ბედს, მოღერებულს ცეცხლის მათრახით, რომ ტოვებს მხოლოდ სისხლს და იარებს, როგორც კაცობას ვიღაც ჩათლახის დავადგი ფეხი და გავიარე...
ჟამს, ეკლიანით მომდგარს დაფნებით, ძელზე რომ გაკრავს ძარღვებში დახსნილს, შემოვალეწე ყალბი აბრები, შემოვაგინე ამ გარყვნილ თახსირს.
ცხოვრებას, მომდგარს ეჭვით, მუქარით, სულ რომ ძირშივე თხრიდა იმედებს, მივაგდე ფურთხი, ვით საჩუქარი, სხვა ვერაფერი ვერ გავიმეტე!
სიცოცხლეს, ძვლებზე შემოცმულ ტკივილს, როგორც ყველაზე უვარგისს, ურგებს, ზიზღის დავთართა მთელი არქივი შევაყარე და ვაქციე ზურგი...
წავედ... რომ მივხვდი ეს სტრიქონები, სუფთა, ფაქიზი, ვით მინანქარი, ესმოდა არვის და გაგონებაც კი არ უნდოდათ აქ ჩემი ქნარის!..
და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. სევარიონს ხანდახან მეც ვაკრიტიკებ უცნაური სტრიქონების გამო, მაგრამ საერთო ჯამში კარგი პოეტია, უმეტესობა ვინც აკრიტიკებს, ვერც კი შესწვდება..... სევარიონს ხანდახან მეც ვაკრიტიკებ უცნაური სტრიქონების გამო, მაგრამ საერთო ჯამში კარგი პოეტია, უმეტესობა ვინც აკრიტიკებს, ვერც კი შესწვდება.....
37. უძლიერესია !
უდიდესი პოეტი ხართ !
მიშა ძია !
იხარე !
555 უძლიერესია !
უდიდესი პოეტი ხართ !
მიშა ძია !
იხარე !
555
36. ორივე ვარიანტი შესანიშნავია ილტოსპირელო. ეს უაზრო შენიშვნები და ვითომ კრიტიკა როგორ მოსდის ამ ხალხს თავში. ისე, ყოველთვის შური ღუპავდა ერს. ორივე ვარიანტი შესანიშნავია ილტოსპირელო. ეს უაზრო შენიშვნები და ვითომ კრიტიკა როგორ მოსდის ამ ხალხს თავში. ისე, ყოველთვის შური ღუპავდა ერს.
35. მადლობა რომ ხარ....55555 მადლობა რომ ხარ....55555
34. რა გაახურეთ ამ ნადირით საქმე, ფაფუუუუ, ნადირი, გადავაგდე პოეზიის სანაგვეში! რა გაახურეთ ამ ნადირით საქმე, ფაფუუუუ, ნადირი, გადავაგდე პოეზიის სანაგვეში!
33. და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები..
555555 და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები..
555555
32. ფილე მაგარია! ფილე მაგარია!
31. ლექსის ავტორიც და ის, ვისაც ეს ლექსი ეძღვნება ორთავე კარგები არიან! ლექსის ავტორიც და ის, ვისაც ეს ლექსი ეძღვნება ორთავე კარგები არიან!
30. მიშა კარგი პოეტია, ადრესატზე კი რა მოგახსენოთ! მიშა კარგი პოეტია, ადრესატზე კი რა მოგახსენოთ!
29. და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
5555555555555!
და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
5555555555555!
28. მიჭირს გამორჩევა... მიყვარს თქვენი პოზიის ყველა სტრიქონი... ;;) მიჭირს გამორჩევა... მიყვარს თქვენი პოზიის ყველა სტრიქონი... ;;)
27. მეორე ვარიანტი უკეთესია.... ცოტა საფინალო რითმამ ამომაგდო ;) ლექსი კარგია მართლაც....:) მეორე ვარიანტი უკეთესია.... ცოტა საფინალო რითმამ ამომაგდო ;) ლექსი კარგია მართლაც....:)
26. ხო და დიდი მადლობა,ამ მეორე ვარიანტისთვის!
ხო და დიდი მადლობა,ამ მეორე ვარიანტისთვის!
25. მე მეორე ვარიანტი მომწონს.
და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... ემოციის სტოკატო კი არ გამიკეთეთ აქ.სუნთქვა ოდნავ შემაჩერებინეთ და ''დამასვენეთ''.,უფრო სწორად ამომასუნთქეთ,რომ გავიაზრო და შევისვენო.არადა არ მინდა რომ დაცხრეს ემოცია წამითაც კი და გონება ჩაირთოს,მინდა ბოლომდე ცეცხლოვანი-ლექსი მეწყერი.:)
იმდენად იშვიათია მამაკაცური მუხტით და ენერგეტიკით გაჯერებული ლექსები. და იმდენად ბევრია მონაზო,მოცისფრო პოეზია,რომ მაპატიეთ და მე მკითხველს მაქვს ამის ''კაპრიზი'' .
დიდი ემოციის ბოლომდე გაუნელებლად მიტანა ლექსში ეს ოსტატობაა.დიდი ემოციის და მუხტის ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ლექსი დიდი ოსტატობაა. ემოციის დაცხრომა სწორად -ესეც ოსტატობაა. ისე არის კიდევ ვარიანტი- ფინალში როცა ვითომ !!!მწირი და დამცხრალი ემოციაა- რეალური განცდის შესანიღბავად .და ამას მკითხველი თვითონ უნდა მიხვდეს.
მე მეორე ვარიანტი მომწონს.
და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... ემოციის სტოკატო კი არ გამიკეთეთ აქ.სუნთქვა ოდნავ შემაჩერებინეთ და ``დამასვენეთ``.,უფრო სწორად ამომასუნთქეთ,რომ გავიაზრო და შევისვენო.არადა არ მინდა რომ დაცხრეს ემოცია წამითაც კი და გონება ჩაირთოს,მინდა ბოლომდე ცეცხლოვანი-ლექსი მეწყერი.:)
იმდენად იშვიათია მამაკაცური მუხტით და ენერგეტიკით გაჯერებული ლექსები. და იმდენად ბევრია მონაზო,მოცისფრო პოეზია,რომ მაპატიეთ და მე მკითხველს მაქვს ამის ``კაპრიზი`` .
დიდი ემოციის ბოლომდე გაუნელებლად მიტანა ლექსში ეს ოსტატობაა.დიდი ემოციის და მუხტის ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ლექსი დიდი ოსტატობაა. ემოციის დაცხრომა სწორად -ესეც ოსტატობაა. ისე არის კიდევ ვარიანტი- ფინალში როცა ვითომ !!!მწირი და დამცხრალი ემოციაა- რეალური განცდის შესანიღბავად .და ამას მკითხველი თვითონ უნდა მიხვდეს.
24. კორექტურა: მიშას მთელ მძლავრმუტიან.... კორექტურა: მიშას მთელ მძლავრმუტიან....
23. სიცოცხლეს, ძვლებზე შემოცმულ ტკივილს, ზოგი პოეტი ისე მიდის ამ ქვეყნიდან ერთ ასეთ სტრიქონს ვერ ტოვებს. მიშა მთელ მძლავრმუხტიან პოეზიაზე რომ არაფერი ვთქვათ. 55555555555555555 ორივე შესანიშნავი ლექსია, ოდნავ ალბათ მეორე ვარიანტი სჯობს! კიდევ ერთხელ ჩემი პატივისცემა ავტორისა და ადრესატის უმაღლეს პოეზიას!!! სიცოცხლეს, ძვლებზე შემოცმულ ტკივილს, ზოგი პოეტი ისე მიდის ამ ქვეყნიდან ერთ ასეთ სტრიქონს ვერ ტოვებს. მიშა მთელ მძლავრმუხტიან პოეზიაზე რომ არაფერი ვთქვათ. 55555555555555555 ორივე შესანიშნავი ლექსია, ოდნავ ალბათ მეორე ვარიანტი სჯობს! კიდევ ერთხელ ჩემი პატივისცემა ავტორისა და ადრესატის უმაღლეს პოეზიას!!!
22. ლალის:
მსგავსი რამ არასოდეს გამიკეთებია! მაგრამ ახლა დავუშვი გამონაკლისი! დავწერე ამ ლექსის ახალი ვარიანტი - ე.წ. "ლალის ვარიანტი"! იყოს ესეც აქ! საინტერესო იქნებოდა მკითხველთა აზრი ამ ცვლილებაზე!
პოეტი - სევარიონ ნადირაძეს (გადამუშავებული ვარიანტი)
ბედს, მოღერებულს ცეცხლის მათრახით, რომ ტოვებს მხოლოდ სისხლს და იარებს, როგორც კაცობას ვიღაც ჩათლახის დავადგი ფეხი და გავიარე...
ჟამს, ეკლიანით მომდგარს დაფნებით, ძელზე რომ გაკრავს ძარღვებში დახსნილს, შემოვალეწე ყალბი აბრები, შემოვაგინე ამ გარყვნილ თახსირს.
ცხოვრებას, მომდგარს ეჭვით, მუქარით, სულ რომ ძირშივე თხრიდა იმედებს, მივაგდე ფურთხი, ვით საჩუქარი, სხვა ვერაფერი ვერ გავიმეტე!
სიცოცხლეს, ძვლებზე შემოცმულ ტკივილს, როგორც ყველაზე უვარგისს, ურგებს, ზიზღის დავთართა მთელი არქივი შევაყარე და ვაქციე ზურგი...
და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... აწ ვისაც რა სურს, ის თქვას და ჯღაბნოს მიეზღოს კიდეც დამსახურებით!..
ამ წასვლას მხოლოდ შვებით ვიგონებ და ეს ამბოხიც არ მენანება, მე გადამარჩენს ჩემი სტრიქონი - სამყაროს ლინგზე შეჭრილი ვნება!..
ლალის:

21. მოფერებასაც ნიჭი უნდა... გაიხარეთ ორთავემ. მოფერებასაც ნიჭი უნდა... გაიხარეთ ორთავემ.
20. და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
555 და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
555
19. და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
უფ!!! ფანტასტიურიააა!!! არა რაა მერამდენედ ვთქვა? ;;) უბადლოოოო!!!! :-* და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
უფ!!! ფანტასტიურიააა!!! არა რაა მერამდენედ ვთქვა? ;;) უბადლოოოო!!!! :-*
18. ლალი:
მე კიდევ ის მაკვირვებს, რა წვდომა გაქვთ ლექსის, პოეზიის! როგორ კარდიოგრამულად აღიქვამთ სტრიქონის, ფრაზის სულ უმნიშვნელო პულსირებასაც კი!
საერთოდ, მომწონს თქვენი კომენტარები, რაც არ უნდა მწვავე და მწარე იყოს, იმიტომ, რომ მათში კომენტატორის ალღოს, ინტუიციას ვგრძნობ!
რაც შეეხება ამ ლექსს. ის მიძღვნაა! ეძღვნება პოეტს - სევარიონ ნადირაძეს, რომელსაც არაერთი გულისტკენა მიაყენეს საიტზე! მეტიც: ეს ლექსი, ზოგადად, პოეტს ეძღვნება, რომლისთვისაც დაუმსახურებელი ტალახი ბევრს გულუხვად შეუძლია აფრქვიოს! იქმნება ერთგვარად პარადოქსული ვითარება: პოეტი მიარღვევს ყოველდღიურობის ბნელ ლაბირინთს, არ ეპუება ცხოვრებისეულ ქარიშხლებს, ცდილობს შექმნას თბილი, სათუთი და სიყვარულით სავსე ლექსები. ცხადია მას ყავს მომწონებლებიც, მაგრამ საკმარისია ერთი წვეთი შხამი, რომ "ლექსის კაცი" სრულ აპათიაში აღმოჩნდეს...
აი, რატომ ეცემა ამ, ერთი შეხედვით, ცეცხლოვანი, მუხტიანი და ბობოქარი ლქსის პათოსი ასე უცებ, ასე მოულოდნელად... აი, რატომ ცივდება ემოცია!..
ეს ლექსის შენების ჩემეული ხერხია და იგი, რათქმა უნდა, საგანგებოდ მოვიშველიე, რომ პოეტის განწყობის ცვალებადობა მეჩვენებინა გარე ფაქტორთა ზემოქმედებისას!
ეს ისე, განმარტებისთვის. ეს არ არის კამათი.
ერთადერთი, რაშიც ვერ დაგეთანხმებით, არის ის, რომ ბოლო, ფინალური სტროფის ორ სტრიქონზე წერთ: არაგულწრფელიაო! არ არის ასე! შეიძლება რაღაც ისე ვერ ავკინძო სათქმელში, მაგრამ ჩემი სიტყვა მაინც ყოველთვის გულწრფელია! ამაში, უბრალოდ, უნდა მენდოთ! სხვანაირად მე არ შემიძლია ჩემი გულწრფელობა ვინმეს დავუმტკიცო!
საუკეთესო სურვილებით
-----------------------------------
აქვე მინდა, მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც არ დაიზარა, წაიკითხა ეს ლექსი და თავისი აზრიც გამოთქვა!
ლალი:

17. კარგი მიძღვნაა.5 კარგი მიძღვნაა.5
16. და დედამიწას,როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები.... მე,საქარათველოვ,მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები............................... მშვენიერია........................................
წარმატებას გისურვებ!!! და დედამიწას,როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები.... მე,საქარათველოვ,მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები............................... მშვენიერია........................................
წარმატებას გისურვებ!!!
15. ძლიერი ლექსია ბატონო.5 ძლიერი ლექსია ბატონო.5
14. 555555
უძლიერესია.
კარგი მიძღვნაა
და
საერთოდ მაგარი ლექსია! 555555
უძლიერესია.
კარგი მიძღვნაა
და
საერთოდ მაგარი ლექსია!
13. ორი კარგი პოეტი :) 555 ორი კარგი პოეტი :) 555
12. ლადო ასათიანის სიტყვა გამახსენდა: ამ უხეირო ლექსების გარდა, რას გავუკეთებ მე საქართველოს? ლადო ასათიანის სიტყვა გამახსენდა: ამ უხეირო ლექსების გარდა, რას გავუკეთებ მე საქართველოს?
11. ჩემთვის საინტერესო მართლაც და კარგი ლექსი!!! მართლაც ვაჟკაცური, როგორც სხვა შენი ლექსები!!! გაიხარე შენა!!! კარგიხ ხარ!!! ჩემთვის საინტერესო მართლაც და კარგი ლექსი!!! მართლაც ვაჟკაცური, როგორც სხვა შენი ლექსები!!! გაიხარე შენა!!! კარგიხ ხარ!!!
10. მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები... 5 მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები... 5
8. და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
ძალიან კარგი ლექსია,ძალიან კარგი ფინალით! და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
ძალიან კარგი ლექსია,ძალიან კარგი ფინალით!
7. მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
ყოველთვის ძალიანკარგი!...:)
მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
ყოველთვის ძალიანკარგი!...:)
6. პატივისცემა ავტორს და ადრესატს.
ბატონო მიშა იმდენად დიდი მამაკაცური ენერგეტიკა,ქარიზმა , და მუხტია ლექსში.იმდენად დიდი მაგნეტიზმი ავტორის.მეხუთე სტროფამდე .და უცებ ცივი წყალი გადამასხით,მკითხველს ''წავედ... რომ მივხვდი ეს სტრიქონები, სუფთა, ფაქიზი, ვით მინანქარი''სრულიად გააციეთ ეს ემოცია .ლექსის მუხტი ნულამდე დაწიეთ და ''ესმოდა არვის და გაგონებაც კი არ უნდოდათ აქ ჩემი ქნარის!..''ამ სტრიქონების მერე არანაირი სურვილი ლექსის წაკითხვის აღარ მქონდა. ''და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები'' ეს სულ სხვა '';ოპერიდანაა'' ასე ვთქვათ და'' მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები'' ამით სულ გამიფუჭეთ ყველაფერი.ბანალური და არაგულწრფელი.მეტიც ხელოვნურია ფინალი ჩემთვის.
არადა როგორი ძარღვიანი,ძლიერი ,სავსე ლექსია-ანუ ის 4 კუპლეტი. დაუმცხრალი მუხტი ვერ წაიღო ლექსმა ,თუ ეს სპეციალურადაა?მაშინ მშვიდ სუნთქვაში თანდათან უნდა წაგეღოთ ლექსი.
ემოციის ბოლომდე მიტანისთვის ავტორს ნიჭიც,ოსტატობაც და შესრულების ტექნიკაც არაჩვეულებრივი აქვს არადა.
არადა ლადო ასათიანს და მხოლოდ რამდენიმე პოეტს აქვთ ხოლმე მხოლოდ ასეთი ძლიერი,მამაკაცური ენერგეტიკის ლექსები.
თქვენი ლექსებიდან ბოლოსწინა ლექსი და ამ ლექსის 4 კუპლეტი-ძალიან გამოვარჩიე.
პატივისცემა ავტორს და ადრესატს.
ბატონო მიშა იმდენად დიდი მამაკაცური ენერგეტიკა,ქარიზმა , და მუხტია ლექსში.იმდენად დიდი მაგნეტიზმი ავტორის.მეხუთე სტროფამდე .და უცებ ცივი წყალი გადამასხით,მკითხველს ``წავედ... რომ მივხვდი ეს სტრიქონები, სუფთა, ფაქიზი, ვით მინანქარი``სრულიად გააციეთ ეს ემოცია .ლექსის მუხტი ნულამდე დაწიეთ და ``ესმოდა არვის და გაგონებაც კი არ უნდოდათ აქ ჩემი ქნარის!..``ამ სტრიქონების მერე არანაირი სურვილი ლექსის წაკითხვის აღარ მქონდა. ``და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები`` ეს სულ სხვა ``;ოპერიდანაა`` ასე ვთქვათ და`` მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები`` ამით სულ გამიფუჭეთ ყველაფერი.ბანალური და არაგულწრფელი.მეტიც ხელოვნურია ფინალი ჩემთვის.
არადა როგორი ძარღვიანი,ძლიერი ,სავსე ლექსია-ანუ ის 4 კუპლეტი. დაუმცხრალი მუხტი ვერ წაიღო ლექსმა ,თუ ეს სპეციალურადაა?მაშინ მშვიდ სუნთქვაში თანდათან უნდა წაგეღოთ ლექსი.
ემოციის ბოლომდე მიტანისთვის ავტორს ნიჭიც,ოსტატობაც და შესრულების ტექნიკაც არაჩვეულებრივი აქვს არადა.
არადა ლადო ასათიანს და მხოლოდ რამდენიმე პოეტს აქვთ ხოლმე მხოლოდ ასეთი ძლიერი,მამაკაცური ენერგეტიკის ლექსები.
თქვენი ლექსებიდან ბოლოსწინა ლექსი და ამ ლექსის 4 კუპლეტი-ძალიან გამოვარჩიე.
5. როგორც ყოველთვის :) როგორც ყოველთვის :)
4. და სიყვარულად დაგეხურები... 5555555555555555555555.......... magram ver vwer xutebs. და სიყვარულად დაგეხურები... 5555555555555555555555.......... magram ver vwer xutebs.
3. და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
ლამაზი სტროფია.
და დედამიწას, როგორც უდაბნოს, დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები... მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
ლამაზი სტროფია.
2. მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
+2!!!! მე, საქართველოვ, მოვალ სულ სხვა დროს და სიყვარულად დაგეხურები...
+2!!!!
1. საუკეთესო სურვილებით ბატონო მიხეილ. ვეტრფი თქვენს შემოქმედებას. მადლობა ერის სახელით! საუკეთესო სურვილებით ბატონო მიხეილ. ვეტრფი თქვენს შემოქმედებას. მადლობა ერის სახელით!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|