| ავტორი: თიკუნა ჟანრი: პროზა 15 აპრილი, 2010 |
სული მიკანკალებს და სხეულიც მასთან ერთად.
მა, როგორ გაფითრებულხარ, როგორ ჩაგცვენია ლოყები მოხუც სახეზე. ვცდილობ მოსვლას და სითბოს მოტანას, მაგრამ რაღაც მაკავებს, მაპატიე მა. შენ რომ გხედავ ცრემლებს ვერ ვიკავებ, სევდას ვეღარ ვმართავ, მაპატიე თუ შეგიძლია, რომ ჩემი ხელი შენთან შეხებისას ძალას კარგავს.
მამი, როგორ დამიბერდი.
გაზაფხულის ერთმა დღემ შენი სახელი დაირქვა, შენი ხასიათი მიითვისა, დღევანდელი ცა შენი თვალებივითაა მა, ნუ მაშინებ ძალიან გთხოვ, მა ნუ ამბობ რომ შეიძლება წახვიდე.
გიყურებ სევდიან ზღვისფერ თვალებში და სული მეკუმშება, შენი ძველი სახე მენატრება, ეს სახე არ მაძლევს საშუალებას, მოსვლის და სიყვარულის გაყოფის. გაიღიმე, ცხოვრების ჯინაზე გაიღიმე, როგორც ყოველთვის აკეთებდი, გაიღიმე ტკივილის შესაცვლელად გაიღიმე.
რატომ არა, გევედრები გაიღიმე, შენი ნათელი სახის დანახვა მინდა, ნუ მაშინებ ძალიან გთხოვ, ნუ ამბობ რომ უნდა დამტოვო, მხოლოდ შენ იცი როგორი პატარა ვარ.
მამა ნუ ხვნეში ძალიან გთხოვ, მე ხომ შენს გვერდით ვარ, შენ ხომ ასე გიყვარს როცა გეხუტები, მე შევძელი და სული გავიჩერე, მოვედი მა, მითხარი რომ გიყვარვარ მა, ნუ ჩუმდები, შენი თეთრი სახე მაშინებს.
როგორ გამოგცლია ძალა, ახლა რა უნდა ვქნა? რატომ ვეღარ გათბობ?
ნუ მაშინებ, ძალა მეცლება ასე, ანდა მოიცა მა, წაიღე სულ წაიღე ძალა, ოღონდ გამიღიმე, მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება, შემპირდი მა, რომ არ მიმატოვებ, ჩემი სითბო აიღე, შენ ხომ ასე გიყვარს...
მა ნუ მაიძულებ აღსარება ვუთხრა საკუთარ თავს, არ მინდა ასე შიშში ყოფნა, იმედი მინდა და გევედრები არ წამართვა. ვიცი, ვიცი, გიჭირს, შენი სული იბრძვის, ორ გზას შუაა, მაგრამ გაიღიმე, ეს ხომ ყოველთვის შეგეძლო.
მა, ნახე ცრემლი აღარ მომდის, ვიღიმი, მხოლოდ შენთვის ვიღიმი, გეხვეწები არ შემაშინო.
ცუდად ხარ მესმის, ვიცი გტკივა, მაგრამ მაინც გაიღიმე. არ გინდა შენი ლექსები წამიკითხო? (არასოდეს ვუსმენ მამას ლექსებს) მოგისმენ გპირდები მთელი სულით და გულით მოგისმენ. არა გთხოვ, ნუ აქცევ ზურგს ყველაფერს, იმედი მამა, მთავარი იმედია, ნუ გაქვს ასეთი ჩამქრალი სახე.
ასეთს როდესაც გიყურებ სული მიკანკალებს, მა გაიღიმე გთხოვ. აღარ შემაშინო...
მაპატიე, თუ სახლიდან წავედი, არ მინდა ჩემს ცრემლებს უყურო, ყველაფერი კარგად იქნება მა. აქ ვარ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. აქედან უთქმელად გავალ, თუ შეიძლება აქედან უთქმელად გავალ, თუ შეიძლება
25. "მამი, როგორ დამიბერდი.
გაზაფხულის ერთმა დღემ შენი სახელი დაირქვა, შენი ხასიათი მიითვისა, დღევანდელი ცა შენი თვალებივითაა მა, ნუ მაშინებ ძალიან გთხოვ, მა ნუ ამბობ რომ შეიძლება წახვიდე." ძლიერემოციური! 5 "მამი, როგორ დამიბერდი.
გაზაფხულის ერთმა დღემ შენი სახელი დაირქვა, შენი ხასიათი მიითვისა, დღევანდელი ცა შენი თვალებივითაა მა, ნუ მაშინებ ძალიან გთხოვ, მა ნუ ამბობ რომ შეიძლება წახვიდე." ძლიერემოციური! 5
24. პიმი დიდი მადლობა შენ რომ წაიკითხე ძალიან დიდი მადლობა პიმი დიდი მადლობა შენ რომ წაიკითხე ძალიან დიდი მადლობა
23. ამის წაკითხვის მერე ვიგრძენი თუ როგორ ძალიან მყვარებია მშობლები... დიდი მადლობა თიკუნა :) ამის წაკითხვის მერე ვიგრძენი თუ როგორ ძალიან მყვარებია მშობლები... დიდი მადლობა თიკუნა :)
22. dzalian kargia! udzlieresi! +2 dzalian kargia! udzlieresi! +2
21. :) მადლობა ყველას
ძალიან ძვირფასია ეს ნაწერი ჩემთვის
ასეთი განცდებით არასდროს არ დამიწერია
:) მადლობა ყველას
ძალიან ძვირფასია ეს ნაწერი ჩემთვის
ასეთი განცდებით არასდროს არ დამიწერია
20. ყოჩაღ, თიკუნა!მართლა ძალიან ემოციურია.:-*:-* ყოჩაღ, თიკუნა!მართლა ძალიან ემოციურია.:-*:-*
19. მხოლოდ შენ იცი როგორი პატარა ვარ.
უკომენტაროდ... +5 მხოლოდ შენ იცი როგორი პატარა ვარ.
უკომენტაროდ... +5
18. "სული მიკანკალებს და სხეულიც მასთან ერთად"-ულამაზესი ფრაზაა... და საერთოდ მომხიბლა ამ ნაწერმა...+ "სული მიკანკალებს და სხეულიც მასთან ერთად"-ულამაზესი ფრაზაა... და საერთოდ მომხიბლა ამ ნაწერმა...+
17. რთულია წერო ის რაც გულშია,მაგრამ კარგია როცა ამას კარგად ახერხებ! :) ყველაფერი კარგად იქნება! :) რთულია წერო ის რაც გულშია,მაგრამ კარგია როცა ამას კარგად ახერხებ! :) ყველაფერი კარგად იქნება! :)
16. :) გენაცვალე შენოოოო.... კარგიაოოოო 555555555 :) გენაცვალე შენოოოო.... კარგიაოოოო 555555555
14. სმარ ძალიან მიყვარხარ. ხომ იცი რთულია წერო ის რაც გულშია, მაგრამ რა მტკივნეულია დაიტოვო და არ წერო.
ჩემი სმარი ყველაფერს გრძნობ და ამისთვის იღრმესი მადლობა სმარ ძალიან მიყვარხარ. ხომ იცი რთულია წერო ის რაც გულშია, მაგრამ რა მტკივნეულია დაიტოვო და არ წერო.
ჩემი სმარი ყველაფერს გრძნობ და ამისთვის იღრმესი მადლობა
12. ყველაფერი კარგად იქნება ჰო ... თიკუ ყველა სიტყვაში დებ გულს და სულს.. წერ რაზეც გეწერება.. მართალ ემოციებს.. ამიტომ მიყავრს.. შენი კითხვა.. ყველაფერი კარგად იქნება ჰო ... თიკუ ყველა სიტყვაში დებ გულს და სულს.. წერ რაზეც გეწერება.. მართალ ემოციებს.. ამიტომ მიყავრს.. შენი კითხვა..
11. ჰომ . ამაზე ნამდვილად ვიცი რომ აქ არ უნდა ვისაუბრო ... : ] ჰომ . ამაზე ნამდვილად ვიცი რომ აქ არ უნდა ვისაუბრო ... : ]
10. emili arc ise kargadaa
dadu-eg chemi brali araa :) emili arc ise kargadaa
dadu-eg chemi brali araa :)
8. სევდიანია .................... სევდიანია ....................
7. კარგი ხარ თიკუნა. 555 მამა როგორაა? იმედია გამოკეთდა. კარგი ხარ თიკუნა. 555 მამა როგორაა? იმედია გამოკეთდა.
6. მხოლოდ შენ იცი როგორი პატარა ვარ.
ამ ფრაზამ დამაფიქრა. კარგია ძალიან. ნაწერიც კარგია. სევდიანი. ტკივილიანი. პროფესიონალურად არ ვიცი, მაგრამ ისე მომწონს :) მხოლოდ შენ იცი როგორი პატარა ვარ.
ამ ფრაზამ დამაფიქრა. კარგია ძალიან. ნაწერიც კარგია. სევდიანი. ტკივილიანი. პროფესიონალურად არ ვიცი, მაგრამ ისე მომწონს :)
5. ნაწერმა სათქმელი მოიტანა, მაგრამ მე ის არ მომწონს, ერთ გვერდზე რამოდენიმე ნაწერი რომ დევს იგივე თემატიკის, საერთოდ ატაცებების მომხრეც არ ვარ. ნაწერმა სათქმელი მოიტანა, მაგრამ მე ის არ მომწონს, ერთ გვერდზე რამოდენიმე ნაწერი რომ დევს იგივე თემატიკის, საერთოდ ატაცებების მომხრეც არ ვარ.
4. ყველაფერი კარგად იქნება :)
კარგი ნაწერია (ემოციური)
ყველაფერი კარგად იქნება :)
კარგი ნაწერია (ემოციური)
3. გილოცავ სიყვარულის დღეს არ მოგკლებოდეს იგი .... კარგი ნაწერია საკმაოდ 555 გილოცავ სიყვარულის დღეს არ მოგკლებოდეს იგი .... კარგი ნაწერია საკმაოდ 555
2. დამასევდიანა, თიკუნია. კარგად იქნება ყველაფერი, ნუ მოანატრებ მამას თავს:-* ემოციური ნაწერია ძალიან... ("საშუალება", "ჩამქრალი" - კორექტურაა.) დამასევდიანა, თიკუნია. კარგად იქნება ყველაფერი, ნუ მოანატრებ მამას თავს:-* ემოციური ნაწერია ძალიან... ("საშუალება", "ჩამქრალი" - კორექტურაა.)
1. გული დამწვა ისეთი ნაწერია, ძალიან ემოციური. ყოჩაღ შენ :)
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი გული დამწვა ისეთი ნაწერია, ძალიან ემოციური. ყოჩაღ შენ :)
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი
|
|
მონაცემები არ არის |
|
|