ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2010


უსათაურო

გაზაფხული ჩაიშალა ნისლებად
ჭიქა ყავას სიგარეტი უხდება,
შენს თვალებში ჩაკითხული გრძნობები
ახლაც მწვავს და ფიქრებისკენ მივყავარ.

ჩემთვის ლექსი სიტყვაა
გულიდან რომ ხელს აწვდი,
ხელჭი იჭერ სიტყვებს და
ყველა გრძნობას უყვები.

მე არ მინდა გავლექსო
შენთვის მხოლოდ სიტყვები,
მსურს რომ როგორც იმედი
შენს ფიქრებში დავიწყო.

ჩემში შენთვის სათქმელი
დამიგროვდა იმდენი
ლექსი ვეღარ იტევს და
მეც ფიქრებში ვირევი.

რაღაც ისე დაიწყო ყველაფერი შენიდან,
გრძნობად გამეფიქრე და
შენთან ყოფნაც მომინდა.
როგორ ვძარცვავ სიყვარულს,
როგორ მომნატრებია,
ყველა სიტყვა სახსოვრად
გზებზე დამიფენია.


მალე მზე შეგვეჩვევა,
ჩაისუნთქავ მის ჰაერს.
ერთის თხოვნა მომინდა
ჩემს ნაცვლადაც ისუნთქე,
ეს მზით სავსე ჰაერი
ჩემი წილიც ითხოვე.

მე არ მინდა უაზროდ
კვლავ სიტყვების დაწერა,
ალბათ ახლა ეს ფიქრიც
საიმდროოდ გათენდა.

26.03.10
(როგორც ყოველთვის მიძღვნა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები