ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2009


პოეტი

                        სევარიონ ნადირაძეს

ბედს, მოღერებულს ცეცხლის მათრახით,
რომ ტოვებს მხოლოდ სისხლს და იარებს,
როგორც კაცობას ვიღაც ჩათლახის
დავადგი ფეხი და გავიარე...

ჟამს, ეკლიანით მომდგარს დაფნებით,
ძელზე რომ გაკრავს ძარღვებში დახსნილს,
შემოვალეწე შავი აფრები,
შემოვაგინე ამ გარყვნილ თახსირს.

ცხოვრებას, მომდგარს ეჭვით, მუქარით, 
სულ რომ ძირშივე შანთავს იმედებს,
მივაგდე ფურთხი, ვით საჩუქარი,
სხვა ვერაფერი ვერ გავიმეტე!

სიცოცხლეს, ძვლებზე შემოცმულ ტკივილს,
როგორც ყველაზე უვარგისს, ურგებს,
ზიზღის დავთართა მთელი არქივი
შევაყარე და ვაქციე ზურგი...

და დედამიწას, როგორც უდაბნოს,
დააჩნდა მგოსნის ნაფეხურები...
აწ ვისაც რა სურს, ის თქვას და ჯღაბნოს
მიეზღოს ყველას დამსახურებით!..

ამ წასვლას მხოლოდ შვებით ვიგონებ
და ეს ამბოხიც არ მენანება,
მე გადამარჩენს ჩემი სტრიქონი,
მარადისობას რომ ექანება!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები