ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2010


ცხოვრება - ფარსი

ნაბიჭვარია ეს ცხოვრება,
ვიღაც თახსირი,
დღეს რომ გაღიმებს,
ხვალ დაგიდგამს ჯამით სამსალას,
უნდა ვაგინო:
შენი დედაც, ბილწო ახვარო,
რაც ნაგავი ხარ,
ის საშენად გიდევს მასალა!..

ლამის ჩავხედო
იმ ჰადესის ცეცხლიან ორმოს,
თუმც ჯოჯოხეთი
აქაც თავზესაყრელად მარგე,
სიხარულზე რომ ასე მკაცრად
დამიდე ნორმა,
მწუხარებებით ასე უხვად
რატომღა მქარგე?

ეს ერთადერთი -
სიყვარული - მქონდა იმედად,
შენ კი, წყეულო ცინიკოსო,
ამასაც მართმევ...
გამიორგულე,
ერთგულების ვინც ფთილად მედო,
მე - ცრემლად, ის კი
საგულგრილოდ ჩემდა მომართე!..

დიახ, ამაო არის, ვამბობ,
ქვეყნად ყოველი,
მოჩვენებაა, თამაშია,
და ფარსის ცვენა,
უკვე სიკეთეს
არანაირს აღარ მოველი,
აღარც შენ მსურხარ,
არც ეგ შენი ჩათლახი სცენა!..







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები