ეპიგრაფად აქვს თხზულებას წამძღვარებული. "აცამაზი" ჩემი კავკასიური პოემების ციკლის ერთ-ერთი ნაწარმოებია. პოემის ფაბულად აღებულია საკმაოდ რომანტიკული ამბავი მატიანედან, რომელშიც, ცალმხრივი სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიასთან ერთად, მოთხრობილია აგრეთვე იმ მეტად საინტერესო და მჭიდრო ურთიერთობების შესახებ, რომელიც საუკუნეების მანძილზე მტკიცედ აკავშირებდათ ქართველებსა და ოსებს. ამ ურთიერთობებს, განვითარების ბუნებრივ მდგომარეობაში, როდესაც მას ხელს არ უშლიდა მესამე ძალა, განაპირობებდა კავკასიური მეზობლობის, მეგობრობისა და მირონ-მოყვრობის უნიკალური ინსტიტუტი. ამ პოემით მინდოდა წინ წამომეწია ის კარგი და საუკეთესო, რაც ყოველთვის ყოფილა ჩვენი ორი ხალხის ცხოვრებაში. მინდოდა, საჯაროდ, მხატვრული სიტყვით, გამომეხატა ჩემი გულწრელი სიყვარული და პატივისცემა კავკასიის უძველეს ბინადრთა - ოსთა მიმართ, მეჩვენებინა ალან-ქართველთა ნათესაობის დუღაბით გაჯერებული ისტორიული წარსული და გამომეთქვა რწმენა, რომ სამომავლოდ ჩვენს ურთიერთობებს კვლავაც გააცისკროვნებს მშვიდობის, თავისუფლებისა და ურტიერთსიყვარულის ღვთაებრივი მადლი.
"აცამაზი" მე მივუძღვენი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ბესლანში ტრაგიკულად დახოცილთა ნათელ ხსოვნას!
"აცამაზი" ორჟერ დაიბეჭდა. პირველად 2004 წელს, ცალკე წიგნად. ხოლო მეორედ, 2006 წელს, სხვა 7 პოემასთან ერთად, ჩემს წიგნში "კავკასიური პოემები".
მას ჰქონდა გარკვეული გამოხმაურება მასმედიაში. ტელეკომპანია "ალანიამ" პოემასა და ავტორს მიუძღვნა საგანგებო გადაცემა.
ოსმა მთარგმნელებმა თბილისიდან და ცხინვალიდან, პოემის გამოქვეყნებისთანავე, გამოთქვეს სურვილი მისი რუსულ და ოსურ ენებზე თარგმანის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იდეა დღემდე ვერ განხორციელდა!..
20. თუ არ ვცდები, დავით შემოქმედელმა დაგიწერათ წინა ლექსზე, მაგარ ტახტზე ზიხარო და ასეც ჩანს ამ პოემიდან. სერიოზული მხატვრულ-ინტელექტუალური ნამუშევარია უდავოდ. სიუჟეტი ავტორის ფანტაზიის მიხედვით არის გამოგონილი, მაგრამ ასპექტურად ჯდება ქართულ სინამდვილეში. როგორც ჩანს, თავად თქვენი გემოვნებიდან გამომდინარეობს რომანტიზმის უკიდურესად ტრაგიზმის კუთხით აღქმა და წარმართვა. ისტორიულ ფაბულაზე რომ არ იყოს აქ ამბავი აგებული, ეთნიკურად ქართველ და ოს ხალხს შორის სიყვარულის მაგალითები უამრავი გვაქვს სინამდვილეში, სადაც გარემოების წინააღმდეგობების მიუხედავად, სიცოცხლე გრძელდება და არა პირიქით. ჩემი სუბიექტური აზრით, ასეთი ლაიტმოტივი მხატვრულიც და რეალურიც, უფრო დიდ გმირობად მიმაჩნია. რიგითი ადამიანები ეთნიკური ქართველებიც და ოსებიც თავიანთი ცხოვრებით გმირებად ცხოვრობენ და საკუთარი თვალით, ისინი უშუალოდ კონფლიქტის ზონაშიც მინახავს. პოემის კითხვის პროცესში, მეც გამახსენდა შოთა რუსთაველი, რომელიც სიყვარულმა კი არ მოკლა, პირიქით, "აამაღლა"."აცამაზის" შინაარსი ინდინიდუალურია და მისი განხილვა, მითუმეტეს კრიტიკა უადგილოდ მეჩვენება, თუმცა არ და ვერ ვეთანხმები, ვერავის, ვინც შოთა რუსთაველს უბედურად იხსენიებს. თავად თამარ მეფე გარდაიცვალა ისე, რომ აუხდენელ ოცნებად დარჩა იერუსალიმში ჩასვლაც კი. შოთა რუსთაველმა კი, ეს მისია არა თუ შეასრულა, წმინდა მიწაზე იღვაწა, უმაღლეს სულიერ ხარისხს მიაღწია და იქვე დაასრულა სიცოცხლე. ამხელა პატივი ხვდა წილად "ვეფხისტყაოსნის" ავტორს და ამას უბედურება რანაირად შეიძლება დაერქვას, უბრალოდ არ მესმის. რაც ეხება "აცამაზს", ჟანრს და მის ავტორს, ვფიქრობ, სამივე იმსახურებს თანამედროვე ლიტერატურაში თვისი ადგილის მოძებნას და დამკვიდრებას. წარმატებების სურვილით თუ არ ვცდები, დავით შემოქმედელმა დაგიწერათ წინა ლექსზე, მაგარ ტახტზე ზიხარო და ასეც ჩანს ამ პოემიდან. სერიოზული მხატვრულ-ინტელექტუალური ნამუშევარია უდავოდ. სიუჟეტი ავტორის ფანტაზიის მიხედვით არის გამოგონილი, მაგრამ ასპექტურად ჯდება ქართულ სინამდვილეში. როგორც ჩანს, თავად თქვენი გემოვნებიდან გამომდინარეობს რომანტიზმის უკიდურესად ტრაგიზმის კუთხით აღქმა და წარმართვა. ისტორიულ ფაბულაზე რომ არ იყოს აქ ამბავი აგებული, ეთნიკურად ქართველ და ოს ხალხს შორის სიყვარულის მაგალითები უამრავი გვაქვს სინამდვილეში, სადაც გარემოების წინააღმდეგობების მიუხედავად, სიცოცხლე გრძელდება და არა პირიქით. ჩემი სუბიექტური აზრით, ასეთი ლაიტმოტივი მხატვრულიც და რეალურიც, უფრო დიდ გმირობად მიმაჩნია. რიგითი ადამიანები ეთნიკური ქართველებიც და ოსებიც თავიანთი ცხოვრებით გმირებად ცხოვრობენ და საკუთარი თვალით, ისინი უშუალოდ კონფლიქტის ზონაშიც მინახავს. პოემის კითხვის პროცესში, მეც გამახსენდა შოთა რუსთაველი, რომელიც სიყვარულმა კი არ მოკლა, პირიქით, "აამაღლა"."აცამაზის" შინაარსი ინდინიდუალურია და მისი განხილვა, მითუმეტეს კრიტიკა უადგილოდ მეჩვენება, თუმცა არ და ვერ ვეთანხმები, ვერავის, ვინც შოთა რუსთაველს უბედურად იხსენიებს. თავად თამარ მეფე გარდაიცვალა ისე, რომ აუხდენელ ოცნებად დარჩა იერუსალიმში ჩასვლაც კი. შოთა რუსთაველმა კი, ეს მისია არა თუ შეასრულა, წმინდა მიწაზე იღვაწა, უმაღლეს სულიერ ხარისხს მიაღწია და იქვე დაასრულა სიცოცხლე. ამხელა პატივი ხვდა წილად "ვეფხისტყაოსნის" ავტორს და ამას უბედურება რანაირად შეიძლება დაერქვას, უბრალოდ არ მესმის. რაც ეხება "აცამაზს", ჟანრს და მის ავტორს, ვფიქრობ, სამივე იმსახურებს თანამედროვე ლიტერატურაში თვისი ადგილის მოძებნას და დამკვიდრებას. წარმატებების სურვილით
19. დიდი ინტერესით და სულმოუთქმელად წავიკითხე, გეტყობათ ღვთის შვილის ხართ, თანაც ძალზედ ნიჭიერი. საერთოდ პატრიოტულ თემატიკაზე პოემას, ბევრი ვერ წერს, ზოგს ნიჭი არ ჰყოფნის, ზოგს ძველქართულის უზადოდ ცოდნა არა აქვს. ამ მხრივ, ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად თქვენი შემოქმედება და კობა ჭუმბურიძის შემოქმედება მომწონს. გაიხარეთ და ღმერთმა დაგლოცოთ. დიდი ინტერესით და სულმოუთქმელად წავიკითხე, გეტყობათ ღვთის შვილის ხართ, თანაც ძალზედ ნიჭიერი. საერთოდ პატრიოტულ თემატიკაზე პოემას, ბევრი ვერ წერს, ზოგს ნიჭი არ ჰყოფნის, ზოგს ძველქართულის უზადოდ ცოდნა არა აქვს. ამ მხრივ, ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად თქვენი შემოქმედება და კობა ჭუმბურიძის შემოქმედება მომწონს. გაიხარეთ და ღმერთმა დაგლოცოთ.
18. დასასრულს ავტორი გამოხატავს მის გულისტკივის ოვსთა და ქართველთა შორის გამართული დღევანდელი შუღლის გამო. მან აზამაცის მწარე ამბავი მოგვითხრო იმისთვის, რომ ეს იყოს ჩვენთვის გაფრთხილება, რათა არ დავშორდეთ ისტორიულ მეგობრებს და არ გაგვიხდეს ჩვენი გადადგმული ნაბიჯები სადარდებელი. გვახსენებს წარსულის ისტორიულ მაგალითებს, სადაც ჩანს, თუ როგორ იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ ერთად, შეხმატკბილებულად ოსები და ქართველები, რომ ეს ყოველივე არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა მივაბაროთ წარსულს. :) დასასრულს ავტორი გამოხატავს მის გულისტკივის ოვსთა და ქართველთა შორის გამართული დღევანდელი შუღლის გამო. მან აზამაცის მწარე ამბავი მოგვითხრო იმისთვის, რომ ეს იყოს ჩვენთვის გაფრთხილება, რათა არ დავშორდეთ ისტორიულ მეგობრებს და არ გაგვიხდეს ჩვენი გადადგმული ნაბიჯები სადარდებელი. გვახსენებს წარსულის ისტორიულ მაგალითებს, სადაც ჩანს, თუ როგორ იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ ერთად, შეხმატკბილებულად ოსები და ქართველები, რომ ეს ყოველივე არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა მივაბაროთ წარსულს. :)
17. არ გეგონოთ გამორჩა,უბრალოდ ნელ-ნელა ვკითხულობდი. ნეტა ბურთი სირცხვილით გასკა თუ ქვესკნელში ჩაგორდა... არ გეგონოთ გამორჩა,უბრალოდ ნელ-ნელა ვკითხულობდი. ნეტა ბურთი სირცხვილით გასკა თუ ქვესკნელში ჩაგორდა...
15. მეხუთე თავში არის სცენა თამარისა და სტუმართუხუცესის ბაასისა, სადაც მეორემ პირველს აცნობა ოვსთა გადაწყვეტილება. მეფისთვისაც და სტუმართუხუცესისთვისაც ცხადია, რომ ოვსთა გადაწყვეტილება სრულად შესაფერისი იყო. თამარი ჯერ კიდევ არ აღიარებს მის ქორწინების სიმცდარეს. თავი მეექვსე: აღწერილია მთავარი გმირის სულიერი მდგომარეობა და მისი გულწრფელი გრძნობები თამარის მიმართ. ამავე დროს მისი მოსაზრება იმაზე, რომ ქართველებსა და რუებს ცოტა რამ თუ ექნებათ საერთო. მეშვიდე თავში აზამაცის მწარე ტანჯვა და გარდაცვალებაა აღწერილი. ჩანს, რომ ის ერთადერთი არ იყო, ვისაც თამარი უყვარდა. მერვე თავში ნაჩვენებია, რომ მეფეს არ დავიწყებია ოსი მეგობარი და ხშირად სტუმრობდა მის საფლავს. ეს თავები გაჟღენთილია მშვენიერი გრძნობებით. მეხუთე თავში არის სცენა თამარისა და სტუმართუხუცესის ბაასისა, სადაც მეორემ პირველს აცნობა ოვსთა გადაწყვეტილება. მეფისთვისაც და სტუმართუხუცესისთვისაც ცხადია, რომ ოვსთა გადაწყვეტილება სრულად შესაფერისი იყო. თამარი ჯერ კიდევ არ აღიარებს მის ქორწინების სიმცდარეს. თავი მეექვსე: აღწერილია მთავარი გმირის სულიერი მდგომარეობა და მისი გულწრფელი გრძნობები თამარის მიმართ. ამავე დროს მისი მოსაზრება იმაზე, რომ ქართველებსა და რუებს ცოტა რამ თუ ექნებათ საერთო. მეშვიდე თავში აზამაცის მწარე ტანჯვა და გარდაცვალებაა აღწერილი. ჩანს, რომ ის ერთადერთი არ იყო, ვისაც თამარი უყვარდა. მერვე თავში ნაჩვენებია, რომ მეფეს არ დავიწყებია ოსი მეგობარი და ხშირად სტუმრობდა მის საფლავს. ეს თავები გაჟღენთილია მშვენიერი გრძნობებით.
14. მერე დამშვიდებით წავიკითხავ... მერე დამშვიდებით წავიკითხავ...
13. რამდენად გამომივა რეცენზია არ ვიცი, შევეცდები, რომ მიგახვედროთ, მთლიანად, რომ გავეცანი. :) პირველ თავში მიმდინარე სცენაში: ჯერ მთელს საქართველოს ეცნობა თამარის დანიშვნისა და მის მიერ წყალობის გაცემის შესახებ. აღწერილია, თუ როგორ ხარობდნენ არა მარტო ქორწილის ამბავს, არამედ წყალობის მიღებასაც. რატომღაც გამიჩნდა ასოციაცია ვეფხისტყაოსნის სცენასთან, სადაც ავთანდილისა და თინათინის ქორწილის ამბავია მოთხრობილი. თავი მეორე: ჩანს მთავარი გმირი, რომელიც დამწუხრებულა, რადგან თვლის, რომ არ არის რუსი ქმარი თამარის შესაფერისი. ჯერ გულნაწყენი ჩანს თამარზე, თუმცა შემდგომ ამ ფიქრს თავიდან იშორებს და ადანაშაულებს გამყიდველ დიდებულებს და თამარის მამიდას. ჩემი აზრით, ავტორი ეხმაურება დღევანდელ რთულ მდგომარეობას და ცდილობს, დაგვანახოს, რომ ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ოს ხალხთან და როგორც ყოველთვის ხელს გვიშლიან წრფელ ურთიერთობაში რუსები. :) მესამე თავში აღწერილია ნადიმის დასასრული. მეოთხე თავში კვლავ ჩანს მთავარი გმირი, რომელიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და აღწერილია, მისი განცდები. მასთან ერთად განაწყენებულნი ჩანან სხვა მისი თანატომელები და თანამოაზრეებიც. პროტესტს გამოხატავენ, თბილისის დატოვებით. აქვე არის წარმოჩენილი ისიც, რომ ეს მდგომარეობა ქართველებსაც სწყვეტთ გულს. რამდენად გამომივა რეცენზია არ ვიცი, შევეცდები, რომ მიგახვედროთ, მთლიანად, რომ გავეცანი. :) პირველ თავში მიმდინარე სცენაში: ჯერ მთელს საქართველოს ეცნობა თამარის დანიშვნისა და მის მიერ წყალობის გაცემის შესახებ. აღწერილია, თუ როგორ ხარობდნენ არა მარტო ქორწილის ამბავს, არამედ წყალობის მიღებასაც. რატომღაც გამიჩნდა ასოციაცია ვეფხისტყაოსნის სცენასთან, სადაც ავთანდილისა და თინათინის ქორწილის ამბავია მოთხრობილი. თავი მეორე: ჩანს მთავარი გმირი, რომელიც დამწუხრებულა, რადგან თვლის, რომ არ არის რუსი ქმარი თამარის შესაფერისი. ჯერ გულნაწყენი ჩანს თამარზე, თუმცა შემდგომ ამ ფიქრს თავიდან იშორებს და ადანაშაულებს გამყიდველ დიდებულებს და თამარის მამიდას. ჩემი აზრით, ავტორი ეხმაურება დღევანდელ რთულ მდგომარეობას და ცდილობს, დაგვანახოს, რომ ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ოს ხალხთან და როგორც ყოველთვის ხელს გვიშლიან წრფელ ურთიერთობაში რუსები. :) მესამე თავში აღწერილია ნადიმის დასასრული. მეოთხე თავში კვლავ ჩანს მთავარი გმირი, რომელიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და აღწერილია, მისი განცდები. მასთან ერთად განაწყენებულნი ჩანან სხვა მისი თანატომელები და თანამოაზრეებიც. პროტესტს გამოხატავენ, თბილისის დატოვებით. აქვე არის წარმოჩენილი ისიც, რომ ეს მდგომარეობა ქართველებსაც სწყვეტთ გულს.
12. ლადო ასთიანის პოემის "ბასიანის ბრძოლის" შემდეგ ამ სტილის ეპიკური ჟანრის პოემა, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, საქართველოში მოკვდა.ლიტერატურის კრიტიკოსების აზრით, თანამედროვე ეპოქაში, მან თავისი თავისი შესაძლებლობები ამოწურა.მიშა ამ პოემით საწინაარმდეგოს ამტკიცებს. სერიოზული ეპიკური ტილოა!!. ალბათ, შეუძლებელია ვრცელი პოეტური ნაწარმოემი ყოველ სტრიქონში მაღალი მხატვრული ღირებულებისა იყოს. ძნელია ამ ფორმატში ლიტერატურული რეცენზია დაიწეროს. ავტორმა გვაგრძნობინა თავისი დიდი ლიტერტურული ძალა და ენერგია. ლადო ასთიანის პოემის "ბასიანის ბრძოლის" შემდეგ ამ სტილის ეპიკური ჟანრის პოემა, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, საქართველოში მოკვდა.ლიტერატურის კრიტიკოსების აზრით, თანამედროვე ეპოქაში, მან თავისი თავისი შესაძლებლობები ამოწურა.მიშა ამ პოემით საწინაარმდეგოს ამტკიცებს. სერიოზული ეპიკური ტილოა!!. ალბათ, შეუძლებელია ვრცელი პოეტური ნაწარმოემი ყოველ სტრიქონში მაღალი მხატვრული ღირებულებისა იყოს. ძნელია ამ ფორმატში ლიტერატურული რეცენზია დაიწეროს. ავტორმა გვაგრძნობინა თავისი დიდი ლიტერტურული ძალა და ენერგია.
11. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა!
მე ეს პოემა არ დამიდია რეიტინგებისა და ქულებისთვის. ჩემი უმორჩილესი სურვილი უფრო ის არის, რომ გაეცნოს მას (მიუხედავად ნაწარმოების სიდიდისა) ურაკპარაკის მკითხველი და თუ ვინმეს გამბედაობა და ნებისყოფა ეყოფა, ვრცლად გამოთქვას თავისი ობიექტური აზრი - მიუთითოს დადებითსა და უარყოფითზე, დაწეროს რეცენზია, რომელიც, ვფიქრობ, მეც წამადგებოდა და ავტორსაც წარმოადგენდა, როგორც სერიოზულ, აკადემიურად მოაზროვნე შემოქმედს.
უღრმესი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა!
მე ეს პოემა არ დამიდია რეიტინგებისა და ქულებისთვის. ჩემი უმორჩილესი სურვილი უფრო ის არის, რომ გაეცნოს მას (მიუხედავად ნაწარმოების სიდიდისა) ურაკპარაკის მკითხველი და თუ ვინმეს გამბედაობა და ნებისყოფა ეყოფა, ვრცლად გამოთქვას თავისი ობიექტური აზრი - მიუთითოს დადებითსა და უარყოფითზე, დაწეროს რეცენზია, რომელიც, ვფიქრობ, მეც წამადგებოდა და ავტორსაც წარმოადგენდა, როგორც სერიოზულ, აკადემიურად მოაზროვნე შემოქმედს.
10. +2 ულაპარაკოდ მაგარია +2 ულაპარაკოდ მაგარია
9. ძალიან მაგარი ხარ ბატონო მიშა! 5555 ძალიან მაგარი ხარ ბატონო მიშა! 5555
8. რა ლამაზი სიყვარულის ამბავია :) საგალობელივით იკითხება :-* ულამაზესიააა!!!
ეხლა ვინც ამას წაიკითხავს, მოდი და ნუ დაეთანხმება აონს :) რა ლამაზი სიყვარულის ამბავია :) საგალობელივით იკითხება :-* ულამაზესიააა!!!
ეხლა ვინც ამას წაიკითხავს, მოდი და ნუ დაეთანხმება აონს :)
7. ეს დილით წავიკითხე. უსიტყვოდ 5, ან რაა სათქმელი. ეს დილით წავიკითხე. უსიტყვოდ 5, ან რაა სათქმელი.
6.
დიდი ძალი აქვს სიყვარულს, ცრემლსაც უამრავს ადენს, ნახეთ, რა უყო ტიალმა ჩახრუხაძეს და შავთელს! დიდია მისი ტაძარი, ღამეს მრავალი უთევს, მოგეხსენებათ, რაც ერგო ჯილდოდ უბედურ რუსთველს! ... 555555555555555555555555555555! ბრწყინვალეა.საოცარი ინტერესით იკითხება.
დიდი ძალი აქვს სიყვარულს, ცრემლსაც უამრავს ადენს, ნახეთ, რა უყო ტიალმა ჩახრუხაძეს და შავთელს! დიდია მისი ტაძარი, ღამეს მრავალი უთევს, მოგეხსენებათ, რაც ერგო ჯილდოდ უბედურ რუსთველს! ... 555555555555555555555555555555! ბრწყინვალეა.საოცარი ინტერესით იკითხება.
5. სიტყვები არ მყოფნის...
,,აონს'' ვეთანხმები :) სიტყვები არ მყოფნის...
,,აონს`` ვეთანხმები :)
4. ზუსტად გითხრა აონმა, ძალიან მაგარია, ღირდა წაკითხვა თან როგორ ღირდა, არ დაიზაროთ წაიკითხეთ ყველამ.
55555 ზუსტად გითხრა აონმა, ძალიან მაგარია, ღირდა წაკითხვა თან როგორ ღირდა, არ დაიზაროთ წაიკითხეთ ყველამ.
55555
3. მხოლოდ საქართველოს მთებში იბადებიან ასეთი სტრიქონები კლდეს რომ წყდებიან, მდინარეებად ედინებიან თქვენს ფიქრებში და სიფრიფანა ქაღალდზე იღვრებიან...
მეამაყება...
ფასდაუდებელია თქვენი შემოქმედება... :) მხოლოდ საქართველოს მთებში იბადებიან ასეთი სტრიქონები კლდეს რომ წყდებიან, მდინარეებად ედინებიან თქვენს ფიქრებში და სიფრიფანა ქაღალდზე იღვრებიან...
მეამაყება...
ფასდაუდებელია თქვენი შემოქმედება... :)
2. =D> ქედს ვიხრი თქვენი შემოქმედების და ნიჭის წინაშე! =D> ქედს ვიხრი თქვენი შემოქმედების და ნიჭის წინაშე!
1. უუუფ....
ხვალ წავიკითხავ , დღეს შევაფასებ, ეჭვიც არ მეპარება რომ ილტოსპირელისეულია :) უუუფ....
ხვალ წავიკითხავ , დღეს შევაფასებ, ეჭვიც არ მეპარება რომ ილტოსპირელისეულია :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|