შესავალი
სამშობლოს ვახტანგის, დავითის, თამარის რაც მტერმა უღმერთოდ ცრემლები ადინა, ზღვად გარდასწვდებოდა ბახტრიდან არანისს, ნიკოფსით დარუბანდს - აგრეთვე ადვილად.
მაგრამ ჭირს ყოველგვარს როგორღაც გავუძლეთ, ხოლო რაც რუსეთმა იმ დღიდან გვარგუნა, სისხლის ტბად ევლება ივერთა ნაფუძრებს და მიდის ლიახვად, ქსანად და არღუნად...
ვერ მოთვლის პოეტი, ვერც მეისტორიე ამბავთა მზარავთა სისრულეს ნუსხებით, ნუ ფიქრობთ დამსხვრევას, თქვენ, ვეფხვის ტორების და სისხლით წმინდანის, ყორნებო, ნუ ძღებით!
თორემ თვით ღვთისმშობელს, ვისიც წილხვედრია, ეს მიწა, შემკული ამდენი ღირსებით, მსაჯულად ურჩხულთა ყავს წმინდა მხედარი და თქვენც სანაცვალო ხვედრით აღივსებით!..
ალექსანდრე ბატონიშვილის სილუეტი
თუკი ისტორია, უმადური, დავთარს დახურავდა შენს სახელთან, მე ჩამოვიდოდი, უბედური, ჩავლილ საუკუნის შესახვევთან!..
რადგან სიყვარულმა მამულისამ მთებში გაგიყვანა შეაბჯრული, როცა მტერი ისე გაგულისდა, რომ სულ გაგვითელა შნო და რჯული...
მიყვარს მრისხანება შენეული, (შემდეგ შამილსაც რომ გადაედო!) თითქოს არც გქონია შიგნეული, ძვლებად სატევარის ვადა გედო!
ბრძოლით გაიარე წელთა გზები და ღვთის კელაპტარად ანთებულად და მტრის წინააღმდეგ დიდი გზნების მებრძოლ გმირად დარჩი, მართებულად.
იასე - 1832 წელი
ფალავანდიშვილ იასეს - ისკარიოტელ იუდას, გამყიდველს თავის ერისას, თავის სამშობლოს ბედის, მტერთან რომ მისრიალდება და ჩუმად ენას მიუტანს, შხამად შეერგოს ნაწოვი ძუძუდან თავის დედის!
როდემდე უნდა, მამულო, ღალატის მსხვერპლი იყო, ვინ იცის, რას გვპირდებოდა დეკემბრის ოცის ღამე!... ოჰ, როგორ გაიხარებდა ბარათაშვილი ნიკო, ცაზე რომ აინთებოდა ცისკარი მოსისხამე!..
ვზივარ, ვკითხულობ ქრონიკებს, ყალყზე მიდგება ბეწვი, მონობის ჩვენის დასაწყისს მის გველურ სვლებშიც ვხედავ, ო, გვაპატიე, უფალო, ესდენ ღალატი შენთვის, მოგვხედე ცოდვილთ, ყოველთა მწევ, ღვთისმშობელო დედავ!..
ილიას ზარები
არა, არ ყოფილა უგანგებო მისი მოვლინება ივერიას, როცა საქართველო უსანგრებო წელში გაეტეხა იმპერიას!
გრაალს სპარაზენი აღარ ახლდა, ენას - ერის სარკეს შემნახავი, სული შავ მანდილად აბალახდა, ნამუსს მოუმრავლდა შემლახავი...
და მან, ვით იესომ, საკუთარი ხალხის სასიკეთოდ ჯვარზე ვნებით, მძლავრად გამოშიგნა საკვეთარით ჩვენი დამონების მაძებრები.
და როს სამკალს უნდა შესდგომოდა, ჩასხდნენ წიწამურთან დამარჯვებით!.. და კვლავ გაუჭირდა შემოდგომა ლუხუმს ლაშარ-გორზე გამარჯვებით!..
გოდება ნიკოლო მიწიშვილისა
მიდიან დღენი და არ მიდიან, არის ნესტი და არის ქაოსი, ქარი მიბერავს მე მთაწმინდიდან და ხმა მომესმის სასაფლაოსი.
არა მწამს ბედის, რადგან არა გვაქვს, თუ გვქონდა, რატომ მოკლეს ილია და იმედები ლელთ-ღუნიასი იმ სიბნელეში რად დაილია?..
თუ გვქონდა ბედი, მაშ ვინ ისურვა, რომ მოშლილიყო ივერთა ფუძე?.. ამ ქვეყნად ყველას მოვძულებივართ და მეც მწადია ზურგით შევბრუნდე!..
ცოდვაში ჩაფლულთ გვიშველე, ღმერთო, გამოიმეტე წყალობა, ცაო, რომ შეიცვალოს ერთხელ დინება და გადათეთრდეს ეს სასაფლაო!..
გრიგოლ რობაქიძე მზეში - 1918-1921 წ.წ. "პატარა ოქროს ხანა"
ქალდეას უფალი დაახვევს ზარნიშებს და ტუჩს მივაკონებ თმით შეკრულ ჯვარს ვაზის, სიკეთით მოვშვილდავ ცხოვრების სანიშნეს და ხელოვანებით გავყვები ჯამბაზის.
მიყურე, მსოფლიოვ, ყმაწვილო დიაცო, სიცოცხლის როგორი ხალისით ვიარო, ესწრაფვის მზის თვალი ჩვენს ლამაზ პიაცცოს და ქვეყნის გამჩენიც ჩვენს ღიმილს ზიარობს!..
ხუთასი იუნკრის ხსოვნას
ცა ბინდნაკრავი, შავი ღრუბლებით რთული, დასტირის კოჯორს, როგორც ჩამოშლილ ციხეს... ტაბახმელასთან მყუდროებაა სრული და კვინიტაძე ბრძამით ჭრილობას იხვევს!..
ჩემო სამშობლოვ, კვლავ გღალატობენ, ვიცი, ეჰ, სანატრელო, სულ ამის შიში გღლიდა!.. კვდება ხუთასი გაუხედნავი კვიცი, როგორც სამასი, კრწანისს არაგვის მხრიდან!..
ვერ მოიშორე შენ ეს მოსისხლე მტერი, მოსიყვარულევ კალამისა თუ ყანის და გეფინება კვლავ ტრამალების მტვერი, ვით შემოსევა მაშინ მონღოლურ მკალის!..
სიკვდილი მარო მაყაშვილსა
იუნკრების საყვარელო მოსანგრევ და მოხალისევ, აი, ახლა კვდები, მაგრამ ქვეყნად მაინც მოხვალ ისევ!
ჯერ სინორჩე თუმცა შენი ცოდვაა, რომ ბნელმა ცვალოს, მაგრამ უფრო განათდები მალე, დედა გენაცვალოს!
როგორ ცივა, როგორ ყინავს, თეთრობს თოვლის მთებზე რვალი, ბზარავს კოჯორს ოცდაერთის სუსხიანი თებერვალი!
შენ კი, ურჩო ქალბატონო, რომ დატოვე კერა თბილი, ღვთისმშობელის დაია ხარ, თუ ბულბული ენატკბილი?
ან მაგდენი ვაჟკაცობა მაგ სუსტ სხეულს სიდან, როგორ? ასე როგორ გამოგცვალა ფრონტმა სიფრიფანა გოგო?!
ფრთხილად, მტერო, გევედრები, აურიე ტყვიას გეზი, შუბოსანი ნუ გგონია, არ მომიკლა ანგელოზი!
ნეტავ, ღმერთო და განგებავ, შეაჩერა ბრძოლის ალი, მაგრამ ვაი... რა მკაცრია სინამდვილე საზიზღარი!..
მაშ იძინე, განგმირულო, გეხურება უფლის კალთა, შენი ქვეყნის სასახელოდ და იმედად მომავალთა...
მორჩა თოვლი და სიმკაცრე ზამთრის შემაზრზენი ჟამის... ჰა, ცივ მკერდზე დაიბნიე სტრიქონები გულმკვდარ მამის!..
გიგლოვს სრულად საქართველო, საუკუნეთ გაენთები, ისტორია ლაჩრებს ხოცავს, არ კვდებიან რაინდები!..
ქაქუცა
უგვანი განთიანდი ოცდაერთის... თვალები გახსნილი გასახელად... თითქოსდა რისხვაა მაღალ ღმერთის კოჯრის თავს... დარიალს... ტაბახმელას...
- მითხარით, რა იქნა, სად წავიდა ქაქუცას რაინდული ნაკვალევი?.. წყალს ამღვრევს ვიღაცა კვლავ თავიდან, წმინდანთა ილეწება სამკალები!..
- ო, საფლავს მაინც თუ მაღირსებენ, შენ გვედრი, საუფლო სამართალო, სანამდე სულს ცოდვით აღვივსებდე, თვითმყოფი მანახე საქართველო!..
გრაალის მსხვრევა - უკანასკნელი ხევისბერი
დანაოჭებულ ხელს უპყრია წაბლის ნერგილე, უძილო ღამეს დაბუშტავს თვალის ქუთუთო, დაძრწის ოცნება ცის კალთაში გადანერგილი, მდინარის პირას დაუგდია წითელ გველს ხვითო...
ხვნეშენ ბაგებთან კურატები დიდი, ძლიერი, ღვთიური ლახტი დაფენია ზოგს ხერხემალზე, გონარეულმა დაუყარა ნიშა ცხენს ქერი, ისევ ჩაფიქრდა საბუხრესთან ღვთაების ვალზე!..
დარდის ღრუბელი დაეხურა მრუმე და სქელი, ძალობს აპნისი, ქარია და ისევ თოვს ხშირად, მისნურად ხვდება ხევისბერი უკანასკნელი, რომ თებერვალი გადააქცევს მასაც ნახშირად!..
ბალადა მიხა ხელაშვილზე
დამშეულ ნადირივით დადიოდა, დამგდები დიაკვნის ანაფორის, თვალთაგან ცრემლები დასდიოდა დასტურად ტკივილის ანაფონის.
ნაბდავდნენ ღრუბლები ახადის მთებს, ჩარგალსაც ნისლებში შეეცურა და საქმეთ, ქაქუცას ნახაზირებთ, არსება იმის შეეწურა...
ვერ მიხვდა, მტერს როგორ აპატიოს მამულის ხიშტებით დაჩოქება, სასწრაფოდ თოფი და ნაბადიო! – იქუხებს და მგლებთან დაჯოგდება!
აოცებს ალიონს შეფიცულთა წითლებთან ბრძოლა და გამკლავება, არაგვის ლოდები გარდაცვლილთა დათლილან საძვალე აკლდამებად.
და გმირის გმირული ისტორია, – მტრები რომ სახავდნენ საფრთხობელად, – დარჩებათ, ვითარცა მისტერია, მოხუცებს შვილებში სათხრობელად.
განახლების ქარიშხლები - სიმღერა ქაქუცა ჩოლოყაშვილზე
დაშვებული კალთა ჩოხის, ხმალი გაჭედილი მატანს, საფრანგეთში გადაჩეხვის მერეც მზეზე გამოატანს.
ისევ ცოცხლობს, ისევ ფეთქავს მისი სული, მისი ნება, კუბოს სარქველს აახეთქავს შორს, ლევილში მისვენება.
გაუტეხელ ფიცით შეკრულ რაზმის სურვილს, გულის ნადებს გამოხედვა მისი ერთგულ თავდადებად გვიწილადებს.
ბრძოლის დაუმცხრალი ჟინით, სწრაფვით გამარჯვების წამთა, ვეღარ დაძლეულა ჭირით ის, რაც ჩოლოყაშვილს სწამდა.
აჟღერდება კვლავაც ქართულ სამფეროვან დროშის ტართან, როგორც გახსენება ამ რთულ დროში ქაშუეთის ზართა.
არაგვს გაწვდებიან ხმანი, ილტოს შემოივლის ექო, ისევ იჭედება ხმალი და სიმღერა საშავლეგო.
და რაინდის უდრეკელი ნების გაგრძელებულ ხაზად ვიბრძვით, საქართველოს ბნელი დღე ვაქციოთ ფიანდაზად.
მივსდევ ატაცებულ სურათს და მიტინგის ნიაღვარი, არა ფიქრობს, თუკი სულაც სიკვდილს გაუხსნია კარი!..
გამზირი ტიტებში, ანუ 9 აპრილის ელეგია
აქ მოდიოდნენ კოლონები ვაშას ძახილით, აქ მტვერწაყრილი საქართველო ვლიდა ბორკილით, აქ მბრძანებლობდა ბელზებელი გაშვერილ ხელით, აქ აღარ ჰქონდათ ასპარეზი გმირებს მორკინალთ!..
აქ გაიღვიძა ივერიის სულმა ბოლოსაც, აქ ზღვა აღელდა და შეერთო მებრძოლის ქუხილს, აქ მთაწმინდიდან ცვარ-ციური მოგვეფოლორცა, აქ ითქვა: - თუ კი ქართველს ქართლი რაიმედ უღირს,
აქ არის ახლა დიდგორი და კრწანისის ველიც, აქ სიკვდილი სჯობს წასვლას, კუდის ამოძუებას, აქ მოფერებას დუშმანისგან ნურავინ ელის, აქ შევეწიროთ თუ გაჭირდა ბედის ძიებას!..
აქ შეკრებილნი ახალგაზრდულ ხალისით სავსე, აქ შეკრებილნი ახალგაზრდულ ჟინის ჩქერებით, აქ შევესწარით ხელ-ბარებით დაჩეხილ ღამეს, აქ ცხრა აპრილი გაირინდა შავ ნამქერებით...
აქ იშვა რწმენა გადარჩენის, სიცოცხლის ნდომის, აქ დაიბადა ხელახალად ყრმა ფართე თვალით, აქ მე აშკარად ვნახე მტრობა ქართველთა ტომის, აქ მე გავიგე ისტორიის ცრუ და მართალი.
აქ ამიტომაც დღეს ასეთი დავდივარ რიდით, აქ ამიტომაც მელანდება იმ ტარიგით მზერა, რომ ერთ ღამეში გავიარე ცხოვრება დიდი და რომ მას შემდეგ გამარჯვების ურყევად მჯერა!
მერაბ კოსტავას
აღმაშენებლის შეგფეროდა სპარაზენობა, იყავ უდრეკი, უშიშარი და მკლავმაგარი, მოურჩენელი ჭრილობაა დღეს უშენობა, ბეწვი კი არა, ამწეწვია ტანზე ჯაგარი!
თმა დაგითოვლა სამშობლოსთვის ბრძოლამ და ომმა, უღვთოდ გაწამეს ღვთისნიერი და ღვთისმმოსავი, ამოიგმინე გალიაში მბრდღვინავმა ლომმა: - გვეყო მონობა, დავანგრიოთ ბორკილი შავი!
გამოგვყვა ერი, დაგიჯერა ვით მამას კეთილს, მაგრამ სიკვდილი ისე გაჩნდა, როგროც იუდა, ვინ უკითხავდა ნეტავ ასეთ ბოროტ გაკვეთილს, რომ შენ მოგადგა, შენ დაგიპყრო, შენი შეშურდა?
ო, რა მწარეა სინამდვილე, მაგრამ რადგანაც სასოწარკვეთის, უსასობის არ გვაქვს უფლება, უნდა აღსრულდეს შენი ნატვრა, როგროც ოსსანა. და აღვიდგინოთ წართმეული თავისუფლება.
ალექსანდრე სულხანიშვილი- უკანასკნელი შეფიცულლი
აჰა, მოვიდა სიკვდილიც, აწყურის მიწა გძირავს, შენ გარდაცვლილი არა ხარ, სხეულს ასვენებ, გძინავს.
მშობლიურ კუთხის ნიავში ჩუმი ალერსი აღწევს, შენ გმირი იყავ, რაინდო, და ვაჟკაცობით სავსე...
ინება ალბათ უფალმა ქაქუცას დროშის ტართან სან-ფრანცისკოში გახიზნულს ცრემლით აგევსო კალთა.
ეღირსე მაინც საყვარელ მზისა და მთვარისა ნათელს, - გამოღვიძებულ მამულს და ბრძოლად შემართულ ქართველს.
აწი საუფლოც ზეცისა, სად წმინდანთ სულნი დიან, მიგიღებს, როგროც სპარაზენს, კაი, ყმას იმედიანს.
ამინ! შენზეა ალალი, თუკი ვინმეზე არის, მიწა- სამოსად სხეულის, სულისთვის – ზეცის კარი.
სიცოცხლე ახალი იწყება, დაუსაბამო, დიდი, ჩვენსა და გმირთა აჩრდილებს შორის რომ გადე ხიდი.
ჩრდილოეთის ლეგატი (1991-1992 წლების სისხლიანი კალო)
დეკემბერ-იანვრის ფანტელს სხვა სუსხი და თოში ახლავს, იმ დღეთა ტკივილი სხეულს ავზნიან ჭლექივით დახრავს.
მაგონებს ის ჟამი შავბნელ ოცდახუთ თებერვლის ზარებს, ასევე გვიმტვრევდნენ სწორედ მაშინაც სიცოცხლის კარებს.
ნამსხვრევად, ფერფლად და ნაცრად ეყარა თბილისი გზებზე, ართობდა პოეტი ლექსით მეომრებს საკუთარ ძმებზე!..
და ლეგატს, ჭაღარით თეთრით, დაღამულს გულით და ზრახვით, ღიმილი აღმოხდა ურცხვად გადამწვარ ქალაქის ნახვით...
დახოცილთ გვამებზე გავლით გაუყვა სავარძლის ბილიკს, არ ქონდა საზღვარი ხორხოცს, ღრეობას, ლაქუცს და ქილიკს.
ემისრებს საკუთარს ჯილდოდ მადლობის სიტყვები ანდო: - კარგად გიომიათ. მომწონს, ყოჩაღი ბიჭები ხართო!..
სიმართლის დროშას კი ეულს ესროდნენ ფურთხსა და ტალახს, ცხრილავდნენ ტყვიების ჯერით, რა იტყვის განცდილს და ნანახს!
შორს კი, დიდ მწვერვალთა იქით, უცხოთა აულში მყოფი, გრგვინავდა მებრძოლი გული - ურვის და წუხილის თოფი!..
ვვლიდი სევდიანი, თალხი, ცრემლით მევსებოდა თვალი, ურცხვად ხარხარებდა მტერი, ქართველთ წმინდა სისხლით მთვრალი...
გმირთა სადიდებელი (8. 08.2008)
გარდაცვლილებო მამულისათვის, სულებს დაღლილებს თქვენსას დიდება, ხუთჯვრიან დროშებს თქვენი გმირობა ლგენდასავით დაეკიდება.
სპარაზენებო აღმაშენებლის, თამარის ცრემლთა მარგალიტებო, შევევედრები თქვენს დიდ აჩრდილებს ცოცხლად დარჩენა რომ მოგვიტევოთ!
ვერ შეგაშინათ რისხვამ რუსისა, ვერც მათმა ბომბმა, ტყვიამ, ყუმბარამ, საქართველოს მკერდს თქვენი გულების ნაპრალებზე რომ გადაუარა...
თქვენ იქ ხართ ახლა, ნედლო სანთლებო, თქვენ იმ სამყაროს ეწარსულებით, სად თავს იყრიან ერთად მართალთა და ვალმოხდილთა წმინდა სულები.
მკვლელობა კოლხეთში - ზვიად გამსახურდია - ტარიგი
ესროლეს ტყვია დაღლილს და მაშვრალს, მოკლეს, გაწირეს მათი გონებით: დავიწყებისთვის, შეჩვენებისთვის, უარყოფისთვის, ცოდვის კონებით!..
მაგრამ გმირები როდი კვდებიან, დრო არის მათი კვლავ დამბადები, გამომჩინები მათი სიქველის, მათი კაცობის და თავდადების...
ჰოდა, მიიღო ისიც მთაწმინდამ, ერის და ბერის სულთქმა-დასტურით, სიმართლეს მაინც სინათლე ერგო ჯილდოდ ამდენ ხანს, ასე ნატრული...
გადაენთება საუკუნეებს სამშობლოსათვის ჯვარზე ნავნები, მისი სახელი, სიტყვა და საქმე მარადისობას დანამგზავრები!..
დასასრულის მაგიერ
თითქოს სატანა ზვერავს ივერთ ბედსა და აწმყოს, მტერი ქართველთა ქედზე უღლებს იმგვარად აწყობს...
ხოლო თუ სადმე გმირი ძლევის ყიჟინის, გრგვინვის გამოგვერევა, უმალ ეკლის დავადგამთ გვირგვინს.
და თვით სამოთხის სადარს, მამულს – წუხილთა მთოვებს, კვლავ მონის უღელს ვადგამთ, კვლავ მონობაში ვტოვებთ...
ღმერთო, გვაღირსე დღეთა ბნელთა გამოცვლა ნათლით, გადმოგვაფარე ცოდვილთ შენი დიადი მადლი...
1990-2010 წ. წ. თბილისი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
49. მიშა, ქართული ჯიგარი გაქვს რა შიგ ჩაქსოვილი! +55555 :) :) მიშა, ქართული ჯიგარი გაქვს რა შიგ ჩაქსოვილი! +55555 :) :)
48. თითოეული ფრაზა ჭეშმარიტად ქართული სულისკვეთებით არის დაწერილ-შექმნილ-აღვსებული! გაიხარე ილტოსპირელო! როგორი აუცილებლად წასაკითხია ეს პოემა ახალი თაობისთვის. ბევრს რასმე შეასწავლის, დააფასებ-გადააფასებინებს მათ. თითოეული ფრაზა ჭეშმარიტად ქართული სულისკვეთებით არის დაწერილ-შექმნილ-აღვსებული! გაიხარე ილტოსპირელო! როგორი აუცილებლად წასაკითხია ეს პოემა ახალი თაობისთვის. ბევრს რასმე შეასწავლის, დააფასებ-გადააფასებინებს მათ.
47. აი მესმის პოეზია! ეს ყველაფერი გენიალურია+777 აი მესმის პოეზია! ეს ყველაფერი გენიალურია+777
46. აი გიგოს სიტყვებს გავიმეორებდი :) სხვა კომენტარი არ წამიკითხავს ..მოგიკითხეთ :) აი გიგოს სიტყვებს გავიმეორებდი :) სხვა კომენტარი არ წამიკითხავს ..მოგიკითხეთ :)
45. მიშა მე სიტყვები არ მყოფნის შენი ქებისთვის!!! თავად პოემა მეტყველებს შენს ქართველობას!!! დიდო პოეტო!!! გაიხარე შენა!!! მიშა მე სიტყვები არ მყოფნის შენი ქებისთვის!!! თავად პოემა მეტყველებს შენს ქართველობას!!! დიდო პოეტო!!! გაიხარე შენა!!!
44. არაჩვეულებრივია, გამაოცე. ყოჩაღ ბალღო, გაკოცეეეეე არაჩვეულებრივია, გამაოცე. ყოჩაღ ბალღო, გაკოცეეეეე
43. ფალავანდიშვილ იასეს - ისკარიოტელ იუდას, გამყიდველს თავის ერისას, თავის სამშობლოს ბედის, მტერთან რომ მისრიალდება და ჩუმად ენას მიუტანს, შხამად შეერგოს ნაწოვი ძუძუდან თავის დედის!
მოვიხიბლე ბატონო მიხეილ! არაჩვეულებრივი ლექსებია! რა შემიძლია ვთქვა გარდა იმისა რომ ბრავო, ბრავო და ბრავო!
ფალავანდიშვილ იასეს - ისკარიოტელ იუდას, გამყიდველს თავის ერისას, თავის სამშობლოს ბედის, მტერთან რომ მისრიალდება და ჩუმად ენას მიუტანს, შხამად შეერგოს ნაწოვი ძუძუდან თავის დედის!
მოვიხიბლე ბატონო მიხეილ! არაჩვეულებრივი ლექსებია! რა შემიძლია ვთქვა გარდა იმისა რომ ბრავო, ბრავო და ბრავო!
42. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. კარგი იქნება, თუ ჟურნალ-გაზეთებშიც დაბეჭდავ, მეტი რეზონანსი რომ ჰქონდეს. გივი ჩიღვინაძე. 2010-03-31 11:31:26
--------------------------------------------------------------------------------
ამ პოემის ძირითადი ნაწილი თავის დროზე (გასული საუკუნის 90-იან წლებში), როდესაც ის ახალი დაწერილი მქონდა, უკვე იყო დაბეჭდილი პრესაში. მათ შორის პარიზში გამომავალ ემიგრანტულ ჟურნალ "გუშაგში", რომლის რედაქტორიც იყო ბრწყინვალე პიტოვნება, პოეტი და მამულიშვილი ბ-ნი გიორგი წერეთელი. სხვათაშორის, მან ისეთი მაღალი შეფასება მისცა პოემასაც და მის ავტორსაც, რომ ხანდახან კიდეც მცხვენია ხოლმე იმ სიტყვების გამეორება. კერძოდ, 1991 წელს გიორგი წერეთელი ამ პოემის პუბლიკაციის წინასიტყვაობაში წერდა: "მისი პოეზია არავის მიბაძვა არაა, თავისთავადია, ღანიშაშვილურია, მაგრამ რაღაც არის მასში დიდი ვაჟაური - აზრის სიღრმე და ქართული სიტყვის (სუფთა ქართული სიტყვის) ბარაქა. გრიდოლ რობაქიძე ეტყოდა, რომ ცნობოდა: მარჯი შენს მარჯვენასო. დიახ, მარჯი შენს მარჯვენას მიხეილ ღანიშაშვილო!" ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. კარგი იქნება, თუ ჟურნალ-გაზეთებშიც დაბეჭდავ, მეტი რეზონანსი რომ ჰქონდეს. გივი ჩიღვინაძე. 2010-03-31 11:31:26
--------------------------------------------------------------------------------
ამ პოემის ძირითადი ნაწილი თავის დროზე (გასული საუკუნის 90-იან წლებში), როდესაც ის ახალი დაწერილი მქონდა, უკვე იყო დაბეჭდილი პრესაში. მათ შორის პარიზში გამომავალ ემიგრანტულ ჟურნალ "გუშაგში", რომლის რედაქტორიც იყო ბრწყინვალე პიტოვნება, პოეტი და მამულიშვილი ბ-ნი გიორგი წერეთელი. სხვათაშორის, მან ისეთი მაღალი შეფასება მისცა პოემასაც და მის ავტორსაც, რომ ხანდახან კიდეც მცხვენია ხოლმე იმ სიტყვების გამეორება. კერძოდ, 1991 წელს გიორგი წერეთელი ამ პოემის პუბლიკაციის წინასიტყვაობაში წერდა: "მისი პოეზია არავის მიბაძვა არაა, თავისთავადია, ღანიშაშვილურია, მაგრამ რაღაც არის მასში დიდი ვაჟაური - აზრის სიღრმე და ქართული სიტყვის (სუფთა ქართული სიტყვის) ბარაქა. გრიდოლ რობაქიძე ეტყოდა, რომ ცნობოდა: მარჯი შენს მარჯვენასო. დიახ, მარჯი შენს მარჯვენას მიხეილ ღანიშაშვილო!"
41. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. კარგი იქნება, თუ ჟურნალ-გაზეთებშიც დაბეჭდავ, მეტი რეზონანსი რომ ჰქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. კარგი იქნება, თუ ჟურნალ-გაზეთებშიც დაბეჭდავ, მეტი რეზონანსი რომ ჰქონდეს.
40. მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე, მხოლოდ ქალები გადავუშენოთ! 5 დაისი. 2010-03-31 10:50:58
--------------------------------------------------------------------------------
განა ერთი მეორეს ხელს უშლის? რა ჯობია თავისუფალ სამშობლოს, სავსეს და დამშვენებულს ლამაზი ქალებით? :))) მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე, მხოლოდ ქალები გადავუშენოთ! 5 დაისი. 2010-03-31 10:50:58
--------------------------------------------------------------------------------
განა ერთი მეორეს ხელს უშლის? რა ჯობია თავისუფალ სამშობლოს, სავსეს და დამშვენებულს ლამაზი ქალებით? :)))
39. მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე, მხოლოდ ქალები გადავუშენოთ! 5 მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე, მხოლოდ ქალები გადავუშენოთ! 5
38. დიდი პოეზიაა!პ[ოეზიაა დიდი პოეზიაა!პ[ოეზიაა
37. აგრამ ჭირს ყოველგვარს როგორღაც გავუძლეთ, ხოლო რაც რუსეთმა იმ დღიდან გვარგუნა, სისხლის ტბად ევლება ივერთა ნაფუძრებს და მიდის ლიახვად, ქსანად და არღუნად... აგრამ ჭირს ყოველგვარს როგორღაც გავუძლეთ, ხოლო რაც რუსეთმა იმ დღიდან გვარგუნა, სისხლის ტბად ევლება ივერთა ნაფუძრებს და მიდის ლიახვად, ქსანად და არღუნად...
36. მაგაააააააარ!!! ძალიან მაგრად აზროვნებთ,პოეზიის საღამოებზე რო ლაპარაკობთ და ლექსებს იძახით ხოლმე ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ!!! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ :)
მაგაააააააარ!!! ძალიან მაგრად აზროვნებთ,პოეზიის საღამოებზე რო ლაპარაკობთ და ლექსებს იძახით ხოლმე ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ!!! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ :)
35. ო, რა მწარეა სინამდვილე, მაგრამ რადგანაც სასოწარკვეთის, უსასობის არ გვაქვს უფლება, უნდა აღსრულდეს შენი ნატვრა, როგროც ოსსანა. და აღვიდგინოთ წართმეული თავისუფლება.
ამინ.....555555 ო, რა მწარეა სინამდვილე, მაგრამ რადგანაც სასოწარკვეთის, უსასობის არ გვაქვს უფლება, უნდა აღსრულდეს შენი ნატვრა, როგროც ოსსანა. და აღვიდგინოთ წართმეული თავისუფლება.
ამინ.....555555
34. როგორც ყოველთვის, შესანიშნავია :) + 1 000 000 000 როგორც ყოველთვის, შესანიშნავია :) + 1 000 000 000
33. აუუუ შევყევი და სემიყოლა...გაიხარე მიშა,,, აუუუ შევყევი და სემიყოლა...გაიხარე მიშა,,,
32. ბზობას გილოცავთ ბატონო მიშა. მოგიკითხეთ დიდი სითბოთი ბზობას გილოცავთ ბატონო მიშა. მოგიკითხეთ დიდი სითბოთი
31. გაიხარეთ ბატონო მიშა. ტაშს გიკრავთ. 1000 გაიხარეთ ბატონო მიშა. ტაშს გიკრავთ. 1000
30. ყველა ვერა ჯერ მაგრამ რაც წავიკითხე 555 ყველა ვერა ჯერ მაგრამ რაც წავიკითხე 555
29. რავი. რა ვთქვა!
ძალიან მაგარია!
5 რავი. რა ვთქვა!
ძალიან მაგარია!
5
28. ბრავო!
თავს გიხრით!
ტაშს გიკრავთ!
დიდი პოეზიაა აქ!
5 ბრავო!
თავს გიხრით!
ტაშს გიკრავთ!
დიდი პოეზიაა აქ!
5
27. ერთიმეორეზე უკეთესი ლექსებია. ბრავო - ბატონო მიშა! ერთიმეორეზე უკეთესი ლექსებია. ბრავო - ბატონო მიშა!
26. მიყვარს მრისხანება შენეული, (შემდეგ შამილსაც რომ გადაედო!) თითქოს არც გქონია შიგნეული, ძვლებად სატევარის ვადა გედო---------მომეწონა მიშა ძალიან და ბზობას გილოცავ შენ:) მიყვარს მრისხანება შენეული, (შემდეგ შამილსაც რომ გადაედო!) თითქოს არც გქონია შიგნეული, ძვლებად სატევარის ვადა გედო---------მომეწონა მიშა ძალიან და ბზობას გილოცავ შენ:)
25. ილტოსპირელო! მე იმდენი კესანები მოვიტანე აქ, რამდენიც ემოცია და სითბო მიმაქვს აქდან..და წარმოიდგინე მე როგორ მომეწონა აქ ყოფნა....და რამდენი კესანე გამოდის იციიი?...სულ აღარ დამიტოვე არცერთი კესანე:):):) წვიმა მინდა ახლა და მერე მცხუნვარე მზე...ასე ხარობს ჩემი კესანები...მერე ისევ მოვალ და კიდევ ბეეევრს მოვიატან...ვალში რომ არ დამრჩეთ რამენიმე მზის სხივსაც გავიყოლებ..აქ ისედაც ბვერია:):):) წარმატებები... ილტოსპირელო! მე იმდენი კესანები მოვიტანე აქ, რამდენიც ემოცია და სითბო მიმაქვს აქდან..და წარმოიდგინე მე როგორ მომეწონა აქ ყოფნა....და რამდენი კესანე გამოდის იციიი?...სულ აღარ დამიტოვე არცერთი კესანე:):):) წვიმა მინდა ახლა და მერე მცხუნვარე მზე...ასე ხარობს ჩემი კესანები...მერე ისევ მოვალ და კიდევ ბეეევრს მოვიატან...ვალში რომ არ დამრჩეთ რამენიმე მზის სხივსაც გავიყოლებ..აქ ისედაც ბვერია:):):) წარმატებები...
24. მართლაც კარგი ლექსებია, მიშა სამშობლოს სიყვარულით გაჯერებული...ბზობას გილოცავ :) მართლაც კარგი ლექსებია, მიშა სამშობლოს სიყვარულით გაჯერებული...ბზობას გილოცავ :)
23. მართალი კაცის მართალი ლექსები!!! მრავალ ბზობას დაგასწროთ უფალმა! მართალი კაცის მართალი ლექსები!!! მრავალ ბზობას დაგასწროთ უფალმა!
22. რა დროული ლექსებია?... გაიხარე ავტორო...5555555
ისტორია ლაჩრებს ხოცავს, არ კვდებიან რაინდები!..
და თვით სამოთხის სადარს, მამულს – წუხილთა მთოვებს, კვლავ მონის უღელს ვადგამთ, კვლავ მონობაში ვტოვებთ... მეც ეგ არ მიკვირს?... რა დროული ლექსებია?... გაიხარე ავტორო...5555555
ისტორია ლაჩრებს ხოცავს, არ კვდებიან რაინდები!..
და თვით სამოთხის სადარს, მამულს – წუხილთა მთოვებს, კვლავ მონის უღელს ვადგამთ, კვლავ მონობაში ვტოვებთ... მეც ეგ არ მიკვირს?...
21. უფ, უფ, კარგია... კარგია... :) უფ, უფ, კარგია... კარგია... :)
20. კარგია.... მომეწონა... განსაკუთრებით ილია,,,,, :) :) კარგია.... მომეწონა... განსაკუთრებით ილია,,,,, :) :)
19. აი ნამდვილი ლექსები...ყოველმხრივ უნაკლო! +++ საოცრად მომეწონა! აი ნამდვილი ლექსები...ყოველმხრივ უნაკლო! +++ საოცრად მომეწონა!
18. გაიხარეთ, კარგად გადმოსცემთ :)
5! გაიხარეთ, კარგად გადმოსცემთ :)
5!
17. გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს,დაესწარით მრავალს!
თქვენი შემოქმედება ყოველთვის საინტერესო და მშვენიერია! :)
ძალიან მესიამოვნა ლექსები მარო მაყაშვილზე და მერაბ კოსტავაზე! გაიხარეთ! :)
გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს,დაესწარით მრავალს!
თქვენი შემოქმედება ყოველთვის საინტერესო და მშვენიერია! :)
ძალიან მესიამოვნა ლექსები მარო მაყაშვილზე და მერაბ კოსტავაზე! გაიხარეთ! :)
15. "ილტოსპირელო" ღანიშა, საიტის დონის ხარ ნიშა, კარგი პოეტი ბრძანდებით, - საქართველოის? - "კანეშნა!"
"ილტოსპირელო" ღანიშა, საიტის დონის ხარ ნიშა, ისე თავს კი არ შევიქებ და თითქმის მეც არა მიშავს!
ბზობას გილოცავ საქართველოს ერთ-ერთო საუკეთესო პოეტო! მრავალს დაესწარით, ამინ! "ილტოსპირელო" ღანიშა, საიტის დონის ხარ ნიშა, კარგი პოეტი ბრძანდებით, - საქართველოის? - "კანეშნა!"
"ილტოსპირელო" ღანიშა, საიტის დონის ხარ ნიშა, ისე თავს კი არ შევიქებ და თითქმის მეც არა მიშავს!
ბზობას გილოცავ საქართველოს ერთ-ერთო საუკეთესო პოეტო! მრავალს დაესწარით, ამინ!
14. ძალიან მომეწონა მთლიანობაში! ჩემთვის მაინც რობაქიძის ”პატარა ოქროს ხანას” გამოვყოფდი, შესანიშნავია!!! ძალიან მომეწონა მთლიანობაში! ჩემთვის მაინც რობაქიძის ”პატარა ოქროს ხანას” გამოვყოფდი, შესანიშნავია!!!
13. ბზობას გილოცავთ კარგია ყველა ჩავიკითხე.
გაიხარეთ. ბზობას გილოცავთ კარგია ყველა ჩავიკითხე.
გაიხარეთ.
12. ყველას გილოცავთ ბზობის დიდ დღესასწაულს! უფალი გფარავდეთ!
ე მ ი ლ ი:
"გოდება ნიკოლო მიწიშვილსა" გამოძახილია იმ აპათიისა და დეკადანსისა, რასაც გასული საუკუნის 20-30-იანი წლების სასოწარკვეთილი საქართველოს ინტელიდენციაში ჰქონდა ადგილი. მაშინ მიმდინარეობდა პოლემიკა იმაზე, რომ საერთოდ აქვს თუ არა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ერს, როგორც მცირერიცხოვან ერს, პერსპექტივაო...
და, საერთოდაც, ამ პოემის ყოველი ლექსი, ყოველი სტროფი, ყოველი სტრიქონი ჩვენი ქვეყნის ისტორიის კონკრეტული მოვლენითა და პიროვნებით არის ნასაზრდოები...
უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც შეძლო ამხელა პოემის წაკითხვა, დაკომენტარება და შეფასება!
გაიხარეეეეეეეეეეეთ! ყველას გილოცავთ ბზობის დიდ დღესასწაულს! უფალი გფარავდეთ!
ე მ ი ლ ი:
"გოდება ნიკოლო მიწიშვილსა" გამოძახილია იმ აპათიისა და დეკადანსისა, რასაც გასული საუკუნის 20-30-იანი წლების სასოწარკვეთილი საქართველოს ინტელიდენციაში ჰქონდა ადგილი. მაშინ მიმდინარეობდა პოლემიკა იმაზე, რომ საერთოდ აქვს თუ არა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ერს, როგორც მცირერიცხოვან ერს, პერსპექტივაო...
და, საერთოდაც, ამ პოემის ყოველი ლექსი, ყოველი სტროფი, ყოველი სტრიქონი ჩვენი ქვეყნის ისტორიის კონკრეტული მოვლენითა და პიროვნებით არის ნასაზრდოები...
უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც შეძლო ამხელა პოემის წაკითხვა, დაკომენტარება და შეფასება!
გაიხარეეეეეეეეეეეთ!
11. "გოდება ნიკოლო მიწიშვილისა" ეს განსაკუთრებით. 555. ბზობას გილოცავთ ბატონო მიშა. :) "გოდება ნიკოლო მიწიშვილისა" ეს განსაკუთრებით. 555. ბზობას გილოცავთ ბატონო მიშა. :)
10. მაგარი ლექსებია ძაან!!! საღოლ! მაგარი ლექსებია ძაან!!! საღოლ!
9. ასეთი სულისკვეთების ლექსები თუ კიდევ იწერებოდა_აღარ მეგონა. მარტო ამ ხსოვნიტ და სიყვარულით თუ გადავრჩებით...:) ასეთი სულისკვეთების ლექსები თუ კიდევ იწერებოდა_აღარ მეგონა. მარტო ამ ხსოვნიტ და სიყვარულით თუ გადავრჩებით...:)
8. ესროლეს ტყვია დაღლილს და მაშვრალს, მოკლეს, გაწირეს მათი გონებით: დავიწყებისთვის, შეჩვენებისთვის, უარყოფისთვის, ცოდვის კონებით!..
მაგრამ გმირები როდი კვდებიან, დრო არის მათთვის სახელდამდები, გამომჩინები მათი სიქველის, მათი კაცობის დიდი თავმდები...
ჰოდა, მიიღო ისიც მთაწმინდამ, ერის და ბერის სულთქმა-დასტურით, სიმართლეს მაინც სინათლე ერგო ჯილდოდ ამდენ ხანს, ასე ნატრული...
გადაენთება საუკუნეებს სამშობლოსათვის ჯვარზე ნავნები, მისი სახელი, სიტყვა და საქმე მარადისობას დანამგზავრები!.. . გაიხარე,ილტოსპირელო! 5555555555555555555555555!
ესროლეს ტყვია დაღლილს და მაშვრალს, მოკლეს, გაწირეს მათი გონებით: დავიწყებისთვის, შეჩვენებისთვის, უარყოფისთვის, ცოდვის კონებით!..
მაგრამ გმირები როდი კვდებიან, დრო არის მათთვის სახელდამდები, გამომჩინები მათი სიქველის, მათი კაცობის დიდი თავმდები...
ჰოდა, მიიღო ისიც მთაწმინდამ, ერის და ბერის სულთქმა-დასტურით, სიმართლეს მაინც სინათლე ერგო ჯილდოდ ამდენ ხანს, ასე ნატრული...
გადაენთება საუკუნეებს სამშობლოსათვის ჯვარზე ნავნები, მისი სახელი, სიტყვა და საქმე მარადისობას დანამგზავრები!.. . გაიხარე,ილტოსპირელო! 5555555555555555555555555!
6. ხოლო თუ სადმე გმირი ძლევის ყიჟინის, გრგვინვის გამოგვერევა, უმალ ეკლის დავადგამთ გვირგვინს.
მიშა, ვერ ველევი შენს ლექსებს, დაშოკილი ვარ! ხოლო თუ სადმე გმირი ძლევის ყიჟინის, გრგვინვის გამოგვერევა, უმალ ეკლის დავადგამთ გვირგვინს.
მიშა, ვერ ველევი შენს ლექსებს, დაშოკილი ვარ!
5. ილტოსპირელო, გკოცნი უჭკვიანეს და დაფნის გვირგვინის საკადრის შუბლზე, ამ დილით თუ ასე გავიხარებდი, რას წარმოვიდგენდი! სანამ ბოლომდის ჩავიდოდი, სუნთქვა მქონდა შეკრული. გაიხარე! ილტოსპირელო, გკოცნი უჭკვიანეს და დაფნის გვირგვინის საკადრის შუბლზე, ამ დილით თუ ასე გავიხარებდი, რას წარმოვიდგენდი! სანამ ბოლომდის ჩავიდოდი, სუნთქვა მქონდა შეკრული. გაიხარე!
4. მართლაც საუკეთესოდ განსწავლული და განათლებული ადამიანი ხართ ბატონო მიშა. ლექსები კი ისე მომეწონა, რომ გამიჭირდა რომელიმე ეპიზოდი გამომერჩია. გაიხარეთ 5555555555555555 მართლაც საუკეთესოდ განსწავლული და განათლებული ადამიანი ხართ ბატონო მიშა. ლექსები კი ისე მომეწონა, რომ გამიჭირდა რომელიმე ეპიზოდი გამომერჩია. გაიხარეთ 5555555555555555
3. ვიხიბლები მიშას მრავალმხრივი განათლებით! :) მიყვარს და ვაფასებ ჭკვიან ადამიანებს :) :-* საინტერესო მოსაუბრე ხარ :) ვიხიბლები მიშას მრავალმხრივი განათლებით! :) მიყვარს და ვაფასებ ჭკვიან ადამიანებს :) :-* საინტერესო მოსაუბრე ხარ :)
1. თორემ თვით ღვთისმშობელს, ვისიც წილხვედრია, ეს მიწა, შემკული ამდენი ღირსებით, მსაჯულად ურჩხულთა ყავს წმინდა მხედარი და თქვენც სანაცვალო ხვედრით აღივსებით!..
მალე შემუსრულიყოს წმინდა გიორგის მახვილით ყველა სატანა, იუდა და შურიან-ბოღმიანი! ამინ! +5!!! თორემ თვით ღვთისმშობელს, ვისიც წილხვედრია, ეს მიწა, შემკული ამდენი ღირსებით, მსაჯულად ურჩხულთა ყავს წმინდა მხედარი და თქვენც სანაცვალო ხვედრით აღივსებით!..
მალე შემუსრულიყოს წმინდა გიორგის მახვილით ყველა სატანა, იუდა და შურიან-ბოღმიანი! ამინ! +5!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|