__თამთ, იცი, სელინჯერი გარდაიცვალა დღეს!_ ყურმილის აღებისთანავე მომახალა თამომ. __აუუ... რა ცუდიაა...__ ჩამწყდა გული. მუხრანი მომაშტერდა, რა მოხდაო... __თან ვიფიქრე, ახლა მაინც გამოაქვეყნებენ მაგის ნაწერებს-მეთქი, მაგრამ ორმოცდაათი წელი არ გახსნიან კიდევ...__ აშრიალებულ ყურმილში დაუდარდიანდა თამოს ხმა... __ხოო..._ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ გამაწყვეტინა თამომ:_ __თამ, დღეს დედა ვერ ახერხებს გაკვეთილის ჩატარებას და ნუ გამოხვალთ შენ და მუხო. __კარგი, კარგი..._ გავუთიშე. __რა მოხდა? აღარ მივდივართ? __სელინჯერი გარდაცვლილა დღეს... __ახლობელი იყო?_ მომაშტერდა მუხო. მე სიცილი ამიტყდა და სანამ ავუხსნიდი, ვინ იყო სელინჯერი, ჩემმა ძმამ დამასწრო: __შტერი ხარ, ბიჭო შენ, მწერალია სელინჯერი! __ეე... მეც ეგ ვიკითხე მერე, იმიტო არ გვიტარდება გაკვეთილი, რომ ნანა მასწი სელინჯერს იცნობდა? კიდევ თავიდან ამიტყდა სიცილი. მოიღუშა მუხო..._ __ბოლო-ბოლო, გაკვეთილზე მივდივართ თუ არა? __არა.. __იმიტო,რო სელინჯერი გარდაიცვალა? __არა, იმიტომ, რომ ნანა დეიდას არ სცალია. __ახლა გკითხავს, იმიტომ გარდაიცვალა სელინჯერი, ნანა დეიდას რომ არ სცალიაო?_ გადმომძახა ჩემმა ძმამ და გადაიხარხარა. კიდევ უფრო მოიღუშა მუხო, წიგნებს ხელი დაავლო და ზემოთა ოთახში გადალაგდა... კარგი ვინმეა მუხო... ბრაზდება ხოლმე ასეთ რამეებზე და ჩვენც ვაბრაზებთ... ჩემთან ცხოვრობს, ემზადება და ბევრი კითხვების დასმა უყვარს... __გვაქვს ეგ სელინჯერი?_ ცოტა ხანში ჩამოგვძახა ზემოდან. __კი, მანდ უნდა იდოს, ბოლო თაროზე..._ ავძახე მე. __ოღონდ კითხვების დასმას არა ვართ,_ გააგონა თედომ. __ჩაკვდი შენ!_ ყრუდ მოისმა ზემოდან. მუხო მთელი ბავშვობა თვითნაკეთი შურდულით დასდევდა ჩიტებს და როცა ამ ზაფხულს "არდმორის" კოლეჯის ეზოში ტბაში მოცურავე იხვებს ვუყურებდი,ვფიქრობდი ,რა ბედნიერები ხართ, ჩემი ბიძაშვილი შურდულიანი მუხო აქ რომ არ არის-მექი,_მეცინებოდა ჩემთვის... ნეტა, მართლა სად მფრინავენ ზამთარში ტბის იხვები?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. კარგია.
5 რჩეული ლურსმანი შენ. კარგია.
5 რჩეული ლურსმანი შენ.
29. ვაიიი,როგორ მიყვარს "თამაში ჭვავის ყანაში".:) მე რატომ მახსოვს,თითქოს სელინჯერი მოკლეს? ოთარს გამოვეხმაურები:ეს ნაწარმოები ლიბ.ჯი-ზე კი დევს მარა, თუ კომპიუტერში კითხვა გიჭირს,მაშინ მე გათხოვებ წიგნს;) მადლობა თამთას მშვენიერი ნაწარმოების შეხსენებისთვის! ვაიიი,როგორ მიყვარს "თამაში ჭვავის ყანაში".:) მე რატომ მახსოვს,თითქოს სელინჯერი მოკლეს? ოთარს გამოვეხმაურები:ეს ნაწარმოები ლიბ.ჯი-ზე კი დევს მარა, თუ კომპიუტერში კითხვა გიჭირს,მაშინ მე გათხოვებ წიგნს;) მადლობა თამთას მშვენიერი ნაწარმოების შეხსენებისთვის!
27. არა,რას გიწყენ..:):) მე პოეზია არც არასდროს აღმიქვამს ჩემს სფეროდ...სულ რამოდენიმე ლექსს გავუბედე,ყოველთვის პროზაში ვწერდი.:):)მადლობა, ლაშა.:) არა,რას გიწყენ..:):) მე პოეზია არც არასდროს აღმიქვამს ჩემს სფეროდ...სულ რამოდენიმე ლექსს გავუბედე,ყოველთვის პროზაში ვწერდი.:):)მადლობა, ლაშა.:)
26. ძალიან მაგარი იყო.... თამ ძალიან მაგრად გამოგდის ეს და ნუმიწყენ,შენ პროზაში უფრო დიდი წარმატება გელის... პოეზიაშიც კარგია მაგრამ იქ გინდა გაზრდა,პროზაში კი გაზრდილი ხარ გეტყობა... ველი შენგან კარგ ნოველებს....! ძალიან მაგარი იყო.... თამ ძალიან მაგრად გამოგდის ეს და ნუმიწყენ,შენ პროზაში უფრო დიდი წარმატება გელის... პოეზიაშიც კარგია მაგრამ იქ გინდა გაზრდა,პროზაში კი გაზრდილი ხარ გეტყობა... ველი შენგან კარგ ნოველებს....!
25. დძალიან მომეწონააა :) დძალიან მომეწონააა :)
24. კარგი ხარ! ;) კარგი ხარ! ;)
23. მომენატრე
თახვო :( მომენატრე
თახვო :(
22. აუ, ვინმემ მათხოვეთ რა სელინჯერის ``თამაში ჭვავის ყანაში`` ვერ ვიშოვე რატომღაც... ოთარ რურუა. 2010-04-06 21:53:51 მეც მინდა ეგ წიგნი, ვერც მე ვნახე ვერსად, არადა მაგრად მინდა რომ წავიკითხო, მაგარი ვინმე იყო სელინჯერი, ნაწერს რაც შეეხება, მომეწონა, ლამაზია და მსუბუქად იკითხება :) აუ, ვინმემ მათხოვეთ რა სელინჯერის ``თამაში ჭვავის ყანაში`` ვერ ვიშოვე რატომღაც... ოთარ რურუა. 2010-04-06 21:53:51 მეც მინდა ეგ წიგნი, ვერც მე ვნახე ვერსად, არადა მაგრად მინდა რომ წავიკითხო, მაგარი ვინმე იყო სელინჯერი, ნაწერს რაც შეეხება, მომეწონა, ლამაზია და მსუბუქად იკითხება :)
21. =)) აუ მაგარია. გაიხარე შენ. და კიდევ სელინჯერი მაგრად მიყვარს :)
წავედი მე ეხლა :) ჭვავის ყანაში =)) მაინც გლეხობას მაბრალებენ და... =)) აუ მაგარია. გაიხარე შენ. და კიდევ სელინჯერი მაგრად მიყვარს :)
წავედი მე ეხლა :) ჭვავის ყანაში =)) მაინც გლეხობას მაბრალებენ და...
20. საინტერესოოო!!! უშუალო!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! საინტერესოოო!!! უშუალო!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
19. მარიენ,მე არაა? :( :( ;-( მარიენ,მე არაა? :( :( ;-(
18. კარგი ნაწერია. მშვენიერი.! კარგი ნაწერია. მშვენიერი.!
17. ჯერომ სელინჯერი 2010 წლის დასაწყისში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა! ჯერომ სელინჯერი 2010 წლის დასაწყისში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა!
16. დაიღუპა, კი :( 27-ში, მგონი... იანვარს. მომწონს მე ეს მოთხრობა..და სელინჯერი..და მუხო... და თევდორე.. და შენ :-* დაიღუპა, კი :( 27-ში, მგონი... იანვარს. მომწონს მე ეს მოთხრობა..და სელინჯერი..და მუხო... და თევდორე.. და შენ :-*
15. მშვიდია და იოლად გასაგები, რაც ძალიან კარგია :) მშვიდია და იოლად გასაგები, რაც ძალიან კარგია :)
14. ტბის იხვები ... ძალიან მომეწონა. არ ვიცი ზუსტად რა მომეწონა, მაგრამ მაგარია. ტბის იხვები ... ძალიან მომეწონა. არ ვიცი ზუსტად რა მომეწონა, მაგრამ მაგარია.
12. ვუახ მომეწონა დიახ დიახ : ) ვუახ მომეწონა დიახ დიახ : )
11. გუშინ ვკითხულობდი მეთორმეტე კლასის (ჰმ აბსურდია მეთორმეტე კლასი :( ) წიგნში განხილვას მაგ თემაზე "მართლა მოკვდა თუ არა სელინჯერი" ამწუტას კი "ბანანა თევზის ამინდი" ჩავამტავრე (სელინჯერია ეგეც) ამეკვიატა დღეს ;;) :D
მგონი არ მოკვდა რავი! გუშინ ვკითხულობდი მეთორმეტე კლასის (ჰმ აბსურდია მეთორმეტე კლასი :( ) წიგნში განხილვას მაგ თემაზე "მართლა მოკვდა თუ არა სელინჯერი" ამწუტას კი "ბანანა თევზის ამინდი" ჩავამტავრე (სელინჯერია ეგეც) ამეკვიატა დღეს ;;) :D
მგონი არ მოკვდა რავი!
10. მადლობა:):-* მადლობა:):-*
9. უი, მართლა მოკვდა? :( ნაწერი მსუბუქი, იოლად გასაგები და სასიამოვნოდ წასაკითხი :) :-* უი, მართლა მოკვდა? :( ნაწერი მსუბუქი, იოლად გასაგები და სასიამოვნოდ წასაკითხი :) :-*
8. ფინალი მომეწონა ძალიან. მართლაც მსუბუქი ნაწერია, ვეთანხმები მედეას. :) 555 და მოგიკითხე. :) ფინალი მომეწონა ძალიან. მართლაც მსუბუქი ნაწერია, ვეთანხმები მედეას. :) 555 და მოგიკითხე. :)
7. მსუბუქი,სასიამოვნო წასაკითხი... მსუბუქი,სასიამოვნო წასაკითხი...
6. წინასწარ მადლობა... :) წინასწარ მადლობა... :)
5. მუხრანს გავატანე სოფელში და რო ჩამოვა მე გათხოვებ,ოთარ!:):) მუხრანს გავატანე სოფელში და რო ჩამოვა მე გათხოვებ,ოთარ!:):)
4. აუ, ვინმემ მათხოვეთ რა სელინჯერის ''თამაში ჭვავის ყანაში'' ვერ ვიშოვე რატომღაც... :) აუ, ვინმემ მათხოვეთ რა სელინჯერის ``თამაში ჭვავის ყანაში`` ვერ ვიშოვე რატომღაც... :)
3. დადუ,დავფიქრდები და გავითვალისწინებ.მადლობა რჩევისთვის...:) თაამ შენ ეს_ :-* დადუ,დავფიქრდები და გავითვალისწინებ.მადლობა რჩევისთვის...:) თაამ შენ ეს_ :-*
2. პირველი ვაარ ;;) თაამთთ,მიყვარს მე ეს მოთხრობააააააააააა!! თან მეც ვარ ნახსენები და..;;) :-* პირველი ვაარ ;;) თაამთთ,მიყვარს მე ეს მოთხრობააააააააააა!! თან მეც ვარ ნახსენები და..;;) :-*
1. სათაურია შესაცვლელი მგონი და უკეთესი იქნება აღსაქმელად :) მივყევი შენს იუმორს :) სათაურია შესაცვლელი მგონი და უკეთესი იქნება აღსაქმელად :) მივყევი შენს იუმორს :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|