ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2010


ნახვამდის "ურაკპარაკო"!

        *    *      *

ნახვამდის, "ურაკპარაკო",
ილტოსპირელი მიდისა,
ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელ
შენთან გადება ხიდისა.
მივდივარ, მიუხედავად
ბევრთან ხათრის და რიდისა,
გულწრფელი პატივისცემის
და სიყვარულის დიდისა.
ვერ ვხედავ აქ ჩემს ადგილსა,
გულის ლაღის და მშვიდისა,
ბოღმა და შური სადაცა
ფრთებს თამამადა შლიდისა.
აბა, აქ რა მესაქმება,
სად ართუ მტრობა შვიდისა,
არამედ ორ შაურადა
თურმე მოკეთეც მყიდისა.
ეხლა, როს ვაანალიზებ,
საწყისს ამ საქმის ფინთისა,
თურმე არც უნდა დამეწყო,
რას ვწუხდებოდი, რისთვისა,
შვლის ნუკრსა მგლების ხროვაში
ვინ აკრეფინებს თვირთვილსა!
ეკლადა ვჭკემდი მავანსა
და ჩამოწოლად ბინდისა.
რას მაითმენდნენ, დაბრაზდნენ,
გადააბიჯეს სინდისსა,
მაბრალეს, ცილი დამწამეს,
ლანძღვას გინება ცვლიდისა,
ჩემს ლექსს ლექსობა არ უთხრეს,
ქილიკ-ცინიზმი ცრიდისა,
ათასი ტაკი-მასხარის
ვიღაც ღრძოსი და ფლიდისა.
იმდენ ჭუჭყ-ტალახს მაყრიდნენ
საკვირველება მხდიდისა.
წინწასვლა ჩემი სტრიქონის
ზოგს მეხივითა შლიდისა,
სულ თვალში ვეჩხირებოდი,
ტანში ჟრუანტელს გვრიდისა,
ჩემ რჩეულობა სტანჯავდის
ძვალ-ხორციანად ღრღნიდისა,
მაღალი რეიტინგები ჩემი,
დარდითა ღლიდისა.
არ ვიცი, ვის რას ვართმევდი
ან შიშს რაირა გვრიდისა.
ჰოდა, მომწყინდა ყურება
თქვენი ჭვარტლის და წიდისა,
მივდივარ, რომ დაისვენოთ,
კაცობით სწორნო ციდისა,
ვიცი, ვერ ჩანდა ჩემს გვედით,
თუმც ძალას ბევრი სცდიდისა,
ეგ გახელებდათ, საწყლებო,
თქვენ წისქვილ რო ვერ ფქვიდისა,
ფას დაგედებათ, რო წავალ
მაღლის, მართლის და წმინდისა!
ზეიმი გადაიხადეთ:
"ილტოსპირელი ფრინდისა!"
დრო იტყვის, არის ვინ ვინა,
ვინ რას ყიდულობს-ყიდისა,
ვინ მართალია, ვინ - არა,
ვინ რად და როგორ ღირდისა,
მეც დავისვენებ, ამისა
სუ უთქმელობა მღვრიდისა,
ეხლაც ვიღიმი ძმობილი,
ადრეც ღიმილი მღვივდისა!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები