ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასიკო კეჟერაძე
ჟანრი: იუმორისტული
30 მარტი, 2010


XXI-ე საუკუნის მონაპოვარს :)

კაცობრიობის აღმოჩენავ,
დიდო მიზანო,
მინდა, რომ ახალ ასპარეზზე
გამოგიყვანო.
შენით იწყება ბევრისათვის
ცისმარე დილა,
უშენობისგან, როგორც გულში,
ჯიბეშიც ცივა.
ხარ უსწრაფესი, როგორც ქარი,
თან ხარ იაფი,
შენშია ენა დაფარული,
თან გამჭრიახი.
ვისთვის მუქთა ხარ,
ვისთვის შორი, მიუწვდომელი,
შენით საგებლობს
დიდიც, მცირეც,
მუშაც, მშრომელიც.
ერთნაირად ხარ განმკითხველი
ყველა პირისთვის,
სასიამოვნო, სასარგებლო,
წამკითხველისთვის.
მოკლედ, ლამაზად,
გადმომცემი დიდი გრძნობების,
მაუწყებელი, მომლოცველი,
ბევრი მოგების.
ხარ დაფარული,
მიჯნურების გულის სათქმელი,
რეალურის და ვირტუალურის
კარი, სარკმელი.
ბევრი დაგცინის,
ბევრი გაქებს, ბევრიც გაძაგებს...
მაგრამ, შენ მაინც გრძელსულოვნად
შველი ათასებს.
ჩემი აზრების წამკითხველო,
გულის გამხსნელო,
მინდა, რომ კანზე, ან ოსკარზე
დაგასახელო.
მესიჯო! ჩემი სიყვარულის
უხმო მსტოვარო,
ოცდამეერთე საუკუნის
მონაპოვარო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები