ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2010


ფიფქები, როგორც შენი ღიმილები...

ფიფქები, როგორც შენი ღიმილები,
მოდიან უსასრულო ნიაღვარებად,
სიშორე სულს დაღრღნის ტკივილებით,
ლოდინით უსაზომოდ დავიღალები.

ათოვს მთებს, მაღლებს და შორეულებს,
სპეტაკი მიტკლები ხარბად მი-მოსავენ,
ილტოზე ხეობათა გზა-შარებს,
ვწუხ, ჭირს, შეუძლებელია მი-მოსვლა.

დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ,
ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს,
სულ შენზე სიზმრები ავიჩემე,
გფიქრობ, სოფლის წესებს შევეყარე ისევ.

კარგი იქნებოდა, რა მიჭირდა,
ვიყო ამ სახლში და შენაც გვერდით მყავდე,
მესმოდეს ხმა შენი ნაბიჯების,
და როგორც მანდ მიყვარხარ, ისე მიყვარდე.

გარეთ კი ბარდნიდნენ ფანტელები,
მერე რა, თუ სამყაროს მოვწყდებოდით სულაც,
მისაჩუქრებდა დღის გათენება,
ყოველთვის, შენს მშვენიერ და ძვირფას სურათს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები