მინდა ბატონ ბესიკ ხარანაულს ასე, ხმამაღლა, სახალხოდ და საჯაროდ მივულოცო დაბადების 70 წლისთავი და ვუსურვო ხანგრძლივი სიცოცხლე და ახალი შემოქმედებითი გამარჯვებები! ბესიკ ხარანაულის მეტად საინტერესო, უაღრესად ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეულ ლექსებს ლამის ბავშვობიდანვე ვკითხულობ და მათში აზრის სიღრმესა და ფილოსოფიურობასთან ერთად ყოველთვის მხიბლავს ძალუმი მხატვრული სიტყვის სურნელი და სისადავე, კოლორიტულ სახეთა სიმრავლე, შემოქმედის ამოუწურავი ტალანტი.
მინდა ეს ხმა, ხმა არავისი მსგავსი, ყოველთვის ისმოდეს ქართული პოეზიის ცის კაბადონზე და სასიამოვნოდ ამშვიდებდეს ჩვენს ატეხილ სულებს.
მინდა სულ მესმოდეს პოეტ ბესიკ ხარანაულის მრავალჟამიერი!
მიუერთდეს ეს ჩემი სიტყვებიც მრავალთა გულისთქმას - გაუმარჯოს იუბილარს, გაუმარჯოოოს!
ბესიკ ხარანაულს
ეს შემთხვევაა ის, კარგი, გულს რომ არ უდგას კანკალი, როცა მომკელიც ვარგია და ფრიადია სამკალიც. როცა ფარს პოეზიისას რომ აწერია "დამკარი!" ბზარიც კი არ დააჩნდება, ისე კლდეა და მაგარი. როცა ლექსებად იბნევა ცის მანანა და ნაქარი, მითოსის სუნთქვა იგრძნობა და უფლის ხატიც აქ არის. როცა ჩანს შენი სამშობლო და მისი თავხე-ჟამ-კარი, როცა კაცს კაცივე ჰქვია კაცობაც ახლავს თან მკმარი. როცა პოეტი პოეტობს სიტყვა სდის ნაკამკამარი. აი. რა არის ჩემი ჭკვით ბესიკში მაინც მთავარი, უკვდავებისთვის სამყოფი, დროისგან დაუსამარი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
47. აი პოეტი არის ბესიკ ხარანაული..ნამდვილი პოეტი.. დაიმახსოვრე ილტოს ალმასო! პოეტია ბესიკი.. შენ პოეტუნა ხარ.. აი პოეტი არის ბესიკ ხარანაული..ნამდვილი პოეტი.. დაიმახსოვრე ილტოს ალმასო! პოეტია ბესიკი.. შენ პოეტუნა ხარ..
45. იუბილარს და ავტორს, ჩემგან მილოცვა და კეთილი სურვილები. იუბილარს და ავტორს, ჩემგან მილოცვა და კეთილი სურვილები.
44. ბევრი წერისგან გამიტყდა გუშინ გათლილი ფანქარი :D ბევრი წერისგან გამიტყდა გუშინ გათლილი ფანქარი :D
43. გაიხარეთ ოლტოსპირელი :) +2+2+2+2+2+2+2+2 :) გაიხარეთ ოლტოსპირელი :) +2+2+2+2+2+2+2+2 :)
42. მშვენიერია.ვულოცავ ბ-ნ ბესიკს.იდღეგრძელე ილტოსპირელო მშვენიერია.ვულოცავ ბ-ნ ბესიკს.იდღეგრძელე ილტოსპირელო
41. შესრულებული იქნება!
ვააახ, როგორ იხალისებს ბატონი ბესიკი აქაურების ნიკებზეეე... შესრულებული იქნება!
ვააახ, როგორ იხალისებს ბატონი ბესიკი აქაურების ნიკებზეეე...
40. კარგი მილოცვაა :) ბრავო მიშა! კარგი მილოცვაა :) ბრავო მიშა!
39. დიდი პოეტის საკადრისი ლექსი, მიძღვნილი დიდი პოეტის მიერ555ი დიდი პოეტის საკადრისი ლექსი, მიძღვნილი დიდი პოეტის მიერ555ი
37. ადრესატს გულით ვულოცავ, ავტორს მიძღვნას ვიწონებ! ადრესატს გულით ვულოცავ, ავტორს მიძღვნას ვიწონებ!
36. გულით ვუერთდები შენს მილოცვას..... :)
,,როცა ლექსებად იბნევა ცის მანანა და ნაქარი, მითოსის სუნთქვა იგრძნობა და უფლის ხატიც აქ არის.'' :) გულით ვუერთდები შენს მილოცვას..... :)
,,როცა ლექსებად იბნევა ცის მანანა და ნაქარი, მითოსის სუნთქვა იგრძნობა და უფლის ხატიც აქ არის.`` :)
34. კარგი პოეტი ხართ ბატონო მიხეილ. კარგი პოეტი ხართ ბატონო მიხეილ.
33. როცა ლექსებად იბნევა ცის მანანა და ნაქარი, მითოსის სუნთქვა იგრძნობა და უფლის ხატიც აქ არის.
ძალიან კარგია. :) ვუერთდები მოლოცვას! 5+ როცა ლექსებად იბნევა ცის მანანა და ნაქარი, მითოსის სუნთქვა იგრძნობა და უფლის ხატიც აქ არის.
ძალიან კარგია. :) ვუერთდები მოლოცვას! 5+
32. უკვდავებისთვის სამყოფი, დროისგან დაუსამარი! 555 მოგიკითხეთ ბატონო მიშა უკვდავებისთვის სამყოფი, დროისგან დაუსამარი! 555 მოგიკითხეთ ბატონო მიშა
31. ხომ კარგია ..... მივულოცოთ ჩვენც.... ხომ კარგია ..... მივულოცოთ ჩვენც....
30. კარგი საღამო იყო და თქვენი გამოსვლა დაუვიწყარი... კარგი საღამო იყო და თქვენი გამოსვლა დაუვიწყარი...
29. სამწუხაროდ ვერაფრით მოვახერხე საღამოზე დასწრება. დაგვიანებიტ ვულოცავ იუბილარს!
ბედნიერია ეს ეპოქა ხარანაული რომ ჰყავს--ჩემი პოეტი. მიძღვნაც მშვენიერია, გაიხარე მიშა.
სად არიან შვილები,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან, გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია. სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა, გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია. საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია, სად არიან შვილები, ქარია, არ არიან. სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან, ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან. ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია, მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია, გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია, გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია. ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია, სად არიან შვილები, შვილები სად არიან. იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა, იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია, საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია, სად არიან შვილები, შვილები სად არიან, გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია, საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან. არ არიან შვილები, საქართველო ქარია. ქარია საქართველო, შვილები არ არიან. დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან, ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია.
სამწუხაროდ ვერაფრით მოვახერხე საღამოზე დასწრება. დაგვიანებიტ ვულოცავ იუბილარს!
ბედნიერია ეს ეპოქა ხარანაული რომ ჰყავს--ჩემი პოეტი. მიძღვნაც მშვენიერია, გაიხარე მიშა.
სად არიან შვილები,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან, გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია. სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა, გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია. საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია, სად არიან შვილები, ქარია, არ არიან. სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან, ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან. ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია, მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია, გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია, გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია. ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია, სად არიან შვილები, შვილები სად არიან. იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა, იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია, საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია, სად არიან შვილები, შვილები სად არიან, გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია, საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან. არ არიან შვილები, საქართველო ქარია. ქარია საქართველო, შვილები არ არიან. დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან, ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია.
28. მადლობა ყველას, ვინც შემოვიდა, წაიკითხა და შემოუერთდა ამ მილოცვას!
ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნებოდა ს ა ნ ა თ ა ს ა დ მ ი:
როგორც ბატონ ბესიკ ხარანაულთან დაახლოებულ პიროვნებას, ეგებ დაეკოპირებინა ეს მილოცვის ტექსტიც, ლექსიც და კომენტარებიც, ერთიანობაში, და მიერთმია იუბილარისთვის.
დარწმუნებული ვარ ის სითბო და სიყვარული რაც აქ გადმოიფინა, უზომოდ ფასეული და სასიამოვნო საჩუქარი იქნებოდა ბატონი ბესიკისთვის! მადლობა ყველას, ვინც შემოვიდა, წაიკითხა და შემოუერთდა ამ მილოცვას!
ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნებოდა ს ა ნ ა თ ა ს ა დ მ ი:
როგორც ბატონ ბესიკ ხარანაულთან დაახლოებულ პიროვნებას, ეგებ დაეკოპირებინა ეს მილოცვის ტექსტიც, ლექსიც და კომენტარებიც, ერთიანობაში, და მიერთმია იუბილარისთვის.
დარწმუნებული ვარ ის სითბო და სიყვარული რაც აქ გადმოიფინა, უზომოდ ფასეული და სასიამოვნო საჩუქარი იქნებოდა ბატონი ბესიკისთვის!
27. გუშინ ავტორის წაკითხვითაც მოვისმინე. მაგარია! გუშინ ავტორის წაკითხვითაც მოვისმინე. მაგარია!
26. ფანტასტიური მილოცვაა :) გიერთდებიით! :) ფანტასტიური მილოცვაა :) გიერთდებიით! :)
25. ვუერთდები მილოცვებს :)
ვუერთდები მილოცვებს :)
24. ნამდვილად პოეზიის შესანიშნავი ნიმუშია. ნამდვილად პოეზიის შესანიშნავი ნიმუშია.
23. თქვენს გვერდში ვარ, მილოცვის ამბავში :) თქვენს გვერდში ვარ, მილოცვის ამბავში :)
22. დიდებულ პოეტებს გაუმარჯოს!!! გაიხარეთ თქვენა!!! დიდებულ პოეტებს გაუმარჯოს!!! გაიხარეთ თქვენა!!!
21. ვუერთდები მილოცვებს ვუერთდები მილოცვებს
19. ჩემი გულწრფელი მილოცვა, გულების პოეტს! ჰიპერბოლების და მეტაფორების მეფეს! :) მიშა ბატონს მადლობა კიდევ ერთხელ. :) ჩემი გულწრფელი მილოცვა, გულების პოეტს! ჰიპერბოლების და მეტაფორების მეფეს! :) მიშა ბატონს მადლობა კიდევ ერთხელ. :)
18. გიერთდებით მთელი სულით და გულით!!!!! გიერთდებით მთელი სულით და გულით!!!!!
17. დარბაზში მიძღვნად უფრო სასიამოვნო მოსასმენი იყო, ბატონო მიშა :) მე კიდევ დილიდან არ მოვასვენე ბატონი ბესიკი და 11 ნოემბერი ორი საუკუნის გენიასთან ერთად დავიწყე პირდაპირ ეთერში. დღეც თქვენთან ერთად დავასრულე და აბა, ვინმემ დანა დამკრას სისხლი თუ გამომივა ახლა(?!) სულ ლექსად ვააარ გადაქცეული... სკაბრეზიც რომ გამოურია, ბატონო მიშა :)
ცუკანი
ცუკან გარეთ გამოვიდა, საფსმელადა, ლამფაითა, შხივილ წამააღებინა, მე მეგონა, ცა დაიქცა, _ ეჰ, ნეტავი, ჩემო თავო, მიწაიმც გქნა, ბალახიმცა, რა მალევ განედლდებოდი, მკვდარიმც იყო, ნალახიმცა!.. ბესიკ ხარანაული
დარბაზში მიძღვნად უფრო სასიამოვნო მოსასმენი იყო, ბატონო მიშა :) მე კიდევ დილიდან არ მოვასვენე ბატონი ბესიკი და 11 ნოემბერი ორი საუკუნის გენიასთან ერთად დავიწყე პირდაპირ ეთერში. დღეც თქვენთან ერთად დავასრულე და აბა, ვინმემ დანა დამკრას სისხლი თუ გამომივა ახლა(?!) სულ ლექსად ვააარ გადაქცეული... სკაბრეზიც რომ გამოურია, ბატონო მიშა :)
ცუკანი
ცუკან გარეთ გამოვიდა, საფსმელადა, ლამფაითა, შხივილ წამააღებინა, მე მეგონა, ცა დაიქცა, _ ეჰ, ნეტავი, ჩემო თავო, მიწაიმც გქნა, ბალახიმცა, რა მალევ განედლდებოდი, მკვდარიმც იყო, ნალახიმცა!.. ბესიკ ხარანაული
16. გაიხარე, მიშა! ვწუხვარ, ვერ მოვედი საღამოზე...
გაიხარე, მიშა! ვწუხვარ, ვერ მოვედი საღამოზე...
15. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
14. უსაყვარლესი პოეტია ჩემი ბესიკ ხარანაული... ვუერთდები მიშა, შენს მილოცვას და გაიხარე შენ...55555555
მეჩვენება, თითქოს ხრიოკ ზეგანზე შეფენილიყვნენ ბლომად ქვისმთლელნი და ჩემს დარდს დინჯად აქუცმაცებდნენ. ბ. ხარანაული უსაყვარლესი პოეტია ჩემი ბესიკ ხარანაული... ვუერთდები მიშა, შენს მილოცვას და გაიხარე შენ...55555555
მეჩვენება, თითქოს ხრიოკ ზეგანზე შეფენილიყვნენ ბლომად ქვისმთლელნი და ჩემს დარდს დინჯად აქუცმაცებდნენ. ბ. ხარანაული
13. მეც ვულოცავ და კარგი მიძღვნაა ! მეც ვულოცავ და კარგი მიძღვნაა !
12. როცა ფარს პოეზიისას რომ აწერია "დამკარი!"
თქვენებური მგრგვინავი სტრიქონები :) როცა ფარს პოეზიისას რომ აწერია "დამკარი!"
თქვენებური მგრგვინავი სტრიქონები :)
11. ჩემს გულისთქმასაც.. ჩემს გულისთქმასაც..
10. ვუერთდები მოლოცვას! მოვიკითხავ ავტორს! ვუერთდები მოლოცვას! მოვიკითხავ ავტორს!
9. ლელასთან სიტყვით ავანსობა რატომ ჰგონიათ თამაშობა?! მიშა ლექსებსაც ვერ ეშობა და თან დაიწყო "მამაშობა" ;)
ლექსი კიი მართლააც მომეწონა ჩემო მიშა და ფრიადი მოკითხვასთან ერთად...:)
ლელასთან სიტყვით ავანსობა რატომ ჰგონიათ თამაშობა?! მიშა ლექსებსაც ვერ ეშობა და თან დაიწყო "მამაშობა" ;)
ლექსი კიი მართლააც მომეწონა ჩემო მიშა და ფრიადი მოკითხვასთან ერთად...:)
8. didi besik xaranauli, ishviatia sicocxleshive qartvelma, qartveli ase daafasos, es mxolod rcheulta xvedria......mizgvnac mshvenieri didi besik xaranauli, ishviatia sicocxleshive qartvelma, qartveli ase daafasos, es mxolod rcheulta xvedria......mizgvnac mshvenieri
7. უიიიი... "ნასხლეტო აი, მაგათა(ვ), დაი გენაცვლოს სანათა" უიიიი... "ნასხლეტო აი, მაგათა(ვ), დაი გენაცვლოს სანათა"
6. მეც ვუერთდები :) მეც ვუერთდები :)
5. ვულოცავ ბესიკ ხარანაულს და ვუსურვებ ჯანმრთელობას
როცა კაცს კაცივე ჰქვია კაცობაც ახლავს თან მკმარი ვულოცავ ბესიკ ხარანაულს და ვუსურვებ ჯანმრთელობას
როცა კაცს კაცივე ჰქვია კაცობაც ახლავს თან მკმარი
4. ეს შემთხვევაა ის, კარგი, გულს რომ არ უდგას კანკალი, როცა მომკელიც ვარგია და ფრიადია სამკალიც...
როცა კაცს კაცივე ჰქვია...
ღმერთმა დაგლოცოთ ბატონებო..... ეს შემთხვევაა ის, კარგი, გულს რომ არ უდგას კანკალი, როცა მომკელიც ვარგია და ფრიადია სამკალიც...
როცა კაცს კაცივე ჰქვია...
ღმერთმა დაგლოცოთ ბატონებო.....
3. როცა ლექსებად იბნევა ცის მანანა და ნაქარი, მითოსის სუნთქვა იგრძნობა და უფლის ხატიც აქ არის...
გულიანი მიძღვნაა. ვუერთდები მილოცვებს! როცა ლექსებად იბნევა ცის მანანა და ნაქარი, მითოსის სუნთქვა იგრძნობა და უფლის ხატიც აქ არის...
გულიანი მიძღვნაა. ვუერთდები მილოცვებს!
2. მეც ვულოცავ...
და დღეს ორ საათზე იმედია გიხილავთ იქ ყველას...:)
მეც ვულოცავ...
და დღეს ორ საათზე იმედია გიხილავთ იქ ყველას...:)
1. გაიხარეთ. დიდ პოეტს მეც ვულოცავ...
პ.სგამიხარდა თქვენი გამოჩენა,თქვენი კომენტარები ძალიან აკლდა საიტს.:) გაიხარეთ. დიდ პოეტს მეც ვულოცავ...
პ.სგამიხარდა თქვენი გამოჩენა,თქვენი კომენტარები ძალიან აკლდა საიტს.:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|