ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2010


კონსერვატორული სერენადა

ახლა წერენ,რომ:
ზედმეტია ეს სიყვარული,
რომ დადგა სხვა დრო
და ლექსისაც უკვე საგანი
სულ სხვა რამეა,
რომ ცხოვრების მთელი მარილი
არის გარემო ფსკერის,ჭუჭყი,კვდომა,ნაგანი.

რომ სუფთა სტრიქონს
გაუვიდა ყავლი,მაზანდა,
რომ ეს რითმებიც,
როგორც ფუჭი მარგალიტები,
დროა,მივყარო დახურულთან,
სადმე ბაზართან,
თორემ უთუოდ,ვით პოეტი, გავიღლიტები...

იცვალა ხალხი,
მიმართებაც იცვალა ხალხში:
კაცი კაცს,
ქალი ქალს დაეძებს, როგორც მიჯნური,
და ფატალურად მოთუხთუხე ვნების წიაღში
ერთმანეთზეა ცოდვა-მადლი გადახინჯული.

მაგრამ რადგანაც
მე ისედაც პროვინციელი
ვიყავი,
ვისაც არ ესმოდა ქალაქის ეს ხმა,
შენი თვალების გამახელებს ისევ ციალი
და მომინდება კვლავ რითმების რითმებზე შესხმა!

კვლავ უშენობა ამიდუღებს სისხლსა და სხეულს,
ისევ ტრფიალის მომაქანებს შენსკენ მისანი,
დარჩება კვლავაც სიყვარული ჩემს ლექსს სახელად
და შენ იქნები ისევ ჩემი ლტოლვის მიზანი...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები