ქალაქ გრამატიკაში დიდი ჩხუბი მომხდარა, თურმე უცებ ბგერა ჯ რიგიდან გადმომხტარა, განიერი ბეჭები მედიდურად უშლია, გულში წყენად ჰქონია, წინ დგომას რომ უშლიან,__ "შემიცვალეთ ადგილი, აღარ მინდა ჩანჩალი, ჯანი მე არ მაკლია და არა ვარ ქაჩალი!"__ სიამაყით ულვაშზე ხელი გადაუსვია... "რას კადრულობს, მომკალით; დედაა,რა ნამუსი აქვს?!"__ შეიცხადეს ანბანში, ჩურჩულდნენ ყველანი,__ "შენს ადგილზე დაბრუნდი, პირს შეგაშრეს მელანი!" ჯ-მ დოინჯი იყარა:__"აღარ მოვალ, აღარა!" "ბიჭო, ჭკუას მოუხმე, ნუ შემირცხვენ ჭაღარას!"__ ჰ ეხვეწა კარგახანს, მერე თავი ანება,__ "ძირი გამოუთხარეს ენას შენისთანებმა!" ჯ-ს ასეთმა ღალატმა ყველაფერი არია, ყირამლა დადგაო, თითქოს, მთა და ბარია. ჩ-მ ნაბიჯი გადმოდგა, ჩოხა აიკაპიწა,__ "ჭკუა თუ არ ვასწავლო, დამეყაროს თავს მიწა!" "__სიტყვა სიტყვას აღარ ჰგავს, სულ მაგისი ბრალია!" "__იქნებ სიყმაწვილემ ქნა, ანდა კიდევ მთვრალია..." ასეთ მითქმა-მოთქმაში იყვნენ ასო-ბგერები, ჩოჩქოლობდნენ ყველანი,__ყრუები თუ მჟღერები. უცებ ყველამ იყუჩა, რმ იკითხა:"რა მოხდა?" გადახედეს ერთმანეთს, ღ-ს მხოლოდ ეს აღმოხდა: "მეფე მობრძანებულა, უკვე ამცნეს ეტყობა..." ზმნამ მოათვალიერა,__ "სად დაკარგეთ თქვენ წყობა?!" დიდად იყო ნაწყენი, სახეს ნირი ეცვალა, "გარეშე მტერს ებრძოდა, ახლა თქვენთვის ეცალა?"__ საყვედურით ამბობდა მეფის შორისდებული. "__რაინდია ნამდვილი, სამეფოში ქებული..."__ კეკლუცურად ჭ-მ თვალი ქვეშ-ქვეშ გამოაპარა, მზერა დაეჭირა და გაიღებდა რას არა... მეფემ ბგერებს მიმართა: "რა გჭირთ, რისთვის პაექრობთ? ათასობით მტერს სურდა, თქვენი გენი გაექრო, თუ წვალებით შევძელით, კვლავ სინათლე გვენახა, სასიკვდილო გამოცდა ბევრჯერ გადაგველახა, ნუთუ ახლა არ გახსოვთ მომავალი თაობა?! ნუთუ დაგვიწყებიათ ჩვენი ვალი, რაობა?! არაკს რატომ ვივიწყებთ ერთი კონა ისრების, როცა ირაზმებიან გარეთ ბარბარიზმები..." დარცხვენილმა ბგერებმა მორცხვად თავი ჩახარეს, ჯ-ს ჭკუაზე მოგება მეფეს ძლიერ ახარებს. ისევ მწკრივად მოეწყვნენ და ფერხულში ჩაებნენ, ხან ნოველად ჩამოსხდნენ, ხანაც ამოტაეპდნენ... დიდი ლხინი გამართეს, სადღეგრძელოდ იღვარნენ, ხმოვნები კი სემღერით დიდხანს არ დაიღალნენ... პოეტს გამოეღვიძა, თვალებს არ დაუჯერა,__ "ნუთუ ეს ყველაფერი დამესიზმრა წუხელა?!" გადახედა ნაწერებს და სიტკბომ გააოცა,__ "დღეგრძელ იყავ, ქართულო!"__სიამაყით დალოცა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
58. ლამაზი და კარგია.555 ლამაზი და კარგია.555
57. ვაა,რა კარგად მოგიფიქრებია თამთ:)ნიჟიერი გოგო ხარ! +5555 ვაა,რა კარგად მოგიფიქრებია თამთ:)ნიჟიერი გოგო ხარ! +5555
56. gaixae shen :D vaime rogor vixalise =)) gaixae shen :D vaime rogor vixalise =))
55. "დღეგრძელ იყავ" ავტორო :) ;) "დღეგრძელ იყავ" ავტორო :) ;)
54. მე ეს აქამდე არ მქონდა წაკითხული :'> +5 მე ეს აქამდე არ მქონდა წაკითხული :`> +5
53. შესანიშნავია! :) ++++++++ შესანიშნავია! :) ++++++++
52. ეს არ მქონდა ნანახი... ახლა ვნახე და მომეწონა. 8-> 555 შენ. ეს არ მქონდა ნანახი... ახლა ვნახე და მომეწონა. 8-> 555 შენ.
51. და ჩემი და არ შემცდარა როდესაც მითხრა ეს წამეკითხა... რა საყვარელია გადავირიე. ძალიან კარგია, აი ძალიან. და ჩემი და არ შემცდარა როდესაც მითხრა ეს წამეკითხა... რა საყვარელია გადავირიე. ძალიან კარგია, აი ძალიან.
50. კარგია ფანტაზიის დიდი უნარი გაქვს +2 კარგია ფანტაზიის დიდი უნარი გაქვს +2
49. ძალიან კარგია +2 ძალიან კარგია +2
48. თამთა, არ ვიცი მილიონ-ტრილიონ ქულას დაგიწერდი რომ შემეძლოს :D ... მხოლოდ ჩემი მოკრძალებული 2 ქულით შემოიფარგლა ჩემი ემოცია..
შენნაირად, რომ ვეფერებოდეთ ყველა ქართულს..
შევიყვარე შენი ''გრამატიკის ქალაქში'', არც იცი როგორ მოვიხიბლე... ჩემი ღიმილი და სითბო დავტოვე... თამთა, არ ვიცი მილიონ-ტრილიონ ქულას დაგიწერდი რომ შემეძლოს :D ... მხოლოდ ჩემი მოკრძალებული 2 ქულით შემოიფარგლა ჩემი ემოცია..
შენნაირად, რომ ვეფერებოდეთ ყველა ქართულს..
შევიყვარე შენი ``გრამატიკის ქალაქში``, არც იცი როგორ მოვიხიბლე... ჩემი ღიმილი და სითბო დავტოვე...
47. ძალიან კარგი ლექსია. გამეხარდა. კარგა ხანია ასეთი ქართულით დაწერილი არაფერი წამიკითხავს. გილოცავთ ავტორო და გისურვებთ წარმატებებს. ძალიან კარგი ლექსია. გამეხარდა. კარგა ხანია ასეთი ქართულით დაწერილი არაფერი წამიკითხავს. გილოცავთ ავტორო და გისურვებთ წარმატებებს.
46. შესანიშნავი ლექსია თამთა :)
5 შესანიშნავი ლექსია თამთა :)
5
45. ბრავოოოოო! კიდევ ერთხელ და კიდევ არაერთხელ! დედაჩემს წავაკითხე და სასკოლო პროგრამაში შესატანი ლექსიაო! :) ბრავოოოოო! კიდევ ერთხელ და კიდევ არაერთხელ! დედაჩემს წავაკითხე და სასკოლო პროგრამაში შესატანი ლექსიაო! :)
43. "დღეგრძელ იყავ, ქართულო!"__სიამაყით დალოცა. გაიხარე, მომეწონა :) "დღეგრძელ იყავ, ქართულო!"__სიამაყით დალოცა. გაიხარე, მომეწონა :)
42. ძაან აკი იყო! ეგ ჯ ალბათ ახლა გადმოხტა და ქართულის საკონტროლოში გამარჯობას მაგივრად გამალობა დამაწერინა!:D ძაან აკი იყო! ეგ ჯ ალბათ ახლა გადმოხტა და ქართულის საკონტროლოში გამარჯობას მაგივრად გამალობა დამაწერინა!:D
41. ულამაზესი შედევრი. :) ეს თაობებს დარჩება. ჩემი ნება რომ იყოს ეხლავე შევიტანდი სასკოლო პროგრამაში. ბრავო 5555 ულამაზესი შედევრი. :) ეს თაობებს დარჩება. ჩემი ნება რომ იყოს ეხლავე შევიტანდი სასკოლო პროგრამაში. ბრავო 5555
40. .....
ჩემი სუნთქვა ხარ. .....
ჩემი სუნთქვა ხარ.
39. ძალიან მაგარია!
5 ძალიან მაგარია!
5
38. :D:D:D:D სულ სიცილ-ხარხარით წავიკითხე თამთა,ჩემი გვარიც ჯ-ზე იწყება და ამის გამო ბოლო ვეწერე სიაში სკოლაშიც სუულ:D:D: კარგი მიგნება იყო,გაიხარე შენ და ჩემი მაქსიმუმი 2 ქულა კიდე :D:D:D:D სულ სიცილ-ხარხარით წავიკითხე თამთა,ჩემი გვარიც ჯ-ზე იწყება და ამის გამო ბოლო ვეწერე სიაში სკოლაშიც სუულ:D:D: კარგი მიგნება იყო,გაიხარე შენ და ჩემი მაქსიმუმი 2 ქულა კიდე
37. ნიჭთან ერთად კარგი იუმორიც გაქვს, ჩემი აზრით და ამიტომ, უფრო მომწონხარ. ძალიან კარგი იყო, ორიგინალური და საინტერესო :) ნიჭთან ერთად კარგი იუმორიც გაქვს, ჩემი აზრით და ამიტომ, უფრო მომწონხარ. ძალიან კარგი იყო, ორიგინალური და საინტერესო :)
36. მაგრად მომეწონა............ მაქსიმუმი ჩემგან +2 მაგრად მომეწონა............ მაქსიმუმი ჩემგან +2
35. ძალიან მომეწონა ;;) :) ძალიან მომეწონა ;;) :)
34. ვაიმეეე...ჰენრი, შენ ვერ წარმოიდგენ,როგორ მიხარია მე შენი მოწონება...:-*:-* ვაიმეეე...ჰენრი, შენ ვერ წარმოიდგენ,როგორ მიხარია მე შენი მოწონება...:-*:-*
33. უდიდესი ეროვნული ქვეტექსტები დევს ამ ლექსში!... ამ ორ დღეში ვისაც წავეწიე ყველას წავაკითხე! ;) აფსუს, ხუთიანზე მეტს რომ ვერ ვწერ?! უდიდესი ეროვნული ქვეტექსტები დევს ამ ლექსში!... ამ ორ დღეში ვისაც წავეწიე ყველას წავაკითხე! ;) აფსუს, ხუთიანზე მეტს რომ ვერ ვწერ?!
32. მადლობა, ფუსუსუნა,მეც გილოცავ!:) მადლობა, ფუსუსუნა,მეც გილოცავ!:)
31. რამდენად საბავშვოა, არ ვიცი, მე კი მომეწონა:) დედა ენის დღეს გილოცავთ...:) რამდენად საბავშვოა, არ ვიცი, მე კი მომეწონა:) დედა ენის დღეს გილოცავთ...:)
30. ჩემი ბავშვი არაფერ ქართულს არ წაიკითხავს 16 წლამდე, როგორც მე : ) ჩემი ბავშვი არაფერ ქართულს არ წაიკითხავს 16 წლამდე, როგორც მე : )
29. :)):))მე დამიძახე და წავუკითხავ შენს ბავშვს, ოტტო... მერე შენ გასწავლი გრამატიკას..:)):)):)) :)):))მე დამიძახე და წავუკითხავ შენს ბავშვს, ოტტო... მერე შენ გასწავლი გრამატიკას..:)):)):))
28. სანამ ამას ბავშვს წაუკითხავ ჩამეეძინება: )) რა იყო თამთა უჰ :)) ქალაქი გრამატიკა ხახ ინტერესნო : ))
აი ეგ ქალაქი კი მჭირდება ისე ვანგრევ გრამატიას რო... : )) სანამ ამას ბავშვს წაუკითხავ ჩამეეძინება: )) რა იყო თამთა უჰ :)) ქალაქი გრამატიკა ხახ ინტერესნო : ))
აი ეგ ქალაქი კი მჭირდება ისე ვანგრევ გრამატიას რო... : ))
27. მართლა ძალიან კარგია, თუმცა ნოდარსაც ვეთანხმები ნაწილობრივ...
(გნახე, თურმე, იმ დღეს და არ ვიცოდი):) მართლა ძალიან კარგია, თუმცა ნოდარსაც ვეთანხმები ნაწილობრივ...
(გნახე, თურმე, იმ დღეს და არ ვიცოდი):)
26. დედაენის დღეს გილოცავ თამთა... დედაენის დღეს გილოცავ თამთა...
25. ია-ია, მიხარია, რომ მოგეწონა:)ჰენრის დიდზე დიდი მადლობა!:-* ია-ია, მიხარია, რომ მოგეწონა:)ჰენრის დიდზე დიდი მადლობა!:-*
24. გაოცებული ვარ... ჩამოყალიბებული ლექსია!!!!!!!!!!!! ბრავო! 55555 გაოცებული ვარ... ჩამოყალიბებული ლექსია!!!!!!!!!!!! ბრავო! 55555
23. :) პირველად წაგიკითხე და ძალიან მომეწონეე !!! ყოჩაღ!!! :-* 55555 :) პირველად წაგიკითხე და ძალიან მომეწონეე !!! ყოჩაღ!!! :-* 55555
22. :)):)):)) რა გინდა მარ,რომ გივიმ ნახოს და ლუდით ხელში საფლავებზე მატაროოს?:)):)):)) :)):)):)) რა გინდა მარ,რომ გივიმ ნახოს და ლუდით ხელში საფლავებზე მატაროოს?:)):)):))
21. თამ, დადე რა, გეხვეწები ეგ მოთხრობა :)) თამ, დადე რა, გეხვეწები ეგ მოთხრობა :))
19. კარგი ლექსია, მომეწონა, მაგრამ ცოტა კორექტურაა გაპარული ლექსში... :) :) :) კარგი ლექსია, მომეწონა, მაგრამ ცოტა კორექტურაა გაპარული ლექსში... :) :) :)
18. ნოდარ,ვერ დაგეთანხმები მაგაში,კარგად თუ მოინდომებს ისწავლის ბავშვიც...თუ არადა იკითხოს..:)) პრინციპში,იმაში ყველას გეთანხმებით,რომ ეს არც ისე საბავშვო რამეა...:):) ნოდარ,ვერ დაგეთანხმები მაგაში,კარგად თუ მოინდომებს ისწავლის ბავშვიც...თუ არადა იკითხოს..:)) პრინციპში,იმაში ყველას გეთანხმებით,რომ ეს არც ისე საბავშვო რამეა...:):)
17. მადლობა,სალო!:-* შენ კიდე ,მარ,ზედმეტად ხომ არ გწამს ჩემი?:D:Dგივი კი არა, იმ საღამოს მერე სულ ეშმაკები მელანდება.. :))ვერ გამოვედი მდგომარეობიდან...:)) მადლობა,სალო!:-* შენ კიდე ,მარ,ზედმეტად ხომ არ გწამს ჩემი?:D:Dგივი კი არა, იმ საღამოს მერე სულ ეშმაკები მელანდება.. :))ვერ გამოვედი მდგომარეობიდან...:))
16. დაჯექი ფრიადი ! :)
ჩემი 5 ცალი აქ ! :) დაჯექი ფრიადი ! :)
ჩემი 5 ცალი აქ ! :)
15. კარგია, თამთ, მაგრამ საბავშვო არაა და პლიუს- შენ ამაზე ბევრად მეტი შეგიძლია. :)
რაღა "ჯ", გოგო? :)) გივი არ დამიჩაგრო :)) კარგია, თამთ, მაგრამ საბავშვო არაა და პლიუს- შენ ამაზე ბევრად მეტი შეგიძლია. :)
რაღა "ჯ", გოგო? :)) გივი არ დამიჩაგრო :))
14. ვაა რა კაგრი რამ დაგიწერია, მიიღე ჩემი მოწონების ნიშნად მოკრძალებული 2-იანი
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი ვაა რა კაგრი რამ დაგიწერია, მიიღე ჩემი მოწონების ნიშნად მოკრძალებული 2-იანი
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი
12. ძალიან კარგია თამთ :) ძალიან კარგია თამთ :)
11. ძალიან კარგი ნაწერი ბავშვებისთვის და ჩემთვისაც რადგან მიყვარს საბავშვო პოეზია. უბრალოდ ჩემი აზრით ძალიან დიდია, რდგან ბავშვების უმეტესობა ცდილობს ზეპირად ისწავლოს ესა თუ ის ლექსი, ამის დამახსოვრება კი გაუჭირდებათ მგონი.:) ძალიან კარგი ნაწერი ბავშვებისთვის და ჩემთვისაც რადგან მიყვარს საბავშვო პოეზია. უბრალოდ ჩემი აზრით ძალიან დიდია, რდგან ბავშვების უმეტესობა ცდილობს ზეპირად ისწავლოს ესა თუ ის ლექსი, ამის დამახსოვრება კი გაუჭირდებათ მგონი.:)
9. მოოომეწონა :)
ბავშვისთვის კი არა მეც ისე ვისიამოვნე, მხიარული და ლამაზია.
ძალიან კარგი ნაწერია (პიაწ) მოოომეწონა :)
ბავშვისთვის კი არა მეც ისე ვისიამოვნე, მხიარული და ლამაზია.
ძალიან კარგი ნაწერია (პიაწ)
8. ყოჩაღ თამთა! 5 ყოჩაღ თამთა! 5
7. ძალიან კარგი ნაწერია. და არც რთულად გასაგებია ბავშვისთვის. სახალისოა,საკმაოდ კარგად შესრულებული და, მოკლედ მომწონს :) ძალიან კარგი ნაწერია. და არც რთულად გასაგებია ბავშვისთვის. სახალისოა,საკმაოდ კარგად შესრულებული და, მოკლედ მომწონს :)
5. გავოცდი!!!!!!!!!!!!!! ღმერთმა დაგლოცოს1 ასე გააგრძელე!!!!!!!! გავოცდი!!!!!!!!!!!!!! ღმერთმა დაგლოცოს1 ასე გააგრძელე!!!!!!!!
4. ეს გოგო უკვე მიყვარს:) ეს გოგო უკვე მიყვარს:)
3. ბრწყინვალეა! სერიოზული! ალეგორიული! გაიხაროს ავტორმა - გამახარა ძალიან! 55555555 ბრწყინვალეა! სერიოზული! ალეგორიული! გაიხაროს ავტორმა - გამახარა ძალიან! 55555555
2. თამთას მოკითხვა. ეს რამხელა ლექსი დაგიწერია?!
სახალისოა და სიამოვნებით ჩავიკითხე, უბრალოდ ბავშვისთვის რთული ენითაა დაწერილი. თამთას მოკითხვა. ეს რამხელა ლექსი დაგიწერია?!
სახალისოა და სიამოვნებით ჩავიკითხე, უბრალოდ ბავშვისთვის რთული ენითაა დაწერილი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|