ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიკელა
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2008


მამაჩემის გარდაცვალება

     
იყო  უმთვარო  ღამე,

ჰქროდა  უკუნის  ქარი,

ტკივილ ვერ დაგიამე,

ცრიდა  ცა-მინანქარი...

არცა რა  იყო  მგონი

ჭეშმარიტი და სრული,

რკონი და ტაბაკონი...

ცად  გარდასული სული...

ვიცრემლებოდი  ზღვის  დარ,

შურ შლიდა  შაშვის  ბუდეს,

ცა-მინანქარი  ცრიდა,

ანგელოზები  სდუმდნენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები