ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სემი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2010


Insight

ათასჯერ შეკეთებულ სკამზე მოქანცვით მთვლემს
და დრეზდენში დახვრეტილი. რიგითი ებრაელივით დაუცველი ვარ..
ამ დაუმახსოვრებელ ქალაქში თავისუფლება არ არსებობს..

ნუ იხსენებ ხმებს.
რომლებიც გადარჩენაზე საუბრით გრევენ.

შენ მშობიარობ გაზაფხულს.
საკვამურების თავზე..
და მღვიძარემ აკრიფე ხელები ჩემი ტანიდან
რაშიც არ ბუდობს კულტურა.
აქ მხოლოდ ნიკოტინია შენი თითებიდან ჩემი პლევრას გავლით.
უყურე ძილამდე  შენ უნაპირო თეძოებს
ტელევიზორის ამ დაკაწრულ ეკრანში
როგორ ემსგავსები ოკეანეს,
იენ კერტისის ფონზე..
როცა მაკვირდები ფანჯრებით,
რომლებსაც უმოწყალოთ გიმსხვრევს
ქარი სახლიდან.
როცა მაკვირდები, როგორ ვცხოვრობ
უთოვლო იანვარის  ხეების  ქვეშ
ამ ბიბლიური სანდლებით.
როცა ჩამომყურებ ჩავარდნილი მკლავების მოძრაობებით,
თუ  როგორ ვეწევი შენი ოფლიანი მუხლების  კოლიზეუმში 
ულიმიტო თამბაქოს.
აანთე შუქი!
სადაც მე არ გეძახი;
არყოფნის თავშესაფარს.

მერე გადაიღალე,
ან ილოცე ჩემი კედლის მკვიდრში.
რომ არ ისმოდე.

გავდივარ ქუჩაში -
ჰაკუსენის წაქცეული მარტის წვიმებით,
საგანგებოდ გადაპარსული თავით,
ორი გაცვეთილი ჩექმით,
პიჯაკის გამორღვეულ ჯიბეეში გამთბარი ხელებით.
და ჩავდივარ მეტროში.
სადაც ჩემი შიდახედვის გაჩერებული ეგო,
გრძელი გზის კითხვას მიმეორებს:
-მივედით?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები