ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასიკო კეჟერაძე
ჟანრი: იუმორისტული
12 აპრილი, 2010


შემოთავაზება ყველა ჯიგარ და მოქეიფე ურაკპარაკელს

თქვენთვის რაღაც სათქმელი მაქვს
ცოტა იუმორისტული
ვერლიბრ-კონვენციალური
უფრო ბოდიალისტური:

სახლში ღვინო მაქვს სუფთა კახური
რქაწითელია მამაპაპური
არვის ეგონოს შაქრისგანაა
სუფთა წვენია
ვაზის ცრემლია
ყვავს დააჩხავლებს იმისთანაა...
ხოდა ოციანს ბეჭზე გავიდებ
სადაც თქვენ მეტყვით იქით წავიღებ.

ქართველებს ხომ გვაქვს კაი ბუნება?
არა ნაკლები კაცის გუნება
ხომ ვიცით გარეთ ორით გასვლა და
შინ ოთხი ფეხით შემობრუნება?

ხოდა დავგეგმოთ სუფრა ჯიგრული
გინდათ სახლური
გინდათ მინდვრული
ერთი ისეთი შემოვუძახოთ
ვეღარ იტევდეს კადრებს ციფრული

ავაგიზგიზოთ დიდი კოცონი
გვერძე მივუჯდეთ გიტარით ხელში
ისეთი მწვადი ავაშიშხინოთ
ნერწყვმა დაახრჩოს რუსები კრემლში

ერთი სიმღერაც შემოვუძახოთ
ბანი თქვენი და ჩემი პირველი
სულ ერთიანად უნდა დავაფრთხო
ტყეში მხეცი და ცაში ფრინველი

მაგრამ ამ სუფრას ყველა სჭირდება
ხომ არ ვიქნებით მარტო თბილისი
აბა შაირიც შემოვუძახოთ
რომ ეს აპრილიც გახდეს ივნისი:

ქეიფი და შენ დაუკა!...
ღვინიუკა და მწვადიუკა
რაჭველები და იმერლები
სისწრაფეში პირველები
გურულები მეგრელები
ენამწარე ჯეელები
იუმორის შამქნელები
შეშად გვყავდნენ კახელები
ხულოისიდან აჭარლები
კართოფილა ნაჭამები
სვანები და ხევსურები
ნასოს-ხანჯალ შეკრულები
ჯავახები ქართლელები
რუსის დედის “მნახველები”
საქეიფოდ შევიკრიბოთ
ყველა კუთხის ქართველები

..................................................................

აწი სანამ ლექსთან ერთად
ეს ღვინოც შემომელია
მიპასუხეთ საქეიფოდ
წამომსვლელი რომელია?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები