ჩემი სახელი თ-ზე იწყება და ძალიანაც მომწონს...ბავშვობაში მინდოდა ნატო მრქმეოდა და მჯეროდა კიდეც, როცა გავიზრდებოდი, ყველა ნატოს დამიძახებდა, მაგრამ ისევ თამთას მეძახიან... ალბათ, ჯერ არ გავზრდილვარ...საერთოდ, მოთხრობისთვის ეს ძალიან სულელური დასაწყისია, მაგრამ ყველა ჩემი ნაწერი დაახლოებით ასე იწყება და არც ამის განსხვავებულობაზე მიზრუნია დიდად... ვცხოვრობ ჩვეულებრივად,ორ ძმასთან და დედასთან ერთად... ძმებიდან თორნიკე უფრო მიყვარს, თედო ნერვებს მიშლის ხოლმე, ლაწირაკს მეძახის, არადა მხოლოდ ერთი წლითაა ჩემზე დიდი... არ დავიწყებ დედაჩემის ქებას, ძლიერი ქალია და ასეთი რამეები, საერთოდ, არ მიყვარს დედაზე ლაპარაკი... აი, ასეთი ოჯახი მაქვს,სოლოლსკის ძველ, იტალიურ, თაღჩამონგრეულ ეზოში ვცხოვრობ, არცთუ ისე თბილ მეზობლებთან ერთად, - სარეცხის თოკებზეც კი ჩხუბი აქვთ, მაგრამ მე რა? ვზივარ მთელი დღე და ვკითხულობ. საკითხავს კიდევ რა გამომილევს, - ბაბუაჩემმა მთელი სიცოცხლე წიგნების შეგროვებას შეალია, გაკვეთილებს არ ვსწავლობ, მარტო ქართული მიყვარს და ბავშვობაში ბეჯითი გოგოს სახელით, დღემდე ვათოსნობ. ასე თუ ისე ვიმახსოვრებ გაკვეთილზე მოსმენილს, მაგრამ მერე რა? ზუკამ მაინც უარი მითხრა სიყვარულზე, დაიკოსავით მიყვარხარო... აი, დარდი... არ აეწყო ჩემი და მაგის ურთიერთობა... ვუყვარდი, - ვუარობდი, ისევ და ისევ იმიტომ, რომ ჩემი ძმა მეუბნებოდა ლაწირაკი ხარო... მიყვარდა და მერე ვიღაც სალომე ჩაეჩარა და როგორც ხდება ხოლმე... საერთოდ, დიდი ზედაპირული ადამიანი ვარ, ღრმა და ჩასენტიმენტალურ-ჩამტკბარი ურთიერთობები არ მიზიდავს... მეგობრებიც ამიტომ შემომეცალნენ ალბათ და თვითონ ისე გადაიხლართნენ ერთურთში, მტრისას! არც მჭირდებიან... ვიჯდები ასე, ჩემთვის... მაგრამ.... ხანდახან მწყინდება ასე ჯდომა, მერე ზუკა მახსენდება... აი, ეგაა ნამდვილი ლაწირაკი! თან ჩემზე პატარაა თვეებით... მინდა, რომ ჩვენ შორის გადებული იყოს პეპლების ხიდი, გადავურბინო ზედ, გავსრისო, გავაუფერულო... ჭრელი ფრთები, რომლებიც მე უფრო გამომადგებოდა, გავუშავთეთრო და ჩავყარო მორევში. მერე, უკვე იქითა ნაპირზე მყოფი, მივალ იმ ლაწირაკთან ,ჩავახედებ წყალში და დავანახებ, როგორ წაიღეს დიდმა ტალღებმა მისი აწ-ლამაზი პეპლები... ის კი იდგება გაშტერებული, დაცლილი... თუ მოიფიქრებს, მკრავს ხელს და მეც გადამაგდებს იმ უფერულებთან, მაგრამ არ ვინანებ, იმიტომ, რომ ჩემი დახრჩობა იქნება მისი ბრალი... იმიტომ, რომ ცურვა არ ვიცი... თედოც ვეღარ დამიძახებს ლაწირაკს, თვალებში ჩაუდგება ჩემი წილი ცრემლები... თოკოც იტირებს თავისთვის, ჩუმად... მამაჩემი გაიგებს და ინანებს, რომ ამდენი ხანი ვერ მოიცალა ჩემთვის და, საერთოდაც, ყველას დავენანები... სკოლის ყალბღიმილაწეპებული მასწავლებლებიც გულწრფელად გადააქნევ-გადმოაქნევენ მრავალფეროვანი ფორმის თავებს და უჩემოდ ამოიკითხავენ გატკიცინებული ჟურნალიდან სიას... პიონერთა სასახლეშიც, ჩემი პირველი არმისვლისთანავე დაფაცურდებიან, დარეკავენ სახლში. დედას არ ექნება პასუხის გაცემის თავი, ისევ თედო აიღებს ყურმილს და აცნობებს ახალ ამბავს, იქაც დავენანები რა თქმა უნდა... მერე, თედოს მთელი ცხოვრება ემახსოვრება, როგორ მეძახდა ლაწირაკს,მე ზემოდან ვუყურებ და მესიამოვნება... მაგრამ ხომ შეიძლება დავავიწყდე ყველას, მიმაჩუმათონ, მიმკუჭონ გონების, ან გულის რომელიღაც უფერულმოგონებათა კუთხეში... მხოლოდ თედოს ნახატებზე იქნება ჩემი სახასიათო სახეები, დატანილი ძმის მოგონებებიდან და თითოეულ პორტრეტს სხვისთვის გულისმომწურავად ერქმევა "დაიკო"... თედოს ასეთი ნიჭიერი მხატვრობისთვის კიდევ ერთხელ გადაუსვამ-გადმოუსვამენ ჩემნაირ ქოჩორზე ხელს და ქებასაც უხვად გაიმეტებენ მისთვის... ის გაიღიმებს და გამოუჩნდება ჩემსავით ერთი ზედმეტად გამოჩხერილი უადგილო კბილი. ყველაფრით ვგავართ ერთმანეთს, ტყუპებიც ვგონივართ ხშირად... თქვენ კი, ვინც ამას წაიკითხავთ, თუ ფურცლების თავზე გადახევა მოგინდებათ, ვეღარ მიპოვით, იმიტომ, რომ ისხდებით უამრავმოთხრობადაგროვილ მაგიდასთან და არ გეცლებათ ჩემს საძებნელად... ისე, მაინც მინდა გითხრათ, რომ გადავიფიქრე ზემოთნახსენები ყველაფერი... იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ძმები, დედა, შეუხმატკბილებელი მეზობლები და, საერთოდაც, ყველა... ცხელ შოთის პურზე ვგიჟდები კიდევ... თანაც, ახლახანს შევამჩნიე, რომ ჩემს საათს ზუკას საათი შეჰყვარებია... ჩამორჩენილა... გაშტერებულა.....და როცა ზუკა გვიახლოვდება, მე და საათს ერთნაირად გვიწიკწიკებს გულები....
01.12.2007
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. თამთა, რა საყვარელი ხარ. შორიდან გიცნობ და მომწონხარ, საერთო მეგობარიც გვყავს.. რამდენჯერ ვყოფილვარ მეც ეგეთ ხასიათზე და მაინც ეს ასაკობრივი არა? გკოცნი, ძალიან კარგი ხარ თამთა, რა საყვარელი ხარ. შორიდან გიცნობ და მომწონხარ, საერთო მეგობარიც გვყავს.. რამდენჯერ ვყოფილვარ მეც ეგეთ ხასიათზე და მაინც ეს ასაკობრივი არა? გკოცნი, ძალიან კარგი ხარ
43. შენს გვერდზე პირველად შემოვედი და პირველი ეს ნაწარმოები გავხსენი რატომღაც, ჰოდა.. საინტერესო ხარ შენ როგორც ცხოვრებაში ისე ნაწერებში და კიდევ უფროს საინტერესოდ შენ ხედავ შენს თავს.. მომეწონა :) შენს გვერდზე პირველად შემოვედი და პირველი ეს ნაწარმოები გავხსენი რატომღაც, ჰოდა.. საინტერესო ხარ შენ როგორც ცხოვრებაში ისე ნაწერებში და კიდევ უფროს საინტერესოდ შენ ხედავ შენს თავს.. მომეწონა :)
42. საყვარელია:) საყვარელია:)
41. :):):)მადლობა, მარიამ,გაიხარე!:-* :):):)მადლობა, მარიამ,გაიხარე!:-*
40. შენს გვერდზე პირველად შემოვედი და პრველი ეს ნაწარმოები გავხსენი რატომღაც, ალაბათ სათაურის გამო, მოეწონა, ჩემ სტილშია დაწერილი,
გაკვეთილებს არ ვსწავლობ, მარტო ქართული მიყვარს და ბავშვობაში ბეჯითი გოგოს სახელით, დღემდე ვათოსნობ.
აი ეს განსაკუთრებით მომეწონა, ჩემი თავი გამახსენდა უცებ... შენს გვერდზე პირველად შემოვედი და პრველი ეს ნაწარმოები გავხსენი რატომღაც, ალაბათ სათაურის გამო, მოეწონა, ჩემ სტილშია დაწერილი,
გაკვეთილებს არ ვსწავლობ, მარტო ქართული მიყვარს და ბავშვობაში ბეჯითი გოგოს სახელით, დღემდე ვათოსნობ.
აი ეს განსაკუთრებით მომეწონა, ჩემი თავი გამახსენდა უცებ...
39. მართლა კარგია :) უფრო და უფრო უკეთესებს დაველოდები შენს გვერდზე :) მართლა კარგია :) უფრო და უფრო უკეთესებს დაველოდები შენს გვერდზე :)
38. ვა რა მაგარია, ერთ-ერთი ყველაზე კარგი "პროზაა" რაც ამ საიტზე წავიკითხე ვა რა მაგარია, ერთ-ერთი ყველაზე კარგი "პროზაა" რაც ამ საიტზე წავიკითხე
37. მეც მომწონს ბუნებრივია და ფინალი აქვს ძალიან ლამაზი :) მეც მომწონს ბუნებრივია და ფინალი აქვს ძალიან ლამაზი :)
36. 5 ქ,
(ასაკი) 5 ქ,
(ასაკი)
35. რავიი შეიძლებაა :) რამდენი წლის ხარ? რავიი შეიძლებაა :) რამდენი წლის ხარ?
34. მოვედი ისევ აქ. როგორ მომწონს ეს ნაწერიიი... რა უბრალოა და შეულამაზებელი. 8-> მოვედი ისევ აქ. როგორ მომწონს ეს ნაწერიიი... რა უბრალოა და შეულამაზებელი. 8->
33. მადლობა!:)იქნებ მე მიცნობ?:):) მადლობა!:)იქნებ მე მიცნობ?:):)
32. მომეწონააა :) ისე მეც ვიცნობ ერთ თამთა რეხვიაშვიილს :) მომეწონააა :) ისე მეც ვიცნობ ერთ თამთა რეხვიაშვიილს :)
31. მადლობა დიიიდზე დიიიდი...:):):) მადლობა დიიიდზე დიიიდი...:):):)
30. ესეც წავიკითხე გარედან, ძალიან მომეწონაააა!!!! ეი, მიხარია ნიჭიერი ხალხიიი:)) ესეც წავიკითხე გარედან, ძალიან მომეწონაააა!!!! ეი, მიხარია ნიჭიერი ხალხიიი:))
29. მაგარი ხარ თამთა მპუუ მაგარი ხარ თამთა მპუუ
28. მადლობა..:):) მადლობა..:):)
27. აუჰ ბოლო აბზაცი კარგი იყო ჭეშმარიტად : )) აუჰ ბოლო აბზაცი კარგი იყო ჭეშმარიტად : ))
25. ემილის ვეთანხმები მე. :) ემილის ვეთანხმები მე. :)
24. გაიხარე, წარმატებებს გისურვებ. გაიხარე, წარმატებებს გისურვებ.
23. დიდი მადლობა ემილიის....:):) დიდი მადლობა ემილიის....:):)
21. გარედან ვკითხულობდი ამას და ახლა დასაკომენტარებლად შემოვედი. საყვარელი ნაწერია. :-* რა ვიცი, ბავშვური, გულწრფელი... ისეთი, როგორიც მე მიყვარს. თან რაღაცეები საჩემოც, ჩემიანიც ვიპოვნე, ჩემიანიც. მოკლედ, 555 და წარმატებები. ;;) გარედან ვკითხულობდი ამას და ახლა დასაკომენტარებლად შემოვედი. საყვარელი ნაწერია. :-* რა ვიცი, ბავშვური, გულწრფელი... ისეთი, როგორიც მე მიყვარს. თან რაღაცეები საჩემოც, ჩემიანიც ვიპოვნე, ჩემიანიც. მოკლედ, 555 და წარმატებები. ;;)
20. აბაა...მატრიალებს,როგორც უნდა...:) აბაა...მატრიალებს,როგორც უნდა...:)
19. ეს ასაკი რა :D ეს ასაკი რა :D
18. გაიხარე შენა!!! გაიხარე შენა!!!
16. გიცნობ?:)საიდან? გიცნობ?:)საიდან?
15. შენ წარმოიდგინე, აი, ახლაც ზუსტად მახსოვს, როგორ კითხულობდი ამას :) გამიხარდა შენი აქ ნახვა. წარმატებები :) შენ წარმოიდგინე, აი, ახლაც ზუსტად მახსოვს, როგორ კითხულობდი ამას :) გამიხარდა შენი აქ ნახვა. წარმატებები :)
14. მადლობა... :) მადლობა... :)
13. მადლობა... :) მადლობა... :)
11. ძალიან საყვარელი ხარ..... გაიხარეეეეეეე ძალიან საყვარელი ხარ..... გაიხარეეეეეეე
9. :):)კაია... :):)კაია...
8. ''ოთარი'' ეგვიპტური სახელია და ''სურნელოვანს'', ''ნელსაცხებელს'' ნიშნავს. :):):) ``ოთარი`` ეგვიპტური სახელია და ``სურნელოვანს``, ``ნელსაცხებელს`` ნიშნავს. :):):)
7. :):)მადლობა... :):)მადლობა...
6. გვარიც კარგი გაქვს, ''ჯემალ რეხვიაშვილი'' ცნობილი ქორეოგრაფია! გვარიც კარგი გაქვს, ``ჯემალ რეხვიაშვილი`` ცნობილი ქორეოგრაფია!
5. "ოთარი" რას ნიშნავს?:? "ოთარი" რას ნიშნავს?:?
3. ალბათ მაგიტომ დაარქვა ივანე მხარგრძელმა თავის ქალიშვილს ''თამთა'' :) ალბათ მაგიტომ დაარქვა ივანე მხარგრძელმა თავის ქალიშვილს ``თამთა`` :)
2. მადლობა...შემეფერება მემგონი...:D მადლობა...შემეფერება მემგონი...:D
1. ძალიან კარგი სახელი გაქვს. ''თამთა'' სპარსულად ''მამაცს'' ნიშნავს!!! ;););) ძალიან კარგი სახელი გაქვს. ``თამთა`` სპარსულად ``მამაცს`` ნიშნავს!!! ;););)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|