ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2010


მახსოვს...

რამდენი წერილი, რამდენი ბარათი,
ვისოცკის სიმღერა ერთგულ მეგობარზე,
შავი ხიზილალა და ჭიქა არაყი,
ლექსი ესენინის წარსულ ეპოქაზე.

ვიხსენებ მარსელს, ვიხსენებ პარიზს,
და თბილი სინათლით პირამდე ვივსები,
(მახსოვს ისიც კი, რის ხსომაც არ ღირს),
ცივი ნორვეგია და ჰენრიკ იბსენი.

მახსოვს ჟორჟ სანდი, თავის ნოანში,
სარტრის უარი ნობელის პრემიაზე,
ერტელის ნაბოძი ბოთლი კონიაკი,
ერიხ მიუზამი და "ციგელ-შტრასე".

მახსოვს წარსული გუშინდელივით,
და ლერმონტოვის ორი დუელი,
მახსოვს ო.ჰენრი, ასტრიდ ლინდგრენი,
ჯორჯ ბაირონი, სენტ-ეგზიუპერი.

მიტანებული სამასოთხმოც წელს,
წუთი წუთზეა სიკვდილს მოველი,
წავალ იმ ქვეყნად... ისევ შევხვდებით...
ჩეიზი, დიუმა, მე და კრომველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები