ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2009


მაინც ელავენ...

მაინც ელავენ ჩემი თვალები
ზღვით და სიცოცხლით,
თუმც კი ცდილობენ,
თავს მომარგონ ეკლის გვირგვინი,
ჩამომიბნელონ ჰორიზონტი
და ჩამაცეცხლონ
შხამი, რომელსაც მიირთმევენ
ხოლმე იგინი...

მაგრამ მე ქნარით, მხიარულით,
ღიმილიანით,
ვმღერი სიმღერას
მიღმეთიდან მიღმეთისაკენ,
სულს მიალერსებს
მირიადი თეთრი ღიღილო
და მზეც, რომელიც გამიწიეს,
შემოვისარკე...

არაფერია,
არ იდარდო, ჩემო ფერია,
მე ვერ დამფარავს
ეს დორბლები, ქვები, ტალახი...
კვლავ სიყვარულზე
სტრიქონები ჩემი მღერიან,
რითიც მებრძვიან,
უძლურია ის იარაღი...

რადგან სუფთაა
ჩემი გული და ჩემი სუნთქვა,
როგორც კრაველი,
ცის სამანთან ფხოვის ეთერის,
პოეზიაა -
მე მინდოდა ამისი სულ თქმა -
და შენი სახე
მხოლოდ ჩემი გადამკვეთელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები