ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2010


ფიფქები

ფიფქებად ვიქეცი...
და დავეთოვე დედამიწას,
რომ:
ცხოვრების სევდიანი ერთფეროვნება
გამელამაზებინა შენთვის...
რომ შემძლებოდა,
ასე ღიად და ცხადად,
მარგამ სხვებისაგან შეუმჩნევლად და დაუძრახველად,
მოვსულიყავი და მოგფერებოდი...
აი, ახლაც შენთან ვარ, გეალერსები, გადნები სახეზე,
მაგრამ ამას ვერავინ ხედავს,
რადგან ერთი უბრალო,
რიგითი ფიფქი ვგონივარ ყველას...
მე და შენ კი გვიხარია
ერთად ყოფნა და უზომოდ ბედნიერები ვართ...

რა კარგია ზამთარი, არაა?..


ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები