ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასიკო კეჟერაძე
ჟანრი: იუმორისტული
15 აპრილი, 2010


.....ჩვენი დაგვიანებული სამძიმარი რეალის ფანებს.....

დღეს დაამტკიცა ბარსამ,
რომ ძლიერია სხვებზე,
რეალს მოპარა ბურთი
და დაუმალა სხვენზე.

გამწარებულმა გრანდმა
ბრძოლაც წააგო ომიც
და დაგვიწერა ტაბლომ
0 და გვერდზე 2

მაგათ ვაძოვებთ ბალახს
- იქადნებოდა რ_ო_ი
ანგარიში თუ არ გაქვს,
აგერ გაჩვენებ მოი.

ალმერიასთან იგებს,
ბარსელონასთან ტირის,
მაგათ დავადებთ ტრი-ნოლს!
უთქვამს დინამო თბილისს.

ამდენი მარცხით თურმე,
ვეღარ გაუძლო გულმა
და მიქელამაც გუნდი
მარილზე გაისტუმრა...

პარაკლისს ვიხდით შაბათს,
არა ვართ სულ მთლად მტრები,
გეკეთოთ გლოვის ნიშნად
გულზე რეალის გერბი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები