ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2010


ვალი

ვიღებ და ვიღებ ვალებს ვალებზე,
გაგიკვირდებათ: ვცხოვრობ ვალებით!
ვალით შევიძენ ალბათ კუბოსაც,
ჟამსა მას ჩემსა გარდაცვალების!

თავს მახსენებენ მევალეები
და ახალ ვალით ვფარავ ძველ ვალებს
და ცრემლიანით ვუცქერ თვალებით
უიმედობის მაღალ მწვერვალებს...

გაჭირდა ძლიერ: ნათესავებშიც,
მეგობრებშიც და ახლობლებშიაც
ვალის აღებაც ვეღარ ხერხდება,
დღეს არა მხოლოდ თურმე მე მშია!

ღმერთმანი, არ ჰგავს ეს არსებობა
ცხოვრებას და თუ არ ვიკლავ ჯერ თავს, -
არ მინდა გამყვეს მევალეების
რისხვა, რომელიც ჯოჯოხეთს შემრთავს!..

თან მეცოდება ყველა, ვინც უნდა
მოვიდეს ცხედრის მხრებზე გადებად,
რადგან ვიცი, რომ მათაც, ჩემსავით,
ვალით მოუწევთ ფულის დადება...

ვალი მაქვს ზეცის, ღმერთის, მავანის,
უფრო კი მაინც შენი ვალი მცრის,
და ვარ პოეტი ვალით მავალი,
რომელმაც, რა ქნას, უკვე არ იცის!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები