სიზმარია, ცხადი ნურვის ეგონება. მაშინ ვაჟას ვკითხულობდი მიწყივ. მაგიდაზე, სასთუმალთან - ყველგან მხოლოდ მისი წიგნებიღა მეწყო.
ჰოდა, სტუმრად ვეახლი მგოსანს, შინ არ დამხვდა. ტყეშიაო, - ცოლმა.- სამფეხაზე მიმითითა. დავჯექ. მზერა დამწვა უმალ ბუხრის ბოლმა.
ღარიბული იყო მგოსნის ქოხი. - როდის მოვა? - ვკითხე დიასახლისს. - ალბათ მალე. ფიჩხისათვის არის გორს შემხდარი, ემა უკან სახლის.
სანამ ქალი ამბავს გამომკითხდა, ვინაობას დაადგენდა ჩემსას, უცნაურად ჩამობნელდა გარეთ, კუნაპეტით სივრცე დაიკემსა.
და ასევე უცნაურად უცებ გამოირღვა კედლის ყორე მყარი და... ოთახში შემოვიდა ვაჟა შემოიღო შეშიანი მხარი...
და განათდა ბნელი უცნაურად, მთელს მის პროფილს ნათელი რამ ახლდა... - ეს ვინ არის? - შეეკითხა ჯალაბს და მოვიდა გოლიათი ბალღთან.
- ფშაველია, ილტოს ხეობიდან, - უპასუხა ქმარს დიაცმა უმალ. მე კი თრთოლვით ერთ ადგილას ვდგავარ და შემკთრთალი ბაგეები დუმან.
გაეღიმა თვალდავსებულ მგოსანს - ვიცი, ვიცი, - თქვა და მხარზე ხელი შემომხვია, - მე ამ ყმაწვილს ვიცნობ და ვპატრონობ, როგორც ახლობელი...
მერე ბუხრის ღადარს მოუჩხრიკა, მიუმატა წიფლის ნახეჩები, აგიზგიზდა ცეცხლის ალი მყისვე, გაანათა ტახტის ხალიჩები.
გაანათა თახჩები და ჭერი, ხის მაგიდა, მაგიდაზე წიგნი, სინათლეში ჩაიძირა სრულად ვინც იყო და რაც რამ იყო ირგვლივ...
გამეღვიძა... კვლავ სასწაულს ვები, აღარაფრით აღარ დამეძინა... და მომყვება ეს სიზმარი დღემდე ნაზმანები მთებში წლების წინათ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. გაეღიმა თვალდავსებულ მგოსანს - ვიცი, ვიცი, - თქვა და მხარზე ხელი შემომხვია, - მე ამ ყმაწვილს ვიცნობ და ვპატრონობ, როგორც ახლობელი...
მაგარია გაეღიმა თვალდავსებულ მგოსანს - ვიცი, ვიცი, - თქვა და მხარზე ხელი შემომხვია, - მე ამ ყმაწვილს ვიცნობ და ვპატრონობ, როგორც ახლობელი...
მაგარია
38. ადრე წავიკითხე და მომეწონა! 5 ადრე წავიკითხე და მომეწონა! 5
36. დიდება მგოსნებს:) დიდება მგოსნებს:)
35. :)მოკითხვა. :)მოკითხვა.
34. ცბიერებით, იქნებ, მართლაც, რაც ღმერთმა არ დამანათლა, ვერ გაჯობო, მაგრამ მაინც არ გექნება ლექსში "ჩათვლა", რადგან სანამ ინკოგნიტოდ ივლი, გელის ხორცთა ათლა! პირიც სხვისკენ მიბრუნდება, მზერაც სხვისკენ - ცხად და ნათლად!
:) ცბიერებით, იქნებ, მართლაც, რაც ღმერთმა არ დამანათლა, ვერ გაჯობო, მაგრამ მაინც არ გექნება ლექსში "ჩათვლა", რადგან სანამ ინკოგნიტოდ ივლი, გელის ხორცთა ათლა! პირიც სხვისკენ მიბრუნდება, მზერაც სხვისკენ - ცხად და ნათლად!
:)
33. ვერ მაჯობებ ილტოელო ცბიერი ვარ მეტად შენზე სჯობს თვალებში შემომხედო პირი მიგაქვს გან-გან, გვერდზე. ილტოს უთქვამს: "სწრაფი ორო"! გულში ფიქრობს : შე, ცბიერო ალბიონო!
ვერ მაჯობებ ილტოელო ცბიერი ვარ მეტად შენზე სჯობს თვალებში შემომხედო პირი მიგაქვს გან-გან, გვერდზე. ილტოს უთქვამს: "სწრაფი ორო"! გულში ფიქრობს : შე, ცბიერო ალბიონო!
32. ცქმუტვა-ცქმუტივით ალბიონო, ვის გსურს მოედაფიონო? ვავა ვავას მოძახილით გსურს რომ გამააფიორო? შენ გითქვია: ცბიერი ორ! ილტოს უთქვამს; სწრაფი ორო!
:) :)) =)) ცქმუტვა-ცქმუტივით ალბიონო, ვის გსურს მოედაფიონო? ვავა ვავას მოძახილით გსურს რომ გამააფიორო? შენ გითქვია: ცბიერი ორ! ილტოს უთქვამს; სწრაფი ორო!
:) :)) =))
31. იმის მერე (მერე* გამომრჩა)
მაპატიეთ იმის მერე (მერე* გამომრჩა)
მაპატიეთ
30. აღარაფრით აღარ დამაძინა ილტოს პირზე შეჩენილმა სევდამ იმის დავდივარ და ვცქმუტავ: ვაი დედა, ვაი დედა, დედააა....
:)) :)) :)) აღარაფრით აღარ დამაძინა ილტოს პირზე შეჩენილმა სევდამ იმის დავდივარ და ვცქმუტავ: ვაი დედა, ვაი დედა, დედააა....
:)) :)) :))
29. სიზმარააა :) მოკლედ, სიზმრებშიც მაგარი ხარ! :-* სიზმარააა :) მოკლედ, სიზმრებშიც მაგარი ხარ! :-*
28. და ასევე უცნაურად უცებ გამოირღვა კედლის ყორე მყარი და... ოთახში შემოვიდა ვაჟა შემოიღო შეშიანი მხარი... და ასევე უცნაურად უცებ გამოირღვა კედლის ყორე მყარი და... ოთახში შემოვიდა ვაჟა შემოიღო შეშიანი მხარი...
26. და ასევე უცნაურად უცებ გამოირღვა კედლის ყორე მყარი და... ოთახში შემოვიდა ვაჟა შემოიღო შეშიანი მხარი...
აი აქ ფრომ გამაჟრიალა ბოლომდე მიმყვამერე ....;) :-* 5555555555555 და ასევე უცნაურად უცებ გამოირღვა კედლის ყორე მყარი და... ოთახში შემოვიდა ვაჟა შემოიღო შეშიანი მხარი...
აი აქ ფრომ გამაჟრიალა ბოლომდე მიმყვამერე ....;) :-* 5555555555555
24. ეჰ, მიშა! ნამდვილად მშურს შენი, მე ამასწინათ მეზობელი არტურა დამესიზმრა ვალს მთხოვდა, შენ ქართველი გენიოსი! ლექსი რა თქმა უნდა მოსაწონი.55555 ეჰ, მიშა! ნამდვილად მშურს შენი, მე ამასწინათ მეზობელი არტურა დამესიზმრა ვალს მთხოვდა, შენ ქართველი გენიოსი! ლექსი რა თქმა უნდა მოსაწონი.55555
22. კარგი ლექსია ! კარგი ლექსია !
21. დაუვიწყარი სიზმარი მშვენიერ ლექსად!.. დაუვიწყარი სიზმარი მშვენიერ ლექსად!..
20. უი, სიზმარი გინახავთ? ახლა ჩავწვდი თქვენი სიტყვების აზრს, რომ
"დაისთან კამათის აზრს მე ვერ ვხედავ, რადგან ვაჟა მას, როგორც ჩანს, ჯერ ისევ "ტყაპუჭიან" გლეხად" წარმოუდგენია, რომელიც "საბრალო პანთეიზმს" ვერ გასცილებია!"
უი, სიზმარი გინახავთ? ახლა ჩავწვდი თქვენი სიტყვების აზრს, რომ
"დაისთან კამათის აზრს მე ვერ ვხედავ, რადგან ვაჟა მას, როგორც ჩანს, ჯერ ისევ "ტყაპუჭიან" გლეხად" წარმოუდგენია, რომელიც "საბრალო პანთეიზმს" ვერ გასცილებია!"
19. ზრაპარივითაა...ოღონდ აქ, დევის მაგაივრად ვაჟა..555555. - ეს ვინ არის? - შეეკითხა ჯალაბს და მოვიდა გოლიათი ბალღთან. ზრაპარივითაა...ოღონდ აქ, დევის მაგაივრად ვაჟა..555555. - ეს ვინ არის? - შეეკითხა ჯალაბს და მოვიდა გოლიათი ბალღთან.
18. მოგიკითხეთ დიდი სითბოთი.
ლამაზი ლექსიიი! მოგიკითხეთ დიდი სითბოთი.
ლამაზი ლექსიიი!
17. ძალიან დადებითი, ზღაპრული და სასიამოვნო ლექსი :)
ალალია თქვენზე ეს სიზმარი :)
პ.ს. ნეტა რას უნდა ნიშნავდეს? :) :) :) ძალიან დადებითი, ზღაპრული და სასიამოვნო ლექსი :)
ალალია თქვენზე ეს სიზმარი :)
პ.ს. ნეტა რას უნდა ნიშნავდეს? :) :) :)
16. რა კარგი სიზმარია.... ლექსი მომეწონა ძალიან... რა კარგი სიზმარია.... ლექსი მომეწონა ძალიან...
15. ლექსებ-სიაზმარიანი :) 555 ლექსებ-სიაზმარიანი :) 555
14. 5555555555555 5555555555555
13. საინტერესო სიზმარია, ლექსიც :) საინტერესო სიზმარია, ლექსიც :)
12. 555555555555 555555555555
11. :) რა კარგი სიზმრის მინისტრი გყოლიათ, მიშა ბატონო, თქვენ! :)))))) მოკითხვა ბერეთელისგან! :) რა კარგი სიზმრის მინისტრი გყოლიათ, მიშა ბატონო, თქვენ! :)))))) მოკითხვა ბერეთელისგან!
9. საინტერესოა... საინტერესოა...
8. ეს უბრალოდ სიზმარი კი არა, უფლის მადლის გადმოსვლაა შენზე, მხარზე ხელი რომ შეგახო ვაჟამ, და ნათელი დაგეფინა მძებნელს..... :) ღმერთმა დაგლოცოს.... ვაჟას პოეზიის მადლმა.... ;) ეს უბრალოდ სიზმარი კი არა, უფლის მადლის გადმოსვლაა შენზე, მხარზე ხელი რომ შეგახო ვაჟამ, და ნათელი დაგეფინა მძებნელს..... :) ღმერთმა დაგლოცოს.... ვაჟას პოეზიის მადლმა.... ;)
7. kargia, raga tqma unda. :) 2 kargia, raga tqma unda. :) 2
6. ეგრე გეხვევა მკითხველი, როგორც ფუტკარი ფიჭასო. ამაზედაა ნათქვამი: ლომი კი არ წერს,გლიჯავსო! ეგრე გეხვევა მკითხველი, როგორც ფუტკარი ფიჭასო. ამაზედაა ნათქვამი: ლომი კი არ წერს,გლიჯავსო!
5. მოგიკითხეთ ბატონო მიშა! სიზმრის გადამისამართება ხომ არ გეხერხებათ? მეც მინდა ვაჟას ქოხის სურნელს ვეზიარო მოგიკითხეთ ბატონო მიშა! სიზმრის გადამისამართება ხომ არ გეხერხებათ? მეც მინდა ვაჟას ქოხის სურნელს ვეზიარო
4. ოო, ღვთაებრივი ვაჟა დაგსიზმრებიათ, გფარავდეთ იმ ქვეყნიდან თქვენც, მეც და ყველა მის მოყვარულს! +2!!! ოო, ღვთაებრივი ვაჟა დაგსიზმრებიათ, გფარავდეთ იმ ქვეყნიდან თქვენც, მეც და ყველა მის მოყვარულს! +2!!!
3. რა კარგი სიზმარია! რა კარგი სიზმარია!
1. - ფშაველია, ილტოს ხეობიდან, - უპასუხა ქმარს დიაცმა უმალ. მე კი თრთოლვით ერთ ადგილას ვდგავარ და შემკთრთალი ბაგეები დუმან.
...უდაოდ კარგი პოეტია ყველა ფშაველი ;;) - ფშაველია, ილტოს ხეობიდან, - უპასუხა ქმარს დიაცმა უმალ. მე კი თრთოლვით ერთ ადგილას ვდგავარ და შემკთრთალი ბაგეები დუმან.
...უდაოდ კარგი პოეტია ყველა ფშაველი ;;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|