ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2010


ბერეთელს

დილა აიზლაზნა ჩვეული ზმორებით,
მიწას ჩაეხვრიპა წვიმა წუხანდელი...
მამამ საჩეხიდან მორეკა ხბორები,
_"წავალ, დედაკაცო, ღელისკენ ჩავდენი"...

მარტი წაეტანა დაბერილ კვირტებზე
კიტრა ვაშლს,სახლს უკან შენ რომ გეგულება...
ახლა ისე უნდა დედას, რომ გიმზერდეს,
_"ნეტა რავა არის,ქალაქს ეგუება?
უკვე სადაცაა ჩამოაპრილდება..."_
ფიქრობს დარდიანი,გასცქერის სიშორეს...
გრძელი ორღობე კი სულ შენს თავს ჰპირდება
და ქმრისგან მალულად ცხელ კურცხალს იშორებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები