| ავტორი: თიკუნა ჟანრი: პროზა 10 აპრილი, 2010 |
"შენზე ფიქრი ძუ მგლების ომს გავს მამრის მოსაპოვებლად გამართულს და ზურგს ვაქცევ შენს ქუჩას, სხვებმა იომონ, სხვებმა წერონ შენზე ''ოცნება'' ".
რაღაც ასე უაზრო ტანჯვასავით დამდევს გაზაფხულის პირველი დღეები, შენი სურნელება ქუჩებს აეკიდა. იმ დღეს შენთან ვიყავი, შენი სამყაროდან გრძნობები ამოვწერე, რაც შევძელი, რაც დავინახე. ცოტა იყო, მაგრამ იმდენად ძვირფასი დროც კი აათრთოლა და იმედი გაუჩინა. უკვე წვალებით ვცდილობ გაგიფიქრო და სამყაროში ჩაგიკრა, სევდიან მელოდიას მახსენებს შენი გულის ძახილი, ყველაზე სევდიან, დასასრულის მელოდიას. რამდენიმე საათია ქარმა თმები გაიშალა და თავის ოქროსფერ დალალებს სახეზე მაყრის, ისიც შენი სურნელებასავით მომეზიდა და ვერ ვიშორებ.
შენ ქუჩაზე ბევრი მიტოვება დავინახე და ასე თავჩახრილი, ყელზე ნათითურებით ვაგრძელებდი გზას, ნათითურებით რომელიც წარსულმა წასვლისას დამატყო. გაცვეთილი და ფერმკრთალი გრძნობები თეთრ ფურცელს ეკონწიალება, ეპოტინება, არ სურს კადრს მიღმა დარჩენა, ასე მრავალ ტკივილნარევი ჩასუნთქვა დასჭირდება ჩემს სამყაროს შენ დასავიწყებლად, მაგრამ ეს ბობოქარი გაზაფხული მოექანება, მოაქვს სურნელება და გაფიქრება შენი, სიტყვებად მოაქვს, შენივე ღიმილად მოაქვს და ასე დარცხვენილი სახით ბრუნდება უკან.
რაღაც დაუსრულებელ წინადადებად გადის ჩემში ემოცია, შენს ქუჩას ბოლოსკენ ჩავუყევი, ვასრულებ უკვე და აღარც ქარი გააღვიძებს ფიქრებს გადაშლილს, ასე შორს წასულს, ყელზე ნათითურებიანს და დაღლილს შენს გრძნობებზე მოხეტიალეს, ფერადი ბუშტები მინდება. ბევრი ფერადი ბუშტი, შენი მარადიული დაღვრემილი სახის შესაცვლელად.
კიდევ ერთხელ ზურგს ვაქცევ დეპრესიის წინაპირობას და ასე შორიდან, ვცდილობ სითბო მოგაწვდინო, სახეზე ღიმილი მოგგვარო, რომ შენს ქუჩაზე აღარასდროს დამხვდეს მიტოვება, აღარასოდეს დავინახო შენი ფიქრებიდან განდევნილი ვიღაც ოცნებებზე შეყვარებული ჩემხელა ან ჩემზე დიდი გოგო, შენს სამყაროზე, შენს სიტყვებზე შეყვარებული. და ერთხელაც როცა გაგიხსენებ ვიგრძნო, რომ ძალით არ ხარ ბედნიერი. მინდა დავინახო თუ როგორ მოგინდა ფერადი ბუშტები, ლოგინზე გადაბრუნებულს, სამყაროსთვის შიშველი ზურგი რომ გქონდა შექცეული, ახლა ფერადი ბუშტებით ხელში, გაოგნებული ბედნიერებით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. და ერთხელაც როცა გაგიხსენებ ვიგრძნო, რომ ძალით არ ხარ ბედნიერი.
ვამბობ თამამად: შენ სიყვარული შეგიძლია :) და ერთხელაც როცა გაგიხსენებ ვიგრძნო, რომ ძალით არ ხარ ბედნიერი.
ვამბობ თამამად: შენ სიყვარული შეგიძლია :)
40. "ყელზე ნათითურებიანს და დაღლილს შენს გრძნობებზე მოხეტიალეს"-საოცრად ლამაზი მიგნებაა... რავი თიკ,მეც თიკა ვარ ძაან მიხარია ასეთი კარგი რომ ხარ! :) +++ "ყელზე ნათითურებიანს და დაღლილს შენს გრძნობებზე მოხეტიალეს"-საოცრად ლამაზი მიგნებაა... რავი თიკ,მეც თიკა ვარ ძაან მიხარია ასეთი კარგი რომ ხარ! :) +++
39. ლიკუშა-ლიკო. - მეც მიყვარს :)
ერთი მზიანი დღე უნდა ამოვირჩიო და ბევრი ბუშტები... :)
ლიკუშა-ლიკო. - მეც მიყვარს :)
ერთი მზიანი დღე უნდა ამოვირჩიო და ბევრი ბუშტები... :)
38. მიყვარს ფერადი ბუშტები..;;) გაიხარე, კარგი ნაწერია. თბილი და საყვარელი..:-* 5 მიყვარს ფერადი ბუშტები..;;) გაიხარე, კარგი ნაწერია. თბილი და საყვარელი..:-* 5
37. რა თბილია//////55555 რა თბილია//////55555
36. და წაუკითხავად რატომ? :D და წაუკითხავად რატომ? :D
35. დავაპლიუსე წაუკითხავად ვიცი მაგარი იქნება :D დავაპლიუსე წაუკითხავად ვიცი მაგარი იქნება :D
34. ახლა ფერადი ბუშტებით ხელში, გაოგნებული ბედნიერებით.
უკვე წვალებით ვცდილობ გაგიფიქრო და სამყაროში ჩაგიკრა____ძალიან მომეწონა!:* ახლა ფერადი ბუშტებით ხელში, გაოგნებული ბედნიერებით.
უკვე წვალებით ვცდილობ გაგიფიქრო და სამყაროში ჩაგიკრა____ძალიან მომეწონა!:*
33. ფოფ ჩავწვდი შენს კომენტარს :D :D ეგეთი რა დაწერე? :))
ლომი :-* (თან შენ ხომ პროზა არ გიყვარს ) :P ფოფ ჩავწვდი შენს კომენტარს :D :D ეგეთი რა დაწერე? :))
ლომი :-* (თან შენ ხომ პროზა არ გიყვარს ) :P
31. ყოჩაღ თიკუნა, მომეწონა... :) :) :) ყოჩაღ თიკუნა, მომეწონა... :) :) :)
30. კესანე მადლობა : ) მე ბუშტებს გიგზავნი, ბევრ ბუშტებს :P :) კესანე მადლობა : ) მე ბუშტებს გიგზავნი, ბევრ ბუშტებს :P :)
28. ახლა ფერადი ბუშტებით ხელში, გაოგნებული ბედნიერებით...
კესანებს გიტოვე... ზღვა კესანებს... ლამაზია... ახლა ფერადი ბუშტებით ხელში, გაოგნებული ბედნიერებით...
კესანებს გიტოვე... ზღვა კესანებს... ლამაზია...
27. ანა.ანა- ამ ნაწერში ეგ მონაკვეთი მომწონს ყველაზე მეტად. მიხარია რომ შენც დაიჭირე.
აონი- ჩემი აზრით მაინც გექნება რაღაც სათქმელი შენ ისეთი ხარ :) ანა.ანა- ამ ნაწერში ეგ მონაკვეთი მომწონს ყველაზე მეტად. მიხარია რომ შენც დაიჭირე.
აონი- ჩემი აზრით მაინც გექნება რაღაც სათქმელი შენ ისეთი ხარ :)
26. აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია
5 ! აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია
5 !
25. "შენ ქუჩაზე ბევრი მიტოვება დავინახე და ასე თავჩახრილი, ყელზე ნათითურებით ვაგრძელებდი გზას, ნათითურებით რომელიც წარსულმა წასვლისას დამატყო." ყველაზე სათუთი სიტყვები :( გულიდან მოდის... მომეწონა 5+5=:) "შენ ქუჩაზე ბევრი მიტოვება დავინახე და ასე თავჩახრილი, ყელზე ნათითურებით ვაგრძელებდი გზას, ნათითურებით რომელიც წარსულმა წასვლისას დამატყო." ყველაზე სათუთი სიტყვები :( გულიდან მოდის... მომეწონა 5+5=:)
24. ხუთი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! ხუთი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
23. აგათა მადლობა მოკითხვისთვის
ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ფერადი ბუშტები და ეს ნაწერიც.
მადლობა ყველას წაკითხვისთვის :) აგათა მადლობა მოკითხვისთვის
ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ფერადი ბუშტები და ეს ნაწერიც.
მადლობა ყველას წაკითხვისთვის :)
22. ჩემს უსაყვარლეს ადამიანს აქვს ამავე სახელწოდების უუთბილესი მინიატურა!!
რაღაცნაირად ახლოა ფერადი ბუშტები ჩემთან!!
მოგიკითხე თიკ ჩემს უსაყვარლეს ადამიანს აქვს ამავე სახელწოდების უუთბილესი მინიატურა!!
რაღაცნაირად ახლოა ფერადი ბუშტები ჩემთან!!
მოგიკითხე თიკ
21. ველური - მიხარია თუ მოგეწონა
ემილი-დავწერ ხოლმე პროზას უფრო ხშირად ( თუ შევძლებ ) მაიმასკო- ფერადი ბუშტები :-* ველური - მიხარია თუ მოგეწონა
ემილი-დავწერ ხოლმე პროზას უფრო ხშირად ( თუ შევძლებ ) მაიმასკო- ფერადი ბუშტები :-*
20. იმ დღეს შენთან ვიყავი, შენი სამყაროდან გრძნობები ამოვწერე, რაც შევძელი, რაც დავინახე. ცოტა იყო, მაგრამ იმდენად ძვირფასი დროც კი აათრთოლა და იმედი გაუჩინა
ნიკის გამო ვიფიქრე რამე ბავშვური იქნებოდა, არადა მართლა მომეწონა :)
555 იმ დღეს შენთან ვიყავი, შენი სამყაროდან გრძნობები ამოვწერე, რაც შევძელი, რაც დავინახე. ცოტა იყო, მაგრამ იმდენად ძვირფასი დროც კი აათრთოლა და იმედი გაუჩინა
ნიკის გამო ვიფიქრე რამე ბავშვური იქნებოდა, არადა მართლა მომეწონა :)
555
18. კარგია თიკუნა. პროზა უფრო მომეწონა შენი... ხო და 5555. :) კარგია თიკუნა. პროზა უფრო მომეწონა შენი... ხო და 5555. :)
17. ჰეე... მაგარია ფერადი ბუშტები! მომეწონა...მართლა მომეწონე! ჰეე... მაგარია ფერადი ბუშტები! მომეწონა...მართლა მომეწონე!
16. ია_ია- დიდი მადლობა :) მინდოდა ფერადი ბუშტები ძალიან :)
ია_ია- დიდი მადლობა :) მინდოდა ფერადი ბუშტები ძალიან :)
15. მოვედი...ფერადი ბუშტები დაგიტოვე ილუსტრაციებში და წავედიიი :))) :-* მოვედი...ფერადი ბუშტები დაგიტოვე ილუსტრაციებში და წავედიიი :))) :-*
14. მე მიყვარს ბუშტები, ბევრი და ფერადი მე მიყვარს ბუშტები, ბევრი და ფერადი
13. და ერთხელაც როცა გაგიხსენებ ვიგრძნო, რომ ძალით არ ხარ ბედნიერი, მინდა დავინახო თუ როგორ მოგინდა ფერადი ბუშტები, ლოგინზე გადაბრუნებულს, სამყაროსთვის შიშველი ზურგი რომ გქონდა შექცეული,
მომწონს თიკუნი, მოგიკითხე ... და ერთხელაც როცა გაგიხსენებ ვიგრძნო, რომ ძალით არ ხარ ბედნიერი, მინდა დავინახო თუ როგორ მოგინდა ფერადი ბუშტები, ლოგინზე გადაბრუნებულს, სამყაროსთვის შიშველი ზურგი რომ გქონდა შექცეული,
მომწონს თიკუნი, მოგიკითხე ...
12. სმარიამი. - მიხარია : ) მეც მეც ძალიან მიხარია. (დარწმუნებული ვარ ვერ გამოიცნობ ვის ეძღვნება :P )
ვიცოდი გაგიხარდებოდა
ოტტო- ძალიან კარგი თუ ჩემმა ნაწერმა თავი მოგაწონა
დავით- მადლობა სმარიამი. - მიხარია : ) მეც მეც ძალიან მიხარია. (დარწმუნებული ვარ ვერ გამოიცნობ ვის ეძღვნება :P )
ვიცოდი გაგიხარდებოდა
ოტტო- ძალიან კარგი თუ ჩემმა ნაწერმა თავი მოგაწონა
დავით- მადლობა
11. მშვენიერი გოგონა და მისი მშვენიერი გრძნობითა და ემოციით სავსე პპროზა!
გენაცვალე :-*:-*
ფერადი ბუშტები!!!
5 მშვენიერი გოგონა და მისი მშვენიერი გრძნობითა და ემოციით სავსე პპროზა!
გენაცვალე :-*:-*
ფერადი ბუშტები!!!
5
10. ფერადი ბუშტები მინდება. ბევრი ფერადი ბუშტი, შენი მარადიული დაღვრემილი სახის შესაცვლელად. მაგრად მომეწონა. :) ფერადი ბუშტები მინდება. ბევრი ფერადი ბუშტი, შენი მარადიული დაღვრემილი სახის შესაცვლელად. მაგრად მომეწონა. :)
9. თიკუნა.. ფერადი საპნის ბუშტები .. ჩემი ბუშტები ..
ძალიან მომეოწნა ნაწერი .. პროზა მართლა ძალიან კარგად გამოგდის.. წარმატეებბი და ასე გააგრძელე :-* გამიხარდა ახლა ეს.. თიკუნა.. ფერადი საპნის ბუშტები .. ჩემი ბუშტები ..
ძალიან მომეოწნა ნაწერი .. პროზა მართლა ძალიან კარგად გამოგდის.. წარმატეებბი და ასე გააგრძელე :-* გამიხარდა ახლა ეს..
8. იშვიათად მომწონს მსგავსი სტილის ნაწერე, უფრო სწორედ საერთოდ არ მომწონს (შეიძლება ასეც ითქვას) მაგრამ ძალიან კარგად იყო ყველაფერი გადმოცემული, ამოწერილი გრძნობები : ) იშვიათად მომწონს მსგავსი სტილის ნაწერე, უფრო სწორედ საერთოდ არ მომწონს (შეიძლება ასეც ითქვას) მაგრამ ძალიან კარგად იყო ყველაფერი გადმოცემული, ამოწერილი გრძნობები : )
7. ლედა-ლედა ძალიან ძალიან დიდი მადლობა.
ხო გინდოდათ ოპტიმისტური და ნაკლებად სევდიანი, მგონი უფრო ღიმილიანია
ლედა-ლედა ძალიან ძალიან დიდი მადლობა.
ხო გინდოდათ ოპტიმისტური და ნაკლებად სევდიანი, მგონი უფრო ღიმილიანია
6. :) მომწონს 5...5....5.... :) მომწონს 5...5....5....
5. ფერადI ბუშტების თაიგულით მოფრენილ ლამაზ სიყვარულს გისურვებ... :-* ფერადI ბუშტების თაიგულით მოფრენილ ლამაზ სიყვარულს გისურვებ... :-*
3. კარგია გენაცვალე. შემოსულა გაზაფხული.:) კარგია გენაცვალე. შემოსულა გაზაფხული.:)
2. პროზა უფრო კარგი გაქვს :) მონაკვეთები ნამეტნავად მომეწონა :-P პროზა უფრო კარგი გაქვს :) მონაკვეთები ნამეტნავად მომეწონა :-P
1. ბუშტები, ჩემი კრედოა და მანდარინები კიდე :D სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რამოდენიმე ნაწერი წავიკითხე და მათ ფონზე ძალიან მომეწონა. საკმაოდ კარგი სახეები გაქვს, რამოდენიმე ფინალურ წინადადებაში ზედმეტად გასენტიმენტალურდა, მაგრამ იტანს ნაწერი და კიდევ, დამზდევს ეს შეასწორე - დამდევს.
ბუშტები, ჩემი კრედოა და მანდარინები კიდე :D სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რამოდენიმე ნაწერი წავიკითხე და მათ ფონზე ძალიან მომეწონა. საკმაოდ კარგი სახეები გაქვს, რამოდენიმე ფინალურ წინადადებაში ზედმეტად გასენტიმენტალურდა, მაგრამ იტანს ნაწერი და კიდევ, დამზდევს ეს შეასწორე - დამდევს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|